კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი მამა-შვილმა და ვის ეძებენ რუსეთიდან საქართველოში

24 წლის დარია ზურაბის ასული ანდიაშვილი ეძებს 48 წლის ზურაბ ანდიაშვილს.

ისტორია: ვეძებ მამას, 48 წლის ზურაბ ანდიაშვილს. მამაჩემის შესახებ ინფორმაცია 1991 წლის შემდეგ არ მაქვს. როგორც ვიცი, ის რუსეთიდან საქართველოში, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში უნდა წასულიყო. ძალიან მინდა მისი მოძებნა. თქვენი დიდი იმედი მაქვს. გიგზავნით მამის ფოტოს. გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: დარია ანდიაშვილი „ჟდი მენიას“ საიტიდან დამიკავშირდა და მამის მოძებნაში დახმარება მთხოვა. თავად ის რუსეთში, ქალაქ იაროსლავლში ცხოვრობს და რუბრიკა „დაკარგულების“ დიდი იმედი აქვს.

– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი?

– მამაჩემის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, რადგან, მე წლინახევრის ვიყავი, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდა. დედაჩემის თქმით, მან დედამისი (ანუ ბებიაჩემი) წაიყვანა თავის სამშობლოში, კერძოდ, საქართველოში, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში (სოფლის სახელში დარწმუნებული არ ვარ, შესაძლოა, მას ცოტა სხვაგვარად ჰქვია). მას შემდეგ ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით. უკვე 22 წელია გასული, მაგრამ, მისი მოძებნა მაინც ძალიან მინდა. მაქვს ზურაბის ფოტოც, რომელსაც გიგზავნით. ფოტოზე ის 25 წლისაა. ამჟამად მამაჩემი 48 წლის უნდა იყოს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჯანმრთელად და კარგადაა.

– აქამდე თუ ეძებდით მას?

– როგორც კი გავიზარდე და გავიგე, რომ მამაჩემი ჩვენგან წავიდა, მისი მოძებნა მომინდა. თვიდან დედა მეწინააღმდეგებოდა, რადგან, ფიქრობდა, მას რომ ნდომებოდა ჩვენთან დაკავშირება, ამას როგორმე მოახერხებდაო. მაგრამ, დროთა განმავლობაში ჩვენც ვცდილობდით მასთან დაკავშირებას. მახსოვს, დედა ამბობდა, რომ სწორედ იმ წლებში, როდესაც მამა საქართველოში დაბრუნდა, იქ ძლიერი მიწისძვრაც მომხდარა, მერე კი, ცნობილი კონფლიქტის შემდეგ, აიკრძალა კიდეც რუსეთ-საქართველოს შორის მიმოწერა. ასე დავკარგეთ ერთმანეთი. მამაჩემს სულ პატარა ვახსოვარ, ამჟამად მე უკვე 24 წლის ვარ. სწორედ ამ ასაკში დაქორწინდა მამაჩემი და ცოლად დედა შეირთო. მისი მოძებნა ძალიან მინდა და, დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი რუბრიკის საშუალებით ამას მოვახერხებ.

– დედამ თუ იცის, მამას რომ ეძებ და მას რა რეაქცია აქვს ამ საკითხზე?

– მე დიდი ხანია, რაც სრულწლოვანი ვარ და მამის პოვნა ჩემი გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას სერიოზული მიზეზი ჰქონდა, სწორედ ამიტომ არ დაგვიკავშირდა. ვერ დავიჯერებ, რომ თავისი შვილი დავიწყებოდა. დედა ფიქრობს, რომ, შეიძლება, მამას სხვა ოჯახი აქვს და ამის გამო აღარ გვიკავშირდება. მე მოხარული ვიქნები, თუკი აღმოჩნდება, რომ ნახევარდა ან ნახევარძმა მყავს.

– მამის პოვნის შემთხვევაში, თუკი ის თანახმა იქნება, აღადგინოს შენთან ურთიერთობა და თავისი ამდენი წლის დაკარგვის მიზეზსაც აგიხსნის, გეგმავ თუ არა მასთან პირისპირ შეხვედრას?

– ბუნებრივია, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მას ვიპოვი და ჩემთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი ექნება. მამასთან შეხვედრა, ჯერჯერობით, ჩემს ყველაზე სანატრელ ოცნებად რჩება. მე მჯერა, რომ, თუ მას ვიპოვით, ის აუცილებლად მოისურვებს ჩემს ნახვას და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3