კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ლალი

სისხლიანი ლალი

ბრიტანეთის სამეფო კარზე იშვიათი შეფერილობის, უძვირფასესი ლალი ინახება. ექვსი საუკუნის განმავლობაში, ის აღმოსავლეთში ცნობილი იყო „ჰირაჯ ი ალამას“, ანუ „სამყაროს ძღვენის“ სახელით. დასავლეთში კი ცნობილია, როგორც თემურ ლენგის ლალი და მსოფლიოში უდიდესია. მისი წონა 352 კარატია. ამჟამად ლალი მოთავსებულია ბრილიანტის ყვავილებს შორის. აქეთ-იქით ორი მომცრო ზომის ლალი აქვს. შესაკრავადაც პატარა ლალია გამოყენებული. ამ ლალის წარმოშობის შესახებ არსებობს ლეგენდა. აღმოსავლეთში ერთ მბრძანებელს ვაჟი შეეძინა. ერთ დღეს იმ ხეზე, რომელთანაც ბავშვის აკვანი იდგა, ვეება გველი ახოხდა. დედა და ძიძები შიშისგან გაქვავდნენ. მაგრამ გველმა ჩვილის თავთან უძვირფასესი, მანათობელი ლალი დატოვა და წავიდა. მაშინვე თქვეს, რომ ამით გველმა ბავშვის დიდებული მომავალი იწინასწარმეტყველა.

ქვის პირველი მფლობელი იყო სიამის პრინცი. მისგან ლალი დელიში მოხვდა და 1 398 წელს თემურ ლენგს ჩაუვარდა ხელში. ამბობენ, ლალი თემურს განსაკუთრებულად უყვარდა და ყოველთვის ქუდზე ჰქონდა მიმაგრებული. 1405 წელს, თემურის სიკვდილის შემდეგ, რომელმაც ლალის თვალზე თავისი სახელი ამოატვიფრინა, ქვა თემურის მემკვიდრეს, მირ-შახრუხს ჩაუვარდა ხელში. თემურიდების დინასტიის უკანასკნელი მფლობელიდან კი ლალი სეფიანების ხელში აღმოჩნდა. კერძოდ კი, შაჰ-აბასის, რომელმაც ლალი დიდი მოგოლების იმპერატორს შაჰ ჯაჰანგირს აჩუქა. მისმა ვაჟმა შაჰ-ჯეჰანმა – ეს ის შაჰ-ჯეჰანია, რომელმაც სახელგანთქმული ტაჯ-მაჰალი ააგო, ლალზე საკუთარი სახელიც დაამატა. 1739 წელს ინდოეთში ნადირ შაჰი შეიჭრა და თემურ ლენგის ლალი მისი ნადავლის ნაწილი გახდა. შემდეგ ლალი ინდოელი თავადის, რაჯა სინგჰის საგანძურთა შორის აღმოჩნდა. რაჯა სინგჰი ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ რაჯებს შორის, რომლებმაც 1857 წელს ინგლისის იმპერიას აჯანყება მოუწყვეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რაჯას მთელი ქონება, როგორც სამხედრო ალაფი, ჩვეულებრივი თბომავლით ინგლისში გაიგზავნა. დღეს სასწაულებრივი სილამაზისა და სიდიდის ლალი ბუკინგემის სასახლეში, ელიზავეტ მეორის სამკაულებს შორისაა.

 

ფარდაახდილი საიდუმლო

ქალაქ ბოლონიის (იტალია) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თორის ტექსტის სრული ვერსია – იუდეველების საღვთო წიგნის ხელნაწერი ადგილობრივი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. შეცდომით გაკეთებული მარკირების გამო, ამ წიგნის არსებობა დიდხანს დარჩა უცნობი. ხელნაწერი დაახლოებით 850 წლის წინ არის შექმნილი. დაწერილია ცხვრის რბილ ტყავზე. შეცდომით მარკირება ბრალდება ბიბლიოთეკარ, ვინმე ლეონელო მოდონის 1889 წელს.

ტექსტში არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებიც შესაძლოა, აკრძალული იყო უფრო გვიანდელ ტექსტებში. მასში მოყვანილია მეთორმეტე საუკუნის ფილოსოფოსის, მოსე მაიმონიდის პოსტულატები. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თორის ეს ხელნაწერი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ  მიიჩნევდნენ, რამდენჯერმე წაკითხული და გასაჯაროებული თორა კარგავდა როგორც თავის იდუმალებას, ასევე საკრალურ მნიშვნელობას. ამიტომ მათ ანადგურებდნენ. ეს კონკრეტული ხელნაწერები კი დაუზიანებლად შემოინახა.

 

скачать dle 11.3