კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” რომელი მილიარდერი ეძებს მარსზე სიცოცხლის ნიშნებს და რით დაშოკა საზოგადოება ეპატაჟურმა რიჩარდ ბრენსონმა

რამდენიმემილიარდიანი კაპიტალის მიუხედავად, ამ მილიარდების მფლობელები ხშირად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას თავიანთი ექსცენტრიკული ქცევებით და ჟურნალ „ფორბსის” ფურცლებზე სხვადასხვა თემაზე შექმნილი რეიტინგების მთავარი გმირები ხდებიან.

მარკ ცუკერბერგი – 13,3 მილიარდი დოლარი

„ფეისბუქის” მომხმარებლებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ მარკ ცუკერბერგის უცნაურობა მისი პათოლოგიური მორიდებულობითა და თავისუფალ დროს მეგობრებთან ფარიკაობით შემოიფარგლებოდა. თუმცა, 2011 წლის მაისში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ავტორმა თავის საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა: „ახლახან დავკალი ღორი და თხა.“ ცუკერბერგის ამ განცხადებას მოჰყვა ნეგატიური კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, რასაც ცუკერბერგმა უპასუხა, რომ მეცხოველეობამ გაიტაცა და ამიერიდან თავისი ხელით დაკლული საქონლის ან ფრინველის ხორცს მოიხმარს საკვებად.

კლაივ პალმერი – 1 მილიარდი

გასული წლის ზაფხულში ავსტრალიელმა ნახშირის მაგნატმა კლაივ პალმერმა პირობა დადო, რომ ახლო მომავალში ბრისბენთან ახლოს ნამდვილ „იურული პერიოდის“ პარკს ააგებდა, სადაც ცოცხალი ტირანოზავრები და სხვა ჯიშის დინოზავრები იცხოვრებდნენ. პალმერის აზრით, დინოზავრების გაცოცხლება მათი დნმ-ის საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, გენეტიკის მეცნიერებმა პალმერის იდეას არარეალური უწოდეს და რამდენიმე ხნის წინ, ცოცხალი დინოზავრების ნაცვლად, პალმერმა მექანიკური დინოზავრების პარკი გახსნა. საინტერესოა, რომ 2016 წელს პალმერი „ტიტანიკის” ასლის აგებას აპირებს და ლაინერით მოგზაურობას გეგმავს ატლანტის ოკეანეში.

ალკი დევიდი – 1,9 მილიარდი დოლარი

2010 წელს მილიარდერმა ალკი დევიდმა გახსნა ვებ-საიტი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, აეტვირთა ექსცენტრიკული ქცევების ამსახველი ვიდეოები. დევიდი სხვადასხვა დავალებას აძლევდა საიტის მომხმარებლებს და, ანაზღაურების სანაცვლოდ, ისინი სკანდალურ ვიდეოებს იღებდნენ. საიტის რეკლამირებისთვის დევიდმა ერთი მილიონი დოლარი საპრიზო თანხა დააწესა მათთვის, ვინც მოახერხებდა ბარაკ ობამას წინაშე სრულიად შიშველი გავლას. კონკურსის დაწყებიდან რამდენიმე ხანში მხოლოდ ერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გარისკა და შიშველმა გაიარა ობამას წინაშე, თუმცა, იგი მალევე აღმოჩნდა პოლიციის ხელში და ობამამ ვერ მოასწრო მისი დანახვა. 

ნიკოლას ბერგრიუენი – 2 მილიარდი დოლარი

წარმოშობით გერმანელი ამერიკელი მილიარდერი ნიკოლას ბერგრიუენი 45 წლის ასაკამდე ფლობდა სახლებს, ვილებს, იახტებს, თვითმფრინავებსა და იდეალური ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა ნივთს, თუმცა, იუბილეს გადახდის შემდეგ მან მთელი თავისი ქონება გაყიდა და ამჟამად ოფიციალურდ ითვლება უსახლკარო მილიარდერად. ნიკოლასი ბევრს მოგზაურობს და სასტუმროებში ცხოვრობს; ის იშვიათად ჩნდება თავის ოფისში და არც დაქორწინებას ჩქარობს.

პოლ ალენი – 15 მილიარდი

პოლ ალენი ბავშვობიდან იყო გატაცებული ფანტასტიკით და, მას შემდეგ, რაც გამდიდრდა, სასურველი არტეფაქტების კოლექციონირება დაიწყო: სიგურნი უივერის კოსტიუმი ფილმიდან „უცხო”, კაპიტან კირკის სავარძელი „სტარ ტრეკიდან” და სხვა. მილიარდერი ყოველწლიურად 30 მილიონამდე დოლარს ახარჯავს ტელესკოპების ახალ სისტემას, რომლის მიზანია უცხო ცივილიზაციების აღმოჩენა გალაქტიკაში. ალენი დარწმუნებულია: 2015 წლისთვის კაცობრიობა დაადგენს, რომ მარსზე ნამდვილად არსებობს სიცოცხლე.

ინგვარ კამპრადი – 3,3 მილიარდი დოლარი

ყველაზე ეკონომიური მილიარდერი, შვედი ინგვარ კამპრადი, ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მგზავრობისას პენსიონერებისთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით სარგებლობს. მოგზაურობის დროს კამპრადი იაფფასიან სასტუმროებში ჩერდება და, თუკი მომსახურებაში შედის დილის საუზმე, ის იმ რაოდენობით ჭამს, რომ საღამომდე აღარ მოშივდეს. კამპრადის ამ ქცევებს მისი ოჯახის ისტორიას უკავშირებენ: მეცხრამეტე საუკუნეში ინგვარის ბაბუამ ვალების გასტუმრება ვერ მოახერხა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დონალდ ტრამპი – 3,2 მილიარდი დოლარი

რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი დონალდ ტრამპი უკმაყოფილო დარჩა დემოკრატი ბარაკ ობამას არჩევით პრეზიდენტის თანამდებობაზე და ყველა ხერხს იყენებდა, რომ ობამას დისკრედიტაცია მოეხდინა. ტრამპმა „იუთუბიზე” პროვოკაციული მიმართვა განათავსა, რომელშიც პირობა დადო, რომ 5 მილიონს დახარჯავდა ქველმოქმედებაზე, თუკი მას ვინმე მოუტანდა საბუთებს, რომლებიც ობამას კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლასა და ამერიკის მოქალაქის მოწმობას შეეხებოდა. ტრამპის მიზანი იყო, დარწმუნებულიყო რომ ობამას არ ჰქონდა უფლება გამხდარიყო პრეზიდენტი, რადგან, კენიაშია დაბადებული, თუმცა, ეს გეგმა არ გამოვიდა. მილიარდერის სკანდალურ გამოსვლას ობამამ ყურადღება არ მიაქცია.

პიტერ ტილი – 1,6 მილიარდი დოლარი

პიტერ ტილი ლიბერტანიანური ფილოსოფიის მიმდევარია და მიაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს და განაგოს თავისი ქონება ისე, როგორც თავად სურს. ტილმა გადაწყვიტა, შექმნას „თავისუფლების კუნძული” – მცურავი მინი-სახელმწიფო, ხელოვნური კუნძული, რომელიც ოკეანეში იქნება განთავსებული. ტილის გათვლებით, პირველი ასეთი კუნძული 2019 წელს იქნება მზად და მასზე 270 ადამიანი დასახლდება. ამ გზით პიტერ ტილი, „ფეიფალის” სისტემის ავტორი, იდეალური საზოგადოების შექმნას აპირებს.

ლეონა ჰელმსლი – 2,5 მილიარდი დოლარი (2007 წლის მონაცემებით)

ლეონა ჰელმსლი ისტორიაში შევიდა როგორც „სიძუნწის დედოფალი“. სხვა ძუნწი მილიარდერებისგან განსხვავებით, ლეონა საკუთარი თავისთვის ბევრს ხარჯავდა, თუმცა, ცნობილია მისი სიძუნწის შესახებ ახლობელი ადამიანების მიმართ. ლეონა 2007 წელს გარდაიცვალა და დიდძალი კაპიტალის ნაწილი თავის ძაღლს დაუტოვა, ხოლო ოთხი შვილიშვილიდან მხოლოდ ორს არგუნა სიმბოლური თანხა – 5-5 მილიონი დოლარი. შემდგომში, სასამართლოს დახმარებით, ლეონას პირდაპირმა მემკვიდრეებმა ძაღლს, მეტსახელად „ტრაბლს,“ მოუგეს სასამართლო და ფული გამოართვეს. სასამართლოზე დამტკიცდა, რომ ანდერძის შედგენის მომენტში ჰელმსლი გონებრივად არ იყო ჯანმრთელი.

რიჩარდ ბრენსონი – 4,6 მილიარდი დოლარი

იქ, სადაც ეპატაჟურობა და ექსცენტრიკულობაა, რა თქმა უნდა, ბრიტანელი რიჩარდ ბრენსონისთვის ადგილი გარანტირებულია. 2013 წლის მაისში ბრენსონმა მსოფლიო საზოგადოება დაშოკა. მილიარდერმა ნიძლავი წააგო „ეირაზიას” მფლობელთან, ტონი ფერნანდესთან და სტიუარდესას უნიფორმის ჩაცმა მოუწია. ბრენსონი რეის პერტ-კუალა-ლუმპურის მგზავრებს მოემსახურა. ექვსსაათიანი მგზავრობის დროს იგი ბევრს ხალისობდა და პოზირებდა რეპორტიორების წინაშე.

 

скачать dle 11.3