კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიყვარული აგვამაღლებს“

უსიყვარულოდ გათანგულები

 

თუმცაღა ფრიად აქტიურად ავიტაცეთ ვალენტინობის დღესასწაული (თითქოსდა სახელდობრ ჩვენი დღესასწაულების ნაკლებობას ვუჩიოდით), როგორც კვლევები მოწმობს, სიყვარული მაინცდამაინც არ ყოფილა ჩვენი ცხოვრების არც თანამდევი და არც უკვდავი სული.

კერძოდ, 2006–2007 წლებში გალაპის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 136 ქვეყანას შორის 132-ე ადგილი დავიკავეთ.  სიყვარულის დოზას კი შემდეგნაირი კითხვით ადგენდნენ: „განიცადეთ სიყვარული გუშინ ბევრჯერ?”

შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს სამშობლოში ამ შეკითხვას დადებითად გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა უპასუხა, მაშინ, როდესაც ფილიპინებზე დადებითად მოპასუხეთა რაოდენობამ 93 პროცენტს მიაღწია,  რუანდაში – 92-ს,  პუეტრო-რიკოში – 90-ს, უნგრეთში კი 89 პროცენტს. თვით კამბოჯაშიც კი, გამოკითხულთა 85 პროცენტი იყო მაშინ სიყვარულით გათანგული.

მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ამ საქმეში ჩვენზე მეტად გასჭირვებიათ: კერძოდ, ჩვენ უკან მოჩანჩალებენ: ყირგიზეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ხოლო სომხეთი, თავისი 29 პროცენტით, საერთოდაც, ბოლო ადგილზეა.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 14 თებერვალს არა მხოლოდ ვალენტინობას აღნიშნავენ (ის ზოგან პროგრამისტის დღეა, გერმანიაში – ფსიქიკურად დაავადებულთა, იაპონიაში – შიშველი მამაკაცების, აშშ-ში  – პრეზერვატივების; უფრო მეტიც, ცნობილი მანიაკი ჩიკატილოც ამ დღეს დაუსჯია მართლმსაჯულებას) და დავამატებთ სიყვარულის დიდ დეფიციტს, რაც ჩვენ გვქონია, ისიც პროგრესია, რომ ზემოჩამოთვლილ დღესასწაულებში 14 თებერვალს აღსანიშნავად ვალენტინობა აგვირჩევია. 

скачать dle 11.3