კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუცვლელი არ არსებობს

იმისათვის, რომ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში გაიმარჯვოთ, უნდა იცოდეთ, როგორ აუაროთ გვერდი ცხიმის ხაფანგებს.

იმის ნაცვლად, რომ ფანატიკურად ითვალოთ კალორიები, შეეცადეთ, ისინი სწორად შერჩეული პროდუქტებით შეამციროთ. ეს არც ისე ძნელია.

მაგალითად: მაიონეზი ჩაანაცვლეთ მდოგვით; დალიეთ უცხიმო რძე; სალათები შეაზავეთ არა მაიონეზით ან ზეთით, არამედ ძმრითა და მწვანილით; არაჟნის ნაცვლად მიირთვით იოგურტი; ყავა შეცვალეთ ფრეშით; ღორის ხორცის ნაცვლად კერძისთვის გამოიყენეთ ხბოს ან ინდაურის ხორცი; შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით, პური – „ხლებცის“ ფირფიტებით; თუ ნაყინი მოგენატრათ, მიირთვით სორბეტი (ხილის გაყინული წვენი); შემწვარი კარტოფილის ნაცვლად – გამომცხვარი კარტოფილი.

შედარებისთვის შემოგთავაზებთ სხვა მაგალითებსაც:

* შოკოლადის „ბატონი“ ძალიან კალორიულია, აი, შოკოლადის სუფლე კი მხოლოდ 3 გრამ ცხიმს შეიცავს.

* ბურგერი ცეხვილი პურით, მჭლე ლორით, პომიდვრითა და სალათის ფოთლებით, 70 პროცენტით ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ერთი ნაჭერი თეთრი პურითა და 2 ნაჭერი ძეხვი „სალიამით“ მომზადებული ბუტერბროდი.

* სარდელსა და სოსისს საქონლის ხორცით, პომიდვრითა და სალათის ფოთლით მომზადებული ჰამბურგერი გერჩივნოთ.

* 100 გრამი მარილიანი ჩხირები სულ რაღაც 0,5 გრამ ცხიმს შეიცავს, ამდენივე მოხალული (მარილიანი) მიწის თხილი კი – 50 გრამს.

* თუ თაფლიან და ჩირიან „მიუსლის“ დილის საუზმეზე მიირთმევთ, სადილამდე უზრუნველყოფილი იქნებით ენერგიით, 1 ჩაის ჭიქა სიმინდის ფანტელები კი შაქრის დღის ნორმას შეგივსებთ.

თუ კვებას ამ კუთხით მიუდგებით, თქვენი რაციონი გემრიელი და მრავალფეროვანი იქნება, ამასთან, აღარც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და არც არითმეტიკაში ვარჯიში მოგიწევთ კალორიებით თვლასთან დაკავშირებით.

скачать dle 11.3