კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტაქტიკას იყენებენ ჭკვიანი ცოლები ქმრების საყვარლების წინააღმდეგ

როცა გღალატობენ, ძნელია, არ აჰყვე ემოციებს და მშვიდად და გაგებით მოეკიდო იმას, რომ, ჯერ კიდევ გუშინ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი უცხო გახდა, მით უმეტეს, თუკი არსად წასულა გრძნობა და თუ ერთმანეთს ბევრი წელი, ერთად გადაჭრილი პრობლემები და შვილები გაკავშირებთ. ბოლოს და ბოლოს, გენანებათ წლები, რომლებიც მის გვერდით გაატარეთ. ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ცოლს აიძულებს, აპატიოს ქმარს ღალატი. მაგრამ, როგორ უნდა დაიბრუნო ის უკან, როცა „მეორე მხარე“ – ახალი სიყვარული – თავისკენ ექაჩება?! აშკარა ომს არასდროს მოაქვს შედეგი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, როგორსაც ყოფილი ელის. იქნებ, მშვიდად უნდა უყურო მოვლენათა განვითარებას და დაელოდო?! არიან ცოლები, საკმაოდ ჭკვიანები, რომლებსაც ეფექტური ტაქტიკა აქვთ თავიანთი ქმრებისა და მათი საყვარლების წინააღმდეგ.

 

თინა (29 წლის): არანაირად არ მოველოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. ზოგადად, ურთიერთობაში ფრთხილი ვარ და არც ის მომწონს, როცა საკუთარ თავს პრობლემებს ვუქმნი. ისიც მეგონა, რომ არასოდეს შევიყვარებდი ცოლიან კაცს იმ პრობლემების გამო, რომლებიც ამას მოჰყვება ხოლმე. თუმცა, მთავარია ფაქტი და არა ის – რა გგონია.

ვასიკო ეგვიპტეში გავიცანი. დაქალთან ერთად უნდა წავსულიყავი დასასვენებლად, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მარტოს მომიწია გამგზავრება – დაქალი ავად გახდა და ექიმებმა ფრენა აუკრძალეს. ვაპირებდი, მეც დავრჩენილიყავი, მაგრამ, გავიგე, რომ საგზურის ფულს არავინ დამიბრუნებდა. ამიტომაც წავედი. ვასიკო თვითმფრინავშივე შევამჩნიე – ჩემს საყვარელ წიგნს კითხულობდა. დიდი ხანია, მამაკაცის ხელში წიგნი არ დამინახავს. ქართველი მამაკაცის ხელში, თორემ, უცხოელებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, თავიდან უცხოელი მეგონა.

– ქართველ მამაკაცებში პრობლემას ხედავ?

– როგორ გითხრათ... ვხედავდი. ახლა, სიმართლე გითხრათ, სხვანაირად ვფიქრობ, რომ მამაკაცი მამაკაცია, მთვარეზეც კი. მარტივად შეუძლია, მოგატყუოს, თან, ისე, წარბიც არ შეიხაროს. მოკლედ, ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. ძალიან მწყდება გული ბევრ ადამიანურ ამბავზე და ამაზე მოგიყვებით. დღეს ისევ მარტო ვარ და ეს ჩემი ბრალი არ არის. ყველაფერი რადიკალურად სხვანაირად მინდოდა ყოფილიყო. ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ ჩემი არავის ესმის. ამ იდიოტურ თამაშში დაზარალებული ვარ მე, მხოლოდ მე, დანარჩენები თავს მშვენივრად გრძნობენ და საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათიებიც მათ მხარეს არის. არავის სჯერა ის, რომ მე ყველაზე მეტად ვარ მოტყუებული.

– როცა გაიცანით, არ გითხრათ, ცოლიანი რომ იყო და ამას ეძახით ტყუილს?

– შეიძლება ასეც ითქვას. ტყუილი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მე არავინ გამაფრთხილა, რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ყოფილი ცოლ-ქმრის მეგობრებად დარჩენას; მეორე მხრივ, გადარეული ვარ იმ ქალის მოხერხებულობითა და ეშმაკობით. ისეთი ტაქტიკა შეიმუშავა, თავისი ქმარი ხომ დაიბრუნა, მეც ძალიან გამამწარა.

– როგორც ვხვდები, გრძნობაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.

– ჩემი მხრიდან იყო თუ არა გრძნობა?! რა თქმა უნდა! გრძნობა რომ მქონდა და დიდ იმედებს ვამყარებდი, იმიტომ ვარ ასეთი გულნატკენი. თურმე, რამდენი რაღაც უნდა გათვალო და გაითვალისწინო! მოკლედ, ვასიკო მაშინვე მომეწონა. თვითმფრინავში სულ ვუყურებდი, თუმცა, არ გამოვლაპარაკებივარ. თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, როცა ჩავფრინდით და ურთიერთობაც, რაღაცნაირად, ბუნებრივად აეწყო. ჯერ ჩანთის წაღება შემომთავაზა და მერე უცებ გამიშინაურდა. არანაირი დაძაბულობა მის საქციელში არ შემინიშნავს.

– რა დაძაბულობა უნდა შეგენიშნათ?

– ის, რაც ცოლიან კაცებს აქვთ ხოლმე. არ ვიცი, თქვენ შეგინიშნავთ თუ არა, როგორი შებოჭილები არიან. უკაცრიელ კუნძულზეც რომ იყვნენ, მაინც თვალებს აცეცებენ, არავინ შეგვნიშნოსო. ასეთი რამ მისთვის არ შემიმჩნევია. პირიქით, ძალიან თავისუფალი და ლაღი იყო. თუმცა, მერე მითხრა, რომ მოგზაურობა განქორწინების აღსანიშნავად მოიწყო. რეისის გამოფრენამდე ექვსი საათით ადრე ვიყიდე საგზური. მინდა, ჩემი თავისუფლება აღვნიშნოო.

– და, ეს ტყუილი იყო?

– დიახ. მე იმით მოვტყუვდი, რომ არ დავწვრილმანდი, არ ჩავეძიე და არ გამოვქექე, რა ხდებოდა მათ შორის.

– მიზეზი გითხრათ, რატომ გაეყარა ცოლს?

– არ ვუყვარვარ, აღარ ვუნდივარ. ჩემგან ყველაფერი მიიღო, რისი მიღებაც უნდოდა და ახლა აღარ ვაინტერესებ. ორი შვილი მყავს და მათი დაკარგვა რომ არ მინდოდა, იმიტომაც გადავწყვიტე განქორწინება. ვერ ვიტან ოჯახში სკანდალებს, სიმშვიდე მიყვარს, ჩხუბი და აყალმაყალი ძალიან მაშინებს და ამიტომაც გავერიდე უმტკივნეულოდ და მშვიდად. ახლა მეგობრები ვიქნებით და კარგი ნათესავებივით ვიცხოვრებთ – ეს გაცილებით უკეთესია, იმაზე, რაც აქამდე გვქონდაო. ვიფიქრე, როგორ ჯანსაღად მსჯელობს, აი, ასეთ მამაკაცს ველოდი მთელი ცხოვრება-მეთქი. ეგვიპტეში დაუვიწყარი დრო გავატარეთ, როგორც შეყვარებულმა წყვილმა. იქიდანაც ერთად დავბრუნდით, ხელიხელჩაკიდებულები... ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე შემ©©ი ვინმეს საყვარლად. ვასიკო მეუბნებოდა, მთელ დარჩენილი სიცოცხლის შენთან გატარება მინდაო და მეც მჯეროდა მისი. არასდროს მიმალავდა, როცა ყოფილ ოჯახში მიდიოდა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. რას წარმოვიდგენდი, თუ ყოფილ ცოლთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ექნებოდა და არა მხოლოდ ნათესავ-მეგობრული...

– ანუ, ცოლს არ დაშორებია?

– სწორად მიხვდით, ზუსტად ასე იყო. მე არ ვიცი, რა ხდებოდა მათ შორის მანამდე ან რა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ მას მერე, რაც ჩემთან დაიწყო ცხოვრება, ეს პრობლემები ნელ-ნელა მოუგვარდათ.

– არასდროს უხსენებია, რა პრეტენზიები ჰქონდა ცოლთან და რატომ დაანგრია ოჯახი?

– ერთი-ორჯერ წამოსცდა, მეტისმეტად ჭირვეული იყო ჩემი ცოლი, მისი გული ვერაფრით მოვიგე. ხასიათი ისეთი ჰქონდა, როდის იყო კარგ გუნებაზე და როდის ცუდზე, ვერ ვხვდებოდი. ზოგჯერ აბსოლუტურად უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს და ჭკუიდან გადავყავდი. მგონი, არც ვუყვარდი. თუმცა, არ ვნანობ, რომ გავშორდი, რადგან, უკვე შენ მყავხარო. ენდე ამის მერე კაცის სიტყვას! იმასაც მეუბნებოდა, საშინელი ეჭვიანი იყო, ჩემს ბიზნესზეც კი ეჭვიანობდა. რა კარგია, რომ შენ არ ხარ ასეთი, თავისუფლად ვსუნთქავ შენ გვერდითო. იმასთანაც როგორ უმტკივნეულოდ მიშვებო... მე კი, სულელს, მიხაროდა, ამას რომ მეუბნებოდა. კაცი ერთ ნებიჯზეც არ უნდა მიუშვა, მუდმივად უნდა აკონტროლო. ილუზია არ უნდა შეიქმნა, რომ გვერდით ღირსეული მამაკაცი გყავს. საიმედო და აბსოლუტურად სანდო... ვასიკოს ცოლი პირველად ჩვენი ერთად ცხოვრების მესამე თვეს გვეწვია... უცერემონიოდ შემოვიდა სახლში და ისე მითხრა, ყავა დამალევინეო, თითქოს ჩემი დაქალი იყო. მივიღე... ისეთ კეთილმოსურნეს თამაშობდა, ისეთი „მილინკი“ იყო... ჩემს სუსტ მხარეებს „ჩაავლო“ და მერე იარაღად გამოიყენა, ისევ ჩემ წინააღმდეგ მომართა. ჩემთან მაშინ მოდიოდა, როცა ვასიკო სახლში არ იყო. მეუბნებოდა, ჩვენ კრიზისი გვაქვს, ესეც გაივლის და ისევ ერთად ვიქნებითო. მაშინ კი, როცა ვასიკო იმასთან მიდიოდა სახლში, ათას სისაძაგლეს ეუბნებოდა. ისიც კი იკადრა, რომ მოატყუა, თითქოს მე დავემუქრე, კიბეზე დაგაგორებ-მეთქი. მთელი პროგრამა ჰქონდა პუნქტებად დალაგებული. ერთხელ ვასიკო გაცეცხლებული მოვიდა: როგორ უთხარი ჩემს ცოლს, რომ ჯიბრით გააჩენ ჩემგან ბავშვს, რათა ჩემი შვილები დამავიწყო და ცოლი საბოლოოდ მიმატოვებინოო. ვეფიცებოდი, მსგავსი არაფერი მითქვამს-მეთქი. ვტიროდი, მაგრამ, არ დამიჯერა – ისეთი არ ყოფილხარ, როგორიც მეგონეო... ნელ-ნელა ძალიან გაგვიფუჭდა ურთიერთობა. ხშირად ვჩხუბობდით და ვასიკომაც მოუხშირა ყოფილ ცოლთან სტუმრობას. ერთხელ საერთოდაც იქ დარჩა ღამით. ხმა არ ამომიღია, თუმცა, საშინლად ვინერვიულე და დილით თვალები მქონდა ჩაშავებული ტირილისგან. ასეთ დარჩენებს სისტემატური სახე რომ მიეცა, „გავჭედე“ და საშინელი სკანდალი მოვაწყვე. ბოლო წვეთი აღმოჩნდა რამდენიმედღიანი უიქენდი: ქალაქგარეთ გავედით და ერთ-ერთ ძვირფას სასტუმროში დავბინავდით. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ, როგორც იქნა, აქ მაინც დავალაგებდით ურთიერთობას და, უცებ, ცოლიც არ ჩამობრძანდა?! არსებობს ქალი, რომელიც ამას შეძლებდა? მე ვერ შევძელი და ყველაფერს წერტილი დავუსვი. ვასიკომ მითხრა, რომ საშინელი ქალი ვყოფილვარ და უხარია, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა. ასე დამთავრდა ყველაფერი.

– ცოლს დაუბრუნდა?

– როგორ მიხვდით? დღეს ერთად არიან და ბედნიერი ოჯახია, თითქოს არც არაფერი მომხდარა. შეიძლება, გაგიჟდე, ასეთი უსინდისობით. საერთოდ რას მერჩოდნენ, რა უნდოდათ ჩემგან? ისეთი გამწარებული ვარ, ისეთი... ძალიან მატკინეს გული და ამას უკვე აღარაფერი ეშველება...

 

скачать dle 11.3