საზაფხულო წვნიანი
საჭირო ინგრედიენტები: 1 ლიტრი კეფირი, 1 კონა კამა, 3 ცალი კიტრი, ნიგვზის 6 ცალი ლებანი, 3 სადილის კოვზი ზეთი, 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა, 5 კბილი ნიორი, 0,5 ლიტრი წყალი, მოხარშული ქათმის ფილე, მარილი და ქინძი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კიტრი გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ნიგოზი დაფქვით. ნიორი დანაყეთ, მწვანილი კი წვრილად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაყარეთ პაპრიკა და რამდენჯერმე ამოურიეთ. ქვაბში ჩაასხით კეფირი და წყალი, დაუმატეთ გახეხილი კიტრი, ნიორი, ნიგოზი, ზეთში მოშუშული პაპრიკა, მარილი და ამოურიეთ. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი კამა, ქინძი და ჩააწყვეთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული ფილე.