კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1997 წლის დასაწყისში ინდოეთმა და ბანგლადეშმა ხელი მოაწერეს განგის წყლის რესურსების გაყოფის ხელშეკრულებას. მდინარე, რომელიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება, ხშირად გამხდარა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი. ამ შეთანხმებას „წყლის ზავი“ უწოდეს.

* მოსკოვის ვაგანკოვის სასაფლაო 1771 წელს დაარსდა, როდესაც რუსეთში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1980 წლიდან კი ის მრავალ საექსკურსიო მარშრუტში შედის – იქ ვლადიმირ ვისოცკია დაკრძალული.

* დანიის მეფემ, ერიკ მეოთხემ, გადასახადი შემოიღო გუთანზე, სწორედ ამიტომ, ხალხში მას „გუთნის გროშს“ ეძახდნენ.

* რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაიორმა, ალექსანდრ სიდოროვმა, გამოსცა წიგნი – „კლასიკური რუსული პოეზიის თარგმანები ჟარგონზე“. მაგალითად, მაიაკოვსკის ცნობილი ნაწარმოები – „ლექსი საბჭოთა პასპორტზე,“ ამ წიგნში შეტანილია, როგორც „ლექსი საბჭოთა ქსივაზე“.

* ბერძნული სიტყვიდან „რიძიკონი“ წარმოიშვა ფრანგული სიტყვა – „რისკი,“ რაც კლდეებს შორის ლავირებას ნიშნავს.

* არც ერთი ქვეყნის ფულის ერთეულთა შემადგენლობაში, გარდა რუსულისა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირისა, არ  ყოფილა 3-ის შესაბამისი ნომინაციის მქონე კუპიურა ან მონეტა  – 3 რუბლი (მანეთი) და 3 კაპიკი.

* ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ერთ-ერთ ქუჩას იეზუიტ ალექსანდრ დე როდის სახელი ჰქვია, რომელიც იქ მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და ვიეტნამელებს ლათინური დამწერლობა შეუქმნა, რითაც ისინი დღემდე სარგებლობენ. მანამდე ისინი იეროგლიფებს იყენებდნენ.

* სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ აპინგტონის გარეუბნებში, დიდ ფართობზე ვაზია გაშენებული. რთველის შემდეგ დაკრეფილი ყურძენი ერთ დიდ ბეტონის მოედანზე მიაქვთ და იქ ტოვებენ გარკვეული დროის განმავლობაში – ასე ამზადებენ ქიშმიშს.

скачать dle 11.3