რა მოხდა ამ დღეს
22 ივლისი
1796 – დაარსდა ქალაქი კლივლენდი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1898 – სოფელ შუშენსკოეში შედგა ვლადიმირ ლენინისა და ნადეჟდა კრუპსკაიას ქორწილი.
1918 – იუტაში (ამერიკის შეერთებული შტატები) ელვამ ამოწყვიტა მთელი ცხვრის ფარა (504 ცხვარი).
1960 – საფრანგეთი გახდა ბირთვული იარაღის მფლობელი.
23 ივლისი
1952 – ეგვიპტეში დაემხო მეფის ხელისუფლება. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ჰამალ აბდელ ნასერი.
1988 – შედგა თვითმფრინავ „მიგ-29-ის“ პირველი ფრენა.
24 ივლისი
1783 – გეორგიევკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოსა და რუსეთს შორის.
1847 – მორმონების სექტა დამკვიდრდა სოლტ-ლეიქ-სიტიში (ამერიკის შეერთებული შტატები, იუტა).
1917 – მატა ჰარი წარდგა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე.
25 ივლისი
1535 – ესპანელებმა ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დააარსეს ეკვადორის პირველი საზღვაო-სამდინარო პორტი.
1662 – მოხდა ცნობილი „სპილენძის ბუნტი“ მოსკოვში.
1772 – ბელორუსია შეუერთდა რუსეთს.
1909 – თვითმფრინავით პირველმა გადაუფრინა ლა-მანშს ფრანგმა ლუი ბლერიომ (37 წუთში).
1943 – იტალიის მეფემ, ვიქტორ-ემანუილ მესამემ, პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლა და დააპატიმრა ბენიტო მუსოლინი.
1965 – ნიუ-იორკში, ფოლკ-ფესტივალზე, პირველად ელექტროგიტარით გამოვიდა ბობ დილანი. მაყურებელმა ვერ მიიღო მისი შემოქმედებითი ძიება და დილანი სტვენით გააგდო სცენიდან.
1967 – გაზეთ „თაიმსში“ გამოქვეყნდა ბრიტანელი როკ-მუსიკოსების მიმართვა მთავრობისადმი მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით. მიმართვაზე „ბითლზის“ ყველა წევრის ხელმოწერა იყო.
26 ივლისი
1788 – ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ავსტრალიაში დააარსეს ქალაქი სიდნეი.
1947 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ, რის მიხედვითაც შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო, ნაციონალური უშიშროების საბჭო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (FBI) და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი.
1956 – ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ნასერმა გამოაცხადა სუეცის არხის ნაციონალიზაცია, რასაც მოჰყვა საერთაშორისო კრიზისი და გადაიზარდა ეგვიპტის წინააღმდეგ ომში.
1968 – 10 წლის ჯექსონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს გრამჩანაწერების ფირმა „Motown records-თან“.
27 ივლისი
1147 – დაარსდა მოსკოვი.
1919 – შედგა მსოფლიოში პირველი სამგზავრო თვითმფრინავის – „კომეტის“ საცდელი გაფრენა (ბრიტანეთი).
1996 – ატლანტის ოლიმპიურ პარკში, ზახულის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, აფეთქდა ბომბი. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 100-მდე ადამიანი.
28 ივლისი
2348 ჩვენს წელთაღრიცხვამდე – ნოემ პირველად გააღო კიდობანი და გაუშვა მტრედი ხმელეთის აღმოსაჩენად.
1586 – სერ თომას ჰერიოტმა ევროპაში ჩამოიტანა კარტოფილი.
1794 – გილიოტინაზე, მღელვარე ბრბოს თვალწინ, სიკვდილით დასაჯეს რობესპიერი, სენ-ჟუსტი და მათი 20 მიმდევარი. თერმიდორელების გადატრიალებით დამთავრდა იაკობინელთა დიქტატურა.
1896 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ქალაქი მაიამი.
1900 – ლუი ლესინგმა გამოიგონა ჰამბურგერი.
1914 – ავსტრია-უნგრეთმა სერბიას გამოუცხადა ომი, რაც მსოფლიო ომში გადაიზარდა.
1945 – ბომბდამშენი „ბ-25“ შეეჯახა ემპაილ სტრიტ ბილდინგის 79-ე სართულს. დაიღუბა 14 ადამიანი.
1976 – მიწისძვრა ტანშენში. ჩინეთის ეს სამრეწველო ცენტრი მთლიანად დაინგრა, დაიღუპა 650 ათასი ადამიანი, 780 ათასი კი დაშავდა.