კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის აუცილებელი რძის დალევა და ხაჭოსა და მაწვნის ჭამა

როდის არის აუცილებელი რძის დალევა და ხაჭოსა და მაწვნის ჭამა

 არსებობს კვების პროდუქტები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული დამცავი თვისებები აქვს.

ასეთია კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის შემცველი პროდუქტები.

კვლევებით დადგინდა, რომ ეს ქიმიური ელემენტები კონკურენციას უწევს მძიმე ლითონებს. მაგალითად, თუ იყენებთ რძის ბევრ პროდუქტს, რომელიც მდიდარია კალციუმით, ორგანიზმზე ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედება მკვეთრად ქვეითდება. არახელსაყრელი მეტეოპირობების დროს აუცილებლად უნდა სვათ რძე და ჭამოთ დიდი რაოდენობით ხაჭო, ყველი, ნადუღი, მაწონი და სხვა.

რძისა და რძის პროდუქტების გარდა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ასევე, დიდი რაოდენობით ბოსტნეულის, ხილისა და მარცვლეული პროდუქტების მიღებაც, მათში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი, რომელზეც მძიმე ლითონები ილექება და გამოიდევნება ორგანიზმიდან ისე, რომ ვერ ასწრებს შეწოვას.

 

გაიაქტიურეთ ტვინის მუშაობა და აიმაღლეთ ტონუსი სამკურნალო ნაყენებით

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევეს მოგანიჭებთ, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.

* კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით დაახლოებით 5-6 საათით ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის  შემდეგ დალიეთ.

* მოცვის ნაყენი: 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა, ასევე, კარგია ნიკრისის ქარის დროს. 

* დამამშვიდებელი ნაყენი: 4 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, 4 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის ძირები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 სადილის კოვზი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ.

* გვირილის მკვებავი ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ნაღები – გემოვნებით. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ერთგვარი მკვებავია, ასევე უხდება ნაწლავებს და აწესრიგებს ძილს. 

* ასკილისა და შავი მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ ერთი საათით თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია  გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.

* ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი: გაატარეთ ქიშმიში ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით მდუღარე წყალი. ადუღეთ 10 წუთი და მიღებულ ნახარშს დაუმატეთ იმდენივე ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, რადგან ქიშმიშიც და ასკილიც გულის კუნთს ამაგრებს. 

* ასკილისა და ცირცელის ნაყენი: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.

* ავიტამინოზის დროს კი: აიღეთ 3-3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ასკილი. დანაყეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად აურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით სამი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტით.

ასე რომ, ახლა სწორედ ის პერიოდი დგას, როცა შეგიძლიათ, თავად დაეხმაროთ ორგანიზმს: სვათ სამკურნალო ნაყენები და ამით აიმაღლოთ ტონუსი, გაიუმჯობესოთ ტვინის მუშაობა.

 

როგორ დავიამოთ სახსრების ტკივილი

გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, შეგიძლიათ, სახსრების ტკივილს ხალხური მედიცინის საშუალებებითაც ებრძოლოთ.

ართრიტის გამწვავებისას დაგეხმარებათ ნიორი. ტკივილს იგრძნობთ თუ არა, აიღეთ ერთი თავი ნიორი, გახეხეთ წვრილ სახეხზე და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ ათი წვეთი დღეში ოთხჯერ, დააყოლეთ თბილი რძე. ღამით კი, მტკივან სახსრებზე ნივრის წვენით გაჟღენთილი დოლბანდის საფენი შემოიხვიეთ. შეგიძლიათ, კანი წინასწარ ცხიმიანი კრემით დაიმუშაოთ, რომ ნიორმა არ დაგწვათ, ან ალერგია არ გამოიწვიოს.

სახსრების ტკივილის დროს სამკურნალო ეფექტი გაიზრდება, თუ კანიანად მოხარშული კარტოფილის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე და ძილის წინ. მოხარშეთ საშუალო ზომის ორი ცალი კარტოფილი და მისი ნახარში გამოიყენეთ.

ხშირად სახსრების ტკივილს მარილების დაგროვება იწვევს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სახსრების გამწმენდ პროცედურას ჩაიტარებთ სწორედ ზაფხულში: 

*10 გრამ დაფნის ფოთოლს დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი. ოცი წუთი გააჩერეთ. ნაყენი, დაფნის ფოთლებთან ერთად თერმოსში ჩაასხით, შეავსეთ მდუღარე წყლით და დადგით ოთხი-ხუთი საათით. შემდეგ გაწურეთ და დღეში 1 ჭიქა, ყლუპ-ყლუპით დალიეთ, 2 ან 3 დღის განმავლობაში.

 

როგორ ვუმკურნალოთ ჭინჭრის ციებას შინაურ პირობებში

ჭინჭრის ციება ალერგიული დაავადებაა და ის მოულოდნელად ჩნდება. მას განსაკუთრებით იწვევს ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორებიცაა: მცენარეები, მწერების ნაკბენი, მზის სხივები, ოფლიანობა და ასე შემდეგ. დაავადება წააგავს ჭინჭრით დასუსხულს. კანზე ჩნდება წითელი ლაქები და ბებერები. ასეთივე რეაქციას იწვევს ზოგიერთი წამალი, ასევე, კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, სოკო, თევზი. ზოგ შემთხვევაში გამონაყარი ჩნდება ყელში და იწვევს ხუთვასა და ხველას. გამონაყარი სწრაფად იცვლის ფერს და რამდენიმე საათში ქრება. მაგრამ, თუ ნივთიერებათა ცვლა გაქვთ დარღვეული ან თირკმელები გაწუხებთ, გამონაყარი დიდხანს გაგრძელდება.

ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ მიიღეთ ნერვული სისტემის დამამშვიდებელი წამლებიც. აუცილებელია, აგრეთვე, კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. ჭამეთ მცენარეული საკვები, არ მიირთვათ ცხიმიანი, მწარე და ცხარე კერძები.

ჭინჭრის ციების დროს ფიტოთერაპია დაგეხმარებათ:

* 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნიახურის ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 3 საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

* გახეხეთ ნიახურის ფესვები, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

* 1 სადილის კოვზ გამხმარ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ ნახევარი საათით, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ.

* კატაბალახას 15 წვეთი და კუნელის 20 წვეთი ნაყენი აურიეთ ერთმანეთში, გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ ძილის წინ.

კანის ძლიერი ქავილის დროს ტანი გაიწმინდეთ კალენდულას ნაყენის, არყისა და სოდიანი წყლის ნარევით. 1 ჩაის ჭიქა კალენდულას ნაყენს დაამატეთ ამავე რაოდენობის არაყი და სოდის ხსნარი.

ასევე, აბაზანაში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ დაახლოებით 400 გრამი საჭმლის სოდა და ჩაწექით მასში დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ ტანი გაიმშრალეთ და წაისვით ძმრიანი წყალი.

გაიძლიერეთ იმუნური სისტემა ალოეს ფოთლების წვენით

ალოეს ფოთლების წვენი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე და აძლიერებს მას.

მავნე მიკროორგანიზმების შემოტევისგან ორგანიზმის პირველი დამცავი ბარიერი  კანია. ალოეს წვენის მეშვეობით, ის იგერიებს ისეთ აგრესორებსა და მათ თავდასხმას, როგორებიცაა: ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები. ამიტომ, ალოეს ექსტრაქტი ბევრ ანტისეპტიკურ მალამოში გამოიყენება.

ალოეს წვენი ხელს უწყობს ენზიმების წარმოქმნას, რაც, თავის მხრივ, იმუნურ სისტემაში ანტიგენების „დამზადების” საფუძველია. მათი მეშვეობით ძლიერდება ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტი. ყველა მავნე ბაქტერია, რომელიც კანის პირველ ბარიერს გადალახავს, შიგნით ნადგურდება. აქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ალოეს წვენი და გვიცავს ბევრი დაავადებისგან, არის აცემანანია, რომელიც განსაკუთრებული სახის საქარიდია და იმუნურ სისტემას აძლიერებს. ალოეს წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინსა და რკინას. დილით, ჭამის შემდეგ მიღებული ნახევარი ჩაის კოვზი ალოეს წვენი ენერგიასა და დამატებით ძალას მოგანიჭებთ. ასევე, დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე.

ვისაც სურს ორგანიზმის დამცველი ძალის მობილიზება, ალოეს წვენით უნდა იმკურნალოს არაუმეტეს ერთი კვირისა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები კი, ალოეს წვენის მიღებას უნდა მოერიდონ.

 

ჭამეთ ბევრი სეზონური ხილი

ზაფხულში გაქვთ შანსი, ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის სეზონური ხილი ნამდვილი მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ.

სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის და არა ლითონის სახეხზე. რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი – C ვიტამინს. თუ წვენსაწური გაქვთ, კურკიან ხილს ნუ ჩაყრით. ფოთლოვანი ბოსტნეული კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შემდეგ გაწურეთ.

ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე, ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით, ოღონდ, ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს და მერე გადაყლაპეთ – ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.

არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული წვენს დაუმატოთ შაქარი.

скачать dle 11.3