ანეკდოტები
– გუშინ დავთვერი... ძლივს მივაღწიე სახლამდე...
– ო‚ აბა‚ მოგხვდებოდა ცოლისგან...
– არაფერიც! მე ხომ გიყვებოდი კულტურული გამოთქმების შესახებ, ჰოდა, დაიწყო თუ არა შემოტევა‚ ვუთხარი: საყვარელო‚ კარგად იცი‚ რომ ეს ჩემი მეორე ქორწინებაა. შენი გამოთქმებიდან კი ვხვდები‚ რომ უკანასკნელიც არ უნდა იყოს-მეთქი და... მაშინვე გაჩუმდა.
***
პლაკატი ტრასაზე: „გახსოვდეთ‚ ბოძები მანქანებს მხოლოდ თავდაცვის მიზნით აზიანებენ!“
***
– სიმართლე გითხრა‚ სიამოვნებით ჩავებმეოდი შენთან ინტელექტუალურ დუელში‚ მაგრამ‚ ვხედავ‚ შენ იარაღი არ გაქვს...
***
შუაღამისას საუნაში გოგონებთან რამდენიმე ბიზნესმენი ერთობა... ერთ-ერთ მათგანს ცოლი ურეკავს:
– საყვარელო‚ სად ხარ?
– ვერ წარმოიდგენ‚ ძვირფასო‚ როგორ პრობკაში მოვყევი...
– აბა‚ დააპიპინე!
***
ერთმა ფრანგმა დედოფალმა გადაწყვიტა, თავისთვის ფავორიტი აერჩია და გამოაცხადა‚ რომ მისი რჩეული გახდებოდა ის‚ ვინც ორაზროვან, პიკანტურ და გალანტურ ფრაზას ეტყოდა. გაიმარჯვა მარკიზმა‚ რომელმაც დედოფალს ასე მიმართა:
– თქვენო უდიდებულესობავ‚ თქვენს ფეხებს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მეც მინდა, მათ შორის აღმოვჩნდე.
***
ქმართან პაემნის შემდეგ ცოლმა ციხის უფროსთან მოითხოვა შეხვედრა და სთხოვა‚ ქმრისთვის უფრო მსუბუქი სამუშაო მიეცათ.
– მუყაოს ყუთების დაწებებაზე ჯერ არავის უთქვამს‚ მძიმეაო...
– მაგაზე არა‚ მაგრამ‚ მითხრა‚ ღამით გვირაბს ვთხრიო...
***
– გამოვდივარ კლუბიდან და... ვიღაცა ძუკნამ ხელზე არ დამაბიჯა?!
***
მხოლოდ ის არ იგინება‚ ვინც არაფერს აკეთებს...
***
– ვერ მეტყვით‚ რომელი საათია?
– საათი არ მაქვს... თუმცა‚ მქონდა‚ მტვერგაუმტარი‚ წყალმედეგი და დარტყმას რომ უძლებდა‚ მაგრამ...
– მერე?
– დამეწვა...
***
ცოლი ქმარს აფთიაქში პრეზერვატივისთვის გზავნის და ეუბნება‚ ორი პიპეტკაც წამოიღეო. ქმარი გაცოფებული ბრუნდება:
– მაგ აფთიაქში მეორედ აღარ შევალ.
– რა ხდება?
– ორი პრეზერვატივი მომეცი-მეთქი‚ ვეუბნები. არა გვაქვსო. მაშინ, ორი პიპეტკა-მეთქი და სიცილისგან ისე ჩაბჟირდა‚ ძლივს მოასულიერეს...
***
სალონში მამაკაცი და ბიჭუნა შემოდიან.
– შევკრიჭო?
– დიახ.
დაიწყო სტილისტმა თავისი საქმე‚ ამ დროს მამაკაცი ეუბნება:
– გავალ‚ გაზეთს ვიყიდი‚ ახლავე დავბრუნდები...
დაამთავრა სტილისტმა თავისი საქმე. მამაკაცი არ მოდის...
– სად წავიდა ამდენხანს მამაშენი?
– ის მამაჩემი არ არის‚ – ცოტა შეშინებული პასუხობს ბიჭი‚ – ეგ ბიძია ქუჩაში მოვიდა ჩემთან და მითხრა‚ გინდა‚ უფასოდ გაგკრიჭოო?
***
გოგონა გადაჭედილ ავტობუსში ცდილობს ასვლას‚ ვერ ახერხებს... უკან ქვედაბოლოს „ზმეიკა“ შეიხსნა და ცდილობს, ფეხი როგორმე დადგას... კიდევ უფრო ჩაწია „ზმეიკა“ და ამ დროს უკან მდგომმა მამაკაცმა ხელში აიყვანა და ავტობუსიდან ჩამოსვა...
– რას აკეთებთ‚ როგორ ბედავთ?
– მე ვბედავ?! თქვენ ორჯერ გამიხსენით შარვალი და მე ეს‚ რა თქმა უნდა‚ მინიშნებად ჩავთვალე...
***
ხომალდი‚ რომელზეც სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფია‚ ერთი თვეა, ზღვაშია. გემზე მყოფები ნელ-ნელა სმას შეუდგნენ. სამეცნიერო ხელმძღვანელმა ყველანი ბორტზე შეკრიბა:
– სიტუაციიდან გამომდინარე‚ ლოთობის აღკვეთის მიზნით‚ მთელ ალკოჰოლურ სასმელს ზღვაში გადავყრით.
სიჩუმე ჩამოვარდა. უკანა რიგებიდან გაისმა ხმა.
– სწორია! მთელი სასმელი ზღვაში უნდა გადაიყაროს!
– თქვენ‚ მყვინთავებს არავინ გეკითხებათ! – უცბად აყვირდა ყველა.
***
ძვირფასო Google! თუ შეიძლება‚ ნუ იქცევით ჩემი ცოლივით‚ დამამთავრებინეთ წინადადება და მერე დაიწყეთ კითხვების დასმა და რჩევების მოცემა.
***
– სად გაიცანით ერთმანეთი?
– აფთიაქში... ხუთი პრეზერვატივი მომეცით-მეთქი... ამან კი‚ რიგში ჩემ უკან იდგა და – ბარემ, ოცი აიღეო... მეც ავიღე‚ მივუბრუნდი და ვკითხე‚ დაგელოდო-მეთქი? მოგიწევს დალოდებაო და აფთიაქარს ერთი შეკვრა საფენი შეუკვეთა...
***
– ალო‚ ეს „კაგებეს“ ანონიმური ტელეფონია?
– დიახ‚ ბატონო ზაურ...
***
როდესაც ქმარი ბინაში უწესრიგობაზე მიგითითებთ‚ მოიყვანეთ აინშტაინის ციტატა: „მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსები ქაოსზე ბატონობენ“.
***
თეატრის გარდერობში ცოლი ეჩურჩულება ქმარს:
– გაგიჟდი? მეგარდირობეს ათლარიანს რატომ აძლევ?
– სამაგიეროდ‚ ნახე რა პალტოა...
***
ყველაზე დიდი სიამოვნებაა – გააკეთო ის‚ რისი გაკეთებაც‚ სხვების აზრით‚ არ შეგიძლიათ.
***
გუშინ მეზობელმა ელექტრობურღი ინათხოვრა ჩემგან... უკვე მეოთხე დღეა‚ არც მიბრუნებს‚ არც იყენებს‚ რადგან, ხმა არ მესმის... მთავარი კი ის არის‚ რომ დილაობით ვეღარ ვბურღავ...