კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიშოვოთ მილიონი

ანუ ჩახედე მეგობარს ჯიბეში…

 

სანამ ჩვენ ჩვენი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ხელფასებზე ნულების რაოდენობას ვითვლიდით, აღმოჩნდა, რომ 2013 წლის განმავლობაში ჯორჯ სოროსის შემოსავლები, არც მეტი, არც ნაკლები, 5,5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, როგორც იუწყებიან, მისი საინვესტიციო ფონდის (Quantum Endowment) წარმატებული მუშაობის შედეგად.

ხსენებული ბატონის ჯიბისთვის თვალი  LCH Investments-ს ჩაუკრავს და ისიც დაუდგენია, რომ ჯორჯ სოროსი გასული წლის თითოეულ დღეს 15 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა.

შესაბამისად, გასულ წელს ხსენებული საინვესტიციო ფონდის აქტივებს 28,6 მილიარდი აშშ დოლარი შეუდგენია და პირველი ადგილიც მოუხვეჭია საინვესტიციო ფონდებს შორის, რა თქმა უნდა, შემოსავლის მიხედვით.

როგორც გაირკვა, 1972 წლიდან მოყოლებული, საინვესტიციო ფონდს მფლობელისთვის 39,6 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანია, ხოლო 2013 წლის სექტემბრის მდგომარეობით „ფორბსმა“ ჯორჯ სოროსის ქონება 20 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.

ხოლო, თუ კვლავ 2013 წლის განმავლობაში ჯორჯ სოროსის მიერ ყოველდღიურად 15-მილიონიან შემოსავალს დავუბრუნდებით, ძალიან რომ ვთხოვოთ, მასტერკლასებს არ ჩაგვიტარებს თემაზე: როგორ ვიშოვოთ მილიონი (არ გვინდა 5,5 მილიარდი), თორემ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარგა ხანს ვიქნებით გამეცადინებული, როგორ გამოვგლიჯოთ ბიუჯეტს იქ, ზემოთ მყოფებმა, მრავალნულიანი ხელფასები, აქ, ქვემოთ მყოფებმა – დახმარებები?! 

 

скачать dle 11.3