კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის არ კმარა დედამიწაზე ერთი სიცოცხლე და გადადის თუ არა ნიჭი მშობლებიდან შვილებზე

ბევრი ადამიანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და, ხშირად, ისეთ ზებუნებრივ ნიჭიერებას ავლენს, გარშემო მყოფებს აოცებს. მაგალითად, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც უცხო ენების შესწავლას უმცირეს დროში ახერხებენ, რამდენიმე ენაზე გამართულად საუბრობენ და, ამავდროულად, გამოირჩევიან კარგი მუსიკალურობით, ანუ, ნოტების ერთი წაკითხვით შეუძლიათ დიდი ნაწარმოების შესწავლა და დაკვრა. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ელზა ამბობს, ეს გენეტიკასთან ერთად, სულის რეინკარნაციის „ბრალიცაა.“ ხოლო, თუ როგორ ხდება სულის სხეულში განმეორებითი ჩასახვა და როდის ვლინდება ზებუნებრივი ნიჭიერება ადამიანებში, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ელზა: ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან ნიჭიერებით. მაგალითად, ზოგი ისეთ მათემატიკურ ნიჭს ავლენს და ისე შეუძლია, ზეპირად გადაამრავლოს ან გაყოს შვიდნიშნა ციფრი, შოკირებული რჩები. საყოველთაო მოსაზრებაა, რომ ნიჭიერება გენეტიკურად გადადის წინაპრიდან შთამომავალზე. თუმცა, ეს მხოლოდ გენეტიკის ბრალი არ არის, ამაში რეინკარნაციის უდიდესი წვლილიც დევს. 

– ეს როგორ გავიგოთ?

– ეს რთულად გასაგები სულაც არ არის. მაგალითად, თუ თქვენ წინა ცხოვრებაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით ან მათემატიკაში განსწავლული ბრძანდებოდით, სხეულში სულის განმეორებით ჩასახვისას, ის ნიჭი თქვენზე გადმოვა და, რაც მეტად გაიღრმავებთ ცოდნას, მით მეტად გამოავლენთ ზებუნებრივ ნიჭს. დღეს ბევრს აინტერესებს პასუხი კითხვებზე: გადადის თუ არა ნიჭი მშობლებიდან შვილებზე, ანუ, არის თუ არა ის გენეტიკური. ამ კითხვებით ბევრი მომმართავს, ხშირ შემთხვევაში კი ის ადამიანები, ვისაც გარკვეული მიდრეკილება და ნიჭი აქვთ. უნდა გითხრათ, რომ ეს წინაპრების გენეტიკასთან ყოველთვის არ არის კავშირში. ამას წინათ ერთმა ადამიანმა მომმართა და მითხრა, რომ, თურმე, დაკვრის ნიჭი აღმოაჩნდა 49 წლის ასაკში, არადა, მანამდე არანაირად არ გამოირჩეოდა მუსიკალურობით, ის კი არა, სკოლაშიც, სიმღერის გაკვეთილზე, ელემენტარულ წაღიღინებასაც ვერ ახერხებდა, მისი სმენის პატრონი. გადავწყვიტე, გადამემოწმებინა მისი ნათქვამი: დავსვი ინსტრუმენტთან, თვალით წავაკითხე ნოტები და ვთხოვე, დაეკრა. ერთი გადახედა და მაშინვე დაიწყო დაკვრა. გაოცებული დავრჩი. დავინტერესდი, იყო თუ არა ვინმე მისი წინაპრებიდან მსგავსი ნიჭით დაჯილდოებული. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ნიჭით ნამდვილად არავინ ყოფილა გამორჩეული: მამა მძღოლი ჰყავდა, დედა –  ქართულის პედაგოგი, ბებია-ბაბუები კი სოფელში უბრალო გლეხები იყვნენ, ანუ, მუსიკასთან შეხება არც ერთს არ ჰქონია. თავად ის უკვირდა, აქამდე ელემენტარულ წაღიღინებას ვერ ვახერხებდი, ახლა კი სულ მინდა, ინსტრუმენტთან ვიჯდე, ვუკრავდე და ვმღეროდეო. მოკლედ, როგორც გაირკვა, ამ კონკრეტულ ადამიანს მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად კი არ დაჰყვა, არამედ, რეინკარნაციულად.

– თავად სად შეისწავლეთ მსგავსი ეზოთერიკული ცოდნა და როდის დაინტერესდით რეინკარნაციით?

– პროფესიით არქეოლოგი ვარ და წლების წინ აღმოსავლურ ქვეყნებში მომიწია გარკვეული ხნით მოგზაურობა. ამგვარი საკითხების შესახებ ეზოთერიკული ხედვა სწორედ იქ ყოფნის დროს ჩამომიყალიბდა. აღმოსავლური ეზოთერიკის მიხედვით, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველია. თუ განსაკუთრებულ ნიჭს ავლენთ მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათემატიკაში, სპორტში და ასე შემდეგ, ესე იგი, თქვენმა სულმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებაში დააგროვა და აითვისა. თუ უცხო ენების ათვისება გიადვილდებათ და ერთდროულად რამდენიმე ენას ეუფლებით, სავარაუდოდ, თქვენ კი არ სწავლობთ, უბრალოდ, ამ ცხოვრებაში აღიდგენთ და იხსენებთ იმ ენას, რომელზეც წარსულში, ანუ, სხვა ცხოვრებაში ლაპარაკობდით, როცა თქვენი სული სხვა ადამიანის სხეულში იყო. 

– ესე იგი, ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე მოდის და ივსება გამოცდილებითა და ცოდნით?

– დიახ, სწორედ ასეა. ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე ახერხებს დაბრუნებას და სხვადასხვა სხეულში ჩასახლებული განაგრძობს სიცოცხლეს. სულსა და ხორცს შორის ბრძოლა დედამიწაზე მიმდინარეობს. მიწიერი ცდუნებების დათრგუნვისა და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ჩვენი სული, ამისთვის კი ერთი სიცოცხლე არ კმარა. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება, ის რამდენიმე სხეულს იცვლის და, თითოეულ სხეულში ჩასახლებული, უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს, ემატება იმის გაცნობიერების უნარი, ვინ არის კეთილად განწყობილი მის მიმართ და ვინ – პირიქით, ბოროტად. 

– ეს ადამიანის ინტუიციაზეც აისახება?

– რასაკვირველია. ადამიანების დიდი ნაწილი განსაკუთრებული, გამძაფრებული ინტუიციით გამოირჩევა; ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ეს ყოველივე კი წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთანაა კავშირში. სხვათა შორის, ნიჭიერებას თავისი დოზა აქვს. თუ სული მეოთხედ მოხვდა დედამიწაზე, კონკრეტული ადამიანის სხეულში და ის პირველი სიცოცხლის დროს მხატვარი იყო, მეორედ დაბრუნებისას – მუსიკოსი, მესამედ კი – მწერალი, რა გასაკვირია, თუ ეს სამივე ნიჭი ერთ ადამიანში მოიყრის თავს?! ეს ბუნებრივია და ასეთი უამრავი ადამიანი არსებობს ჩვენ გვერდით. უბრალოდ, დროა საჭირო, რომ ეს ნიჭიერება გამოვლინდეს, რაც, შესაძლოა, წლების შემდეგ მოხდეს. მათმა სულმა რამდენიმე სფეროში დააგროვა გამოცდილება წარსულ ცხოვრებაში და ახლა ამ გამოცდილებას მორიგ სხეულში „აფრქვევს”. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი შვილი კარგად მღერის, უკრავს, ლექსებსაც წერს და თან ხატავს ან სხვა ნიჭითაც გამოირჩევა. მისი ეს მდგომარეობა სულის რეინკარნაციის „ბრალია“ – მასში ყველა ნიჭი ერთდროულად იყრის თავს. ბევრი მშობელი უშლის ხოლმე შვილს, ნუ მიედ-მოედები ყველაფერს, ერთი დარგი აირჩიე და მას მიჰყევიო. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან, შესაძლოა, თქვენს შვილს რეინკარნაციულად დაჰყვა რამდენიმე სფეროში ნიჭიერება და მისი ჩახშობა, უბრალოდ, წყლის ნაყვაა – წლების შემდგომ ის მაინც გამოვლინდება. ამიტომ, ჯობია, ხელი შეუწყოთ და მიეხმაროთ მის ნიჭს, უფრო დაიხვეწოს, მიიღოს გამოცდილება და ამით წინ წაიწიოს ცხოვრებაში.

 

скачать dle 11.3