კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამცხრალი ჩხუბისთავი

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია

 

ის, რომ ახლა ჟინი დამცხრალი აქვს, არ ნიშნავს, რომ ერთ დროს გული არ ერჩოდა. თუმცა, ახლა არავის ერჩის და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლება. არ ერჩის, რადგან იცის, რომ ძალა მორევაზეა და, შესაძლოა, ბ-ნი აკაკი ბობოხიძე იმიტომაც აღარ ჩხუბისთაობს საქართველოს პარლამენტში, რომ უკეთეს დროს ელოდება – „უკეთეს დროში“, ცხადია, მისი პოლიტიკური გუნდის უმრავლესობაში მოსვლა იგულისხმება.

ასეა თუ ისე, თუკი ჯერჯერობით ბ-ნი აკაკი ბობოხიძე მისდევს რუსთველის შეგონებას: „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“, სხვა გზით არჩია წასვლა მისმა ძმამ, ლევან ბობოხიძემ. ეს უკანასკნელი, ხონის გამგებლის (ზურაბ ჯიბუხიას) სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც ოფიციალურად გვაცნობეს, „სასამართლოს ეზოში მოსამართლისა და ზოგადად სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.“

ხოლო, რაკი აკეთებდა, ბუნებრივია, დააკავეს, ოღონდ, 500-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მოსამართლემ დეპუტატის ძმას ჯარიმა „სასამართლოსადმი უპატივცემულობის ბრალდების საფუძველზე შეუფარდა“.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რამდენჯერ გამოუხატავს უპატივცემულობა საზოგადოებისადმი ლევან ბობოხიძის დეპუტატ ძმას (მუშტი-კრივით პარლამენტის სხდომათა დარბაზში), ყოველ ჯერზე რომ 500-500 ლარით  დაეჯარიმებინათ, ამასობაში ფრიად სოლიდური თანხაც შეგროვდებოდა! 

скачать dle 11.3