კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: 8 წლის მეტისი გვყავს, რომელიც, წლებია, ეზოს პირობებში ცხოვრობს. ბოლო დროს  მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და გვირჩიეს ოპერაციის გაკეთება. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა? 

პასუხი: უკეთესი იქნებოდა, დაგეფიქსირებინათ, თუ რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად კი გეტყვით, რომ ასაკოვან ცხოველებს  ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ოპერაციას სასიცოცხლო ჩვენება აქვს, თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ მას მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

კითხვა: ჩემი ძაღლი ოთახის პირობებში იზრდება. ის ჯერ მხოლოდ 9 თვის არის. მაინტერესებს, ამ შემთხვევაშიც თუ არის აუცილებელი მისთვის ვაქცინაციის ჩატარება? რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სახლის პირობებში ცხოველი დაცულია. თქვენი აზრი მაინტერესებს, რას მირჩევთ? 

პასუხი: მცდარია მოსაზრება, რომ, თუ ცხოველი იზრდება ოთახის პირობებში, ის არ საჭიროებს ვაქცინაციას ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში კი დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან, ინფექცია გადადის არა მარტო ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტით, არამედ, საგნებითაც, რომლებიც ცხოველთან შეხებაშია. ასევე, დაავადება შეიძლება გადავიდეს პატრონის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რაც ქმნის ცხოველის დასნებოვნების ყველა პირობას.

კითხვა: მყავს 2 თვის გერმანული ნაგაზი. მალე ცოფის აცრა უნდა გაუკეთდეს. როგორც გავიგე, ცოფზე ვაქცინაცია ამ ასაკში ხელს უშლის ცხოველის ზრდას. მაინტერესებს, შეესაბამება თუ არა ეს აზრი სიმართლეს?

პასუხი: ეს არასწორი შეხედულებაა. 2-3 თვის ასაკში ცოფზე ვაქცინაცია ხელს არ უშლის ცხოველს ზრდაში და ცუდადაც არ მოქმედებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ შენარჩუნებული აქვს იმუნოგენები. ვაქცინა, რომელსაც აწარმოებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აღიარებული მწარმოებელი, ყოვლად უსაფრთხოა.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა ფერის არსებობს ინგლისური ბულდოგი? ასევე, მაინტერესებს მცირე ინფორმაცია მის შესახებ, რადგან, დიდი სურვილი მაქვს, შევიძინო.

პასუხი: ინგლისური ბულდოგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და რუხისა. რამდენიმე სიტყვით მის შესახებ გეტყვით, რომ მისი წარმომავლობა დიდი ბრიტანეთიდან მოდის. არის ძალიან გონიერი, კეთილგანწყობილი, მამაცი და ეგზოტიკური ექსტერიერი. გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ ჯიუტია. მას გრილი კლიმატი სჭირდება. ახასიათებს ღამით ხვრინვა და პირის სისველე. ინგლისური ბულდოგის სიმაღლე მინდაოში დაახლოებით 40 სანტიმეტრია. რაც შეეხება წონას, ხვადი 25 კილოგრამს იწონის, ხოლო ძუ – 23 კილოგრამს. ინგლისური ბულდოგის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მშობლებისა და ლეკვის ჯანმრთელობას. ეს უნიკალური ძაღლი გაცილებით მეტ ყურადღებასა და მოვლას ითხოვს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები. ამიტომ, სანამ მას შეიძენთ, აუცილებლად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის სათანადოდ მოვლას.

 

 

скачать dle 11.3