კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღშფოთებული რეჟისორი, ტალახიანი „ნივა“ და დაკარგული გასაღები

197... წელია. თბილისის „სახკინმრეწვმა“ ერთი ქართული ფილმის გადაღება დაგეგმა. მოქმედება რუსეთის ერთ არცთუ ისე ცნობილ ქალაქში ხდება.

სხვათა შორის, ფილმში მონაწილეობას იღებდნენ ქართული კინოს კორიფე მსახიობები და, მათ შორის, იმ დროისთვის უკვე „ამოსული“ ვარსკვლავი ზურა ყიფშიძე.

თავის დროზე „მოყომარდა“ ყველაფერი. რადგანაც მაშინ საქართველო-რუსეთის საზღვრები გახსნილი იყო (საბჭოთა კავშირის პერიოდია). მატარებელი – „თბილისი-მოსკოვი“ ზედგამოჭრილად ჩადიოდა ზუსტად იმ სადგურში, სადაც გადაღება უნდა ეწარმოებინათ და თითქმის ერთი ვაგონი მთლიანად „იყიდეს“. მატარებელი 24 ივნისს უნდა გასულიყო საქართველოს დედაქალაქიდან.

ყველაფერი რიგზეა.

ჩვენი საყვარელი და საამაყო მსახიობი, „ქალთა რისხვა“ და უნიჭიერესი პიროვნება – ზურა ყიფშიძე მთელი თეატრისა და კინოსთვის „პატარა კიბო“ გახლდათ.

თბილისიდან მატარებელი ზუსტად დანიშნულ დროზე გავიდა, ოღონდ, იყო ერთი ფრიად ამაღელვებელი ფაქტორი: ზურა თავის ადგილზე არ გამოცხადდა (ანუ – ვაგონში).

ახლა მატარებელს ამის გამო ვინ გააჩერებდა და არაკუნდა რელსებზე ბორბლები.

ერთი კი იყო, რომ გადამღები რეჟისორი იბდღვნიდა ყველაფერს („ოოხ, ზურრააა!“) და სცენარის შეცვლაზე „ჩალიჩობდა“ მთელი გზა. 

ადგილზე ჩავიდნენ. მოეწყვნენ სასტუმროში და დალაგდნენ თავ-თავიანთ ნომრებში.

დანა კბილს არ უხსნით.

სასტუმროს ეზოში პატარა შადრევნიანი აუზი იყო.

შუაღამეა და ამ აუზის გარშემო ბღუილ-ბღუილით ურტყამს „კრუგებს“ გაურკვეველი, ტალახში ამოსვრილი „ნივა“.

ბუნებრივია, გადმოიხედეს, და, ჰოი, საოცრებავ: მანქანა ჩერდება, ზურა ყიფშიძე გადმოდის და პათეტიკური ხელისაწევით ესალმება ყველას:

– ჰელლოუ!!!

თურმე, ადრე წამოსულა მანქანით და ამათ ჩამოასწრო კიდეც. ყველას მოეშვა გულზე – ოხ, ზურა, ოხ, ზურა, შენ რა გითხარიო,  – ჩაიცეს გულში მჯიღი.

– როგორ მოასწარი, ზურიკო, ჩამოსვლა? – ეკითხება ერთი მსახიობთაგანი.

– მაიცა, რა, ნაშებთან გრიალი კი არ მოვასწარი?  (ელაპარაკე ახლა ამას!).

... გადაღება გაჭიანურდა... ხან ამინდი არ სწყალობდათ, ხან – ტექნიკა და, მოკლედ, გაჭიანურდა, რა...

ორი კვირა გავიდა... ზურას მოენატრა პლეხანოვი და რუსთაველი, ხინკალი და ქაბაბი, ძმაკაცები და დაქალები... მოკლედ, თბილისში უნდა... თბილისში უნდა და მორჩა! „ნივაც“ ხომ აქვე ჰყავს! თუ ჩამოვიდა, რა, უკან ვეღარ წავა?! ღამის 12 საათზე, გაგლეჯილ მთვრალს გაახსენდა, რომ მანქანა დადის და ის თბილისში ჩააგელვებს, პლეხანოვზე... რუსთაველზე... ძმაკაცებში... მაგრამ, დაბრკოლება გადაეღობა –  არ იყო შარვლის ჯიბეში მანქანის გასაღები.

მეთექვსმეტედ რომ მოიჩხრიკა ჯიბეები და საბოლოოდ დარწმუნდა – გასაღები არაა (დაუმალეს, ალბათ, წინდახედულად), იყვირა:

– ეეე! ჩემი მანქანის გასაღები სადაა, ეეე!.. გასაღები, ტო!

ღამეა და ყველა ნომერში ჩამქრალია შუქი.

– სადაა მანქანის გასაღები, თქვენი! თბილისში მივდივაარ! – იყვირა.

კაციშვილი არ ჩანს არც ერთ ფანჯარაში.

– გასაღებიი! – ბოლო ძალით იყვირა და მანქანის კარს სთხლიშა მაკასინიანი ფეხი... – გასაღები! სადაა გასაღები!

მესამე სართულზე შუქი აინთო, ფანჯარა გაიღო და რამაზ ჩხიკვაძემ გადმოყო თავი.

– რა იყო, ზურიკო? – იკითხა გასაოცებლად მშვიდად.

– გასაღები დავკარგე, გასაღები, ძია რამაზ!..

– რისი, ზური?

– მანქანის... მიეცა იმედი, ამას ხომ არ აქვსო.

– მე მგონი, ზური, – მშვიდად ჩამოსძახა რამაზმა, – შენ სხვა რამის გასაღები უფრო დაკარგე. დაიძინე, იმ სხვა რამის გასაღებს, რომ გამოიძინებ, მერე ნახავ და იმ გასაღებით იპოვი მანქანის გასაღებს! მარშ, ლოგინში!!!

გადაღებები დაუბრკოლებლად გაგრძელდა მეორე დღეს...

 

 

скачать dle 11.3