კვერცხის სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 1 კონა მწვანე ხახვი, 1 თავი წითელი ხახვი, 4 კვერცხი, 2 ცალი ბოლოკი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, სალათის ფოთლები, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი.
მომზადების წესი: ზეთი, ლიმონის წვენი და მდოგვი ერთმანეთში აურიეთ. ბოსტნეული გარეცხეთ და შეაშრეთ. ხახვი ალყა-ალყა დაჭერით, ბოლოკი – თხელ, მრგვალ ნაჭრებად. სალათის ფოთლები მსხვილად დააქუცმაცეთ ხელით. მაგრად მოხარშული კვერცხი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ ჯამში და კარგად ამოურიეთ.