კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: 20  წლის ბიჭს, ხშირად, განსაკუთრებით – სიცივეში ან ნასვამზე, უწითლდება ცხვირი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი:  მიზეზია სისხლის მიმოქცევის თავისებურება. პაციენტი უნდა მოერიდოს ამ ფაქტორების ზემოქმედებას.

კითხვა: რისთვის გამოიყენება „მარგანცოვკა“ და აქვს თუ არა მას უკუჩვენება?

პასუხი: მაგნიუმის პერმანგანატი გარეგანად გამოსაყენებელი ასეპტიური თვისებების ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება როგორც სადეზინფექციო საშუალება. საჭიროა დოზირების დაცვა, რათა არ მოხდეს დოზის გადაჭარბებით გამოწვეული მოწამვლა და კანის ადგილობრივი დაზიანება.

კითხვა: ვარ 23 წლის. ყოველ დილით ვიღვიძებ დასიებული ხელებით, თან, მტკივა. მუდმივად მაქვს დაღლილობის შეგრძნება, განსაკუთრებით – დილით. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ან რომელ ექიმს უნდა მივმართო?

პასუხი:  თავდაპირველად მიმართეთ თერაპევტს ან ოჯახის ექიმს. დიდია ალბათობა, რომ ჩივილების მიზეზი ხერხემლის პათოლოგია იყოს. რაც შეეხება მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას, უნდა გამოირიცხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.

კითხვა: შეიძლება თუ არა  მკერდის აკვრის გარეშე რძის გაშრობა ისე, რომ მკერდი ძალიან არ დაპატარავდეს? როგორ მოვიქცე?

პასუხი: არსებობს სპეციალური ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც უზრუნველყოფს რძის გაშრობას, მაგრამ, მათი თვითნებური მიღება არ შეიძლება. უნდა მიმართოთ გინეკოლოგს ან მამოლოგს.

კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭიპიდან სითხის დენა და ვის უნდა მივმართო?

პასუხი:  ამ ჩივილის მიზეზია ომფალიტი – ჭიპთან არსებული სადინრის ანთება. გამონადენის არსებობისას, ჭიპი უნდა დამუშავდეს ისე, როგორც ბავშვის ჭიპს ამუშავებენ: ჭიპს უნდა დააწვეთოთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი, შემდეგ მსუბუქი შეხებით გაწმინდოთ სპირტიანი ბამბით და ბოლოს ბრილიანტის მწვანით დაამუშავოთ.

კითხვა: მაქვს B და C ჰეპატიტი დაწყებით სტადიაში. ასევე, მაქვს უმადობა და ამის გამო მინდა მივიღო ვიტამინების კომპლექსი. ხომ არ ავნებს ღვიძლს ვიტამინების მიღება?

პასუხი:  ვიტამინები ღვიძლს არ ავნებს.

კითხვა: მყავს 3 თვის ბავშვი. მეორე აცრის დროს იყო ავად და დროულად ვერ ავცერით. რამდენხნიანი შუალედებია პირველ, მეორე და მესამე აცრებს შორის დასაშვები? ასევე, გავიგე, რომ ძლიერი სიცხის დროს არ არის კარგი აცრა. იქნებ, ჯობია, ზაფხულში საერთოდ აღარ ავცრა?

პასუხი: აცრის გადადება ხდება ბავშვის გამოჯანმრთელებამდე. აცრათა შორის შუალედი, რომელსაც დაგინიშნავთ პედიატრი, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ზაფხული და, ზოგადად, სეზონი, არ არის აცრის უკუჩვენება.

 

скачать dle 11.3