კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახადა ელისო ჩაფიძე პრინცესა და რა სიურპრიზი მოუწყო მან ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ქორწილში

 პარლამენტარი ელისო ჩაფიძე პრემიერ-მინისტრმა სასურველ საპატარძლოდ „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს „გამოაცხადა”. ელისო ჩაფიძემ ეს სტატუსი რეკორდულად მცირე დროში „მოიხსნა” – გასულ შაბათს  ქუთაისში მისი და დავით მიქაბერიძის ქორწილი შედგა. ქუთაისი ელისო ჩაფიძისთვის სიყვარულისა და ბედნიერების ქალაქად იქცა – მომავალი მეუღლე, ბიზნესმენი დავით მიქაბერიძე, მან სწორედ იქ გაიცნო.  როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, ამის შესახებ თავად ბედნიერი პატარძლისგან შეიტყობთ, რომელსაც „თბილისელები” ჯვრისწერის წინა დღეს  დაუკავშირდა.       

 

– ელისო, გაბედნიერებას გილოცავთ. როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ჩვენი სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მე და დათომ ერთმანეთი სამი  თვის წინ გავიცანით  ქუთაისში, მამუკა ჩარკვიანის კონცერტზე. მამუკა და დათო  დეიდაშვილები არიან. სხვათა შორის, დათოც შესანიშნავად მღერის. მოვლენები სწრაფად განვითარდა, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. გვქონდა  ლამაზი რომანტიკული დღეები.  დათო ყველა შეხვედრას დღესასწაულად აქცევდა – ჩვენ  დავდიოდით  ტაძრებში,  ლამაზ ადგილებში, ბევრს  ვსაუბრობდით ჩვენთვის საინტერესო თემებზე. მალე აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს.  დათო არაჩვეულებრივი ადამიანია, ადრე რომ შევხვედროდი, უფრო ადრეც კი მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. მე ცოტა ხნით პარიზში მომიწია წასვლა და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა მოვლენების განვითარებაში – იქ აღმოვაჩინე, რომ დათოს გარეშე ცხოვრება მიჭირდა. დღეში, ალბათ, ათჯერ ვურეკავდით ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი   ოფიციალური  შეხვედრები გვქონდა, მე მთლიანად აქ, საქართველოში ვიყავი „დარჩენილი”. როცა ჩამოვედი, მალევე გადავწყვიტეთ დაქორწინება, მაგრამ,  ველოდებოდი  ჩემს კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას.  დათოს  თავისი საქმეები ჰქონდა თბილისში, მე კი ქუთაისში უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, ამის გამო ძალიან ვღელავდი,   თინა ხიდაშელს ვუყვებოდი ჩემს ამბავს და უცებ ვუთხარი: სწრაფად დამთავრდეს ეს სხდომა, დათოს ველოდები-მეთქი. თინას ეგონა, რომ დათო უსუფაშვილის ბათუმიდან ჩამოსვლას ველოდებოდი და თქვა, ჯერ ვერ ჩამოვაო. მე ვუთხარი: მე ჩემს დათოს ველოდები და არა პარლამენტის თავმჯდომარეს- მეთქი (იცინის). მოკლედ, იმ დღეს, როდესაც ვეტო დავძლიეთ, დათო ჩამოვიდა ქუთაისში და იმ საღამოს ოფიციალურად გავყევი ცოლად. 

– ანუ, ქორწინება ოფიციალური ეტიკეტების სრული დაცვით მოხდა?

– დიახ. ჩემგან განსხვავებით, დათო ძალიან ტრადიციული  ადამიანია. ჩემთან დაკავშირებით  ყველა ნაბიჯს დგამდა ძალიან გააზრებულად. ტრადიციების დაცვით გაიცნო ჩემი ოჯახი – დედა, ძმა, და, სიძე. თვითონაც ძალიან მალე, მეორე თუ მესამე შეხვედრაზე გამაცნო თავისი საახლობლო წრე. არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ ურთიერთობაში გაუცხოება ყოფილიყო, პირიქით, ძალიან მალე დავუახლოვდით  ერთმანეთს. 

– დათო რას საქმიანობს?

– დათოს თბილისში აქვს თავისი კერძო ბიზნესი, მთელი ცხოვრება ამ საქმეშია ჩართული. ბევრი სხვადასხვა სახეობის ბიზნესია გაერთიანებული, რომელთა უმეტესობა მომსახურების სფეროს უკავშირდება.  

– დათოსთვის, ისევე, როგორც შენთვის, ეს პირველი ქორწინებაა?

– არა, დათოსთვის არაა პირველი ქორწინება, ის დიდი ხნის წინ არის გაშორებული მეუღლესთან.  

– რატომ გადაწყვიტეთ საქორწინო ცერემონიალისა და ჯვრისწერის ქუთაისში ჩატარება?  

– დათო ქუთაისშია დაბადებული და გაზრდილი, სკოლაც აქ დაამთავრა და ძალიან უყვარს აქაურობა. ამას გარდა, ერთმანეთი ამ ქალაქში გავიცანით,  ეს ჩვენი ბედნიერებისა და სიყვარულის  ქალაქია და ამიტომაც გადავწყვიტეთ, საქორწინო ცერემონიალი ქუთაისში გვქონოდა.  ჯვარს დავიწერთ გელათში, მამა იოსებთან. ხელისმომკიდეები გვყავს ძალიან ახლო სამეგობრო წრიდან. დათოს  ხელისმომკიდეები არიან  მისი ბავშვობის მეგობრები, მათ  დიდი როლი ითამაშეს ჩვენს ურთიერთობაში და ძალიან  გვგულშემატკივრობდნენ. ჩემი ხელისმომკიდეები არიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ტყიბულიდან, რომლებიც გვერდში მედგნენ საარჩევნო კამპანიის დროს.  ქორწილი გვექნება რესტორან „ბაგრატში”, სადაც იქნებიან ჩვენი ახლო მეგობრები, მათ შორის მეგობრები პოლიტიკური გუნდიდან. 

– ბიძინა ივანიშვილი დაესწრება თქვენს ქორწილს?  მან  სასურველ საპატარძლოდ  ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გამოგაცხადა.  

– რა თქმა უნდა, იქნება. არათუ იქნება,  გადაწყვეტილი მაქვს, მას ექსპრომტად ვთხოვო თამადობა, მან თავად ჯერ არ იცის ამის შესახებ.  

– პრემიერს  ქორწილამდე გააცანით მომავალი მეუღლე?

– დიახ, ბატონ ბიძინას ჩემს ცხოვრებაში ისეთი წვლილი მიუძღვის, რომ, სხვაგვარად როგორ იქნებოდა. მან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.  ურეკში გავაცანი დათო, ჯვრისწერამდე ერთი კვირით ადრე. ბატონი ბიძინა ძალიან აღფრთოვანებული იყო, მითხრა კიდეც: სხვანაირ მამაკაცს შენ გვერდით ვერც წარმოვიდგენდიო. 

– რომ არ მოსწონებოდა სიძე, პრემიერის ნებას დამორჩილდებოდი?

– დარწმუნებული ვიყავი, რომ  ბატონი ბიძინა ჩემს არჩევანს პატივს სცემდა. 

– ვინ იზრუნებს საქორწინო კაბაზე?

–  ქორწილში მეცმევა „მარიონელას” ძალიან ლამაზი თეთრი კაბა. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ კომპანიას ძალიან კომფორტული მომსახურებისთვის. საქორწინო საჩუქარი მეც გავუკეთე ჩემს მეუღლეს – ძალიან ლამაზი სათვალეც ვაჩუქე დათოს, რომელსაც ძალიან უფრთხილდება და ხელიდან არ უშვებს, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთს – საკუთარი თავი მივუძღვენით. ხვალიდან მე აღარ ვიქნები ელისო ჩაფიძე, ვიქნები ელისო მიქაბერიძე.

– გვარს მეუღლის თხოვნით იცვლი?

– დიახ, დათომ მთხოვა თავის გვარზე გადასვლა  და ჩემმა მოძღვარმაც მითხრა, რომ ქმარს უნდა დავემორჩილო. ამიერიდან უნდა გავითვალისწინო ყველაფერი, რასაც დათო შემომთავაზებს, მისთვის არათუ გვარს შევიცვლიდი, ძალიან ბევრს რამეს გავაკეთებდი. ეს არის ის სიყვარული, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს. მე ამ დღეებში ვარ დედოფალიც, პრინცესაც, პატარძალიც, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი,  ყველაზე ბედნიერი ადამიანი მთელ მსოფლიოში.          

– თაფლობის თვეს სად გაატარებთ?

– რამდენიმე დღე ქობულეთში წავალთ, სესიების გამო  ქალაქიდან გასვლას ჯერ ვერ მოვახერხებ. ცოტა მოგვიანებით კი ერთად წავალთ იტალიაში, რადგან, არც ერთი არ ვართ იქ ნამყოფი და ორივე ერთად ავიხდენთ ამ ოცნებას.

ჟურნალი „თბილისელები” ელისო ჩაფიძეს და დავით მიქაბერიძეს   ულოცავს გაბედნიერებას. გამრავლებას, სიყვარულითა და  ბედნიერებით სავსე მომავალს ვუსურვებთ ახალშეუღლებულებს!   

 

скачать dle 11.3