ანეკდოტები
საყვარლის ნომერი მობილურში ჩავწერე‚ როგორც Low Battery... ახლა‚ როცა საყვარელი მირეკავს და მე იქ არ ვარ‚ ჩემი ცოლი მობილურს დასატენად აერთებს.
***
– სანდროს მამა ბრძანდებით? მინდა გითხრათ‚ რომ ბავშვის აღზრდისთვის ფიზიკური დასჯა არ არის კარგი მეთოდი...
– არა‚ აღზრდისთვის არ ვიყენებ... მხოლოდ თავდაცვის მიზნით...
***
დაამთავრა ინფორმაციის გადაცემა შტირლიცმა და ფეხის თითებით შედგა რაციაზე:
– ეძებოს მიულერმა შესაბამისი თითების ანაბეჭდები...
***
– მშრალ ღვინოს დალევ?
– ჩამოყარე....
***
ქორწილის მეორე დღე: ნეფე-დედოფალი ოთახიდან არ გამოსულა. სიძე ბედნიერია.
მესამე დღე – იგივე ისტორია... სიძე ცოტა დაიღალა‚ მაგრამ, კმაყოფილია.
მეოთხე დღე – სიძე საშინლად დაღლილია‚ მაგრამ ცდილობს‚ ფორმა არ დაკარგოს.
მეხუთე დღე – სიძე საშინლად დაღლილი და გაღიზიანებულია‚ მაგრამ, ასრულებს თავის მოვალეობას.
მეექვსე დღე – სიძე ძლივს ჩამოფოფხდა საწოლიდან და ამოიკნავლა.
– ძვირფასო‚ აბაზანაში შევალ...
ქალი კეკლუცად უღიმის:
– უნდა იბანაო?
– არა‚ ცოტას წავიძინებ...
***
ქმარი სადილობს:
– რა გემრიელი სალათაა‚ საყვარელო‚ სად იყიდე?
***
ქალი გინეკოლოგთან მივიდა:
– იცით‚ უკვე ხუთი წელია‚ გათხოვილი ვარ და შვილი არ მყავს.
– თუ შეიძლება, ქმარი მოვიდეს‚ თქვენ გარეთ დამელოდეთ...
შემოვიდა ქმარი.
– არ გრცხვენიათ? თქვენგან დაორსულებულების აბორტებს ვერ ავუდივარ და ცოლთან რა გჭირთ?
– მე მხოლოდ თავისუფლებაში ვმრავლდები...
***
... ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად და დაიხოცნენ ერთდროულად, ორგაზმით კომპიუტერთან‚ ერთი – პარიზში‚ მეორე – ტოკიოში.
***
– რა არის უთანასწორო ქორწინება?
– ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის.
***
– ეს თოჯინა მაჩვენეთ‚ თუ შეიძლება.
– ინებეთ.
– გამოშვების თარიღი?
– 2012 წლის 23 დეკემბერი.
– „თხის რქაა“‚ აიღეთ‚ ჩემთვის შეუთავსებელია...
***
საბავშვო ბაღში ხუთწლიანი ჯგუფის ბავშვები მშობლებზე საუბრობენ:
– თვითონ არ იციან, რა უნდათ: ჯერ გვასწავლიან სიარულს და ლაპარაკს, მერე კი გვთხოვენ‚ რომ ვისხდეთ და ხმა არ ამოვიღოთ.
***
– ცოლს ვეყრები‚ ჩემს მოწინააღმდეგესთან უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ჩემთან – უფრო საინტერესოაო‚ მუსიკალურიცო‚ უამრავ ახალ ამბავს ვიგებო...
– არ გიცდია, მას კაცურად დალაპარაკებოდი?
– როგორ?
– გეცემა.
– ტელევიზორი?!
***
– რა ქორწილი, ჯერ „კამასუტრა“ არ წაგვიკითხავს ბოლომდე...
***
მისი ცხოვრება ჭრელია პირდაპირი მნიშვნელობით: ხან ქერა ქალთანაა‚ ხან წითურთან‚ ხან შავგვრემანთან...
***
ქალი ნიშნობის ბეჭედს ატარებს იმისთვის‚ რომ მის მეგობრებს შეშურდეთ; მამაკაცები კი იმისთვის‚ რომ მეგობრებმა თანაუგრძნონ.
***
რესტორნის დირექტორთან გასაუბრებაზე შედის გოგონა, რომელსაც ოფიციანტად უნდა მუშაობის დაწყება. დირექტორი რამდენიმე კითხვას უსვამს, შემდეგ კი უცბად ხელს ჰკიდებს უადგილო ადგილას. გოგონამ სილა გააწნა.
– რატომ მომატყუე‚ რომ მუშაობის გამოცდილება გაქვს?
***
ქალთან კამათი არა მარტო სისულელეა‚ არამედ, საშიში თქვენი სექსუალური ცხოვრებისთვის.
***
მამა – გამოძახებით!
მკაცრი სახის‚ ყურადღებიანი მამაკაცი თქვენ ნაცვლად მივა სკოლაში და მოისმენს არა მარტო მასწავლებლებისა და კლასის დამრიგებლის‚ არამედ, სკოლის დირექტორის საყვედურებსაც...
***
– შენ გადაჭარბებული თვითშეფასება გაქვს.
– ისე ლაპარაკობ‚ თითქოს მე ვარ დამნაშავე‚ შენზე უკეთესი რომ ვარ.
***
– თქვენს ქმარს აბსოლუტური სიწყნარე სჭირდება. მე თქვენ მოგცემთ დამამშვიდებელს.
– როდის უნდა დალიოს?
– თქვენ არასწორად გამიგეთ‚ ქმარმა კი არა‚ თქვენ უნდა დალიოთ...
***
ფსიქოლოგი ცოლზე განაწყენებულ ქმარს არიგებს:
– როდესაც ცოლთან კამათი მოგდით‚ ეცადეთ‚ თქვენ მასზე მაღლა იდგეთ...
– ვცდილობ‚ როგორ არა‚ კარადაზე ავდივარ ხოლმე...