ბრძნული აზრები
განდი: იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ კვდები, ისწავლე ისე, თითქოს საუკუნოდ იცხოვრებ.
უაილდი: განათლება თაყვანისცემას იმსახურებს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ ყველაზე ღირებული რამეები სხვისგან არ ისწავლება.
მამარდაშვილი: მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ, მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა. მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.
შექსპირი: ღარიბია ის სიყვარული, რომელიც შეიძლება გაიზომოს.
ლაიბნიცი: სიყვარული იმას ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.
ტოლსტოი: თუ სიკვდილი საშინელია, ამის მიზეზი ჩვენშია და არა სიკვდილში. რაც უფრო უკეთესია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ეშინია მას სიკვდილის.
ჰეროდოტე: თუ არ გამოითქვა ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები, ვეღარ შეირჩევა საუკეთესონი.
ზოლა: ერთადერთი ბედნიერება ცხოვრებაში – ეს არის განუწყვეტელი სწრაფვა წინ.
დოდერერი: ჟურნალისტი ახლომხედველი ისტორიკოსია.
ნაპოლეონი: რელიგია რომ არ იყოს, ადამიანები ერთმანეთს დახოცავენ გემრიელი მსხლისა და ლამაზი ქალისთვის.
გეცკოვი: ჩვენგან მხოლოდ იმას ირწმუნებენ, რაც ჩვენ თვითონ გვწამს.
უნგერი: სამართალს აქვს ერთი ღირსშესანიშნავი თვისება: კაცს, შეიძლება, ის არ ჰქონდეს, მაგრამ, შეინარჩუნოს კი.
არისტოტელე: ადამიანი, რომელმაც მიაღწია სრულყოფილებას, ყველა ცხოველზე მაღლა დგას; სამაგიეროდ, ის ყველაზე დაბლა დგას, თუ კანონებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრობს. მართლაც, არაფერია უფრო საზარელი, ვიდრე შეიარაღებული უსამართლობა.
დემოკრიტე: სიბრძნიდან შემდეგი სამი უნარი წარმოდგება: მიიღო მშვენიერი გადაწყვეტილებანი, უშეცდომოდ ილაპარაკო და გააკეთო ის, რაც ჯერ არს.
სენეკა: ყველაფერი სხვას ეკუთვნის, მხოლოდ დრო არის ჩვენი საკუთრება – ბუნებამ ჩვენს გამგებლობას დაუქვემდებარა მხოლოდ ეს მარად მიმდინარე და ცვალებადი საგანი.
ბუასტი: ყველა ადამიანს ბედნიერება თავისებურად ესმის, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერების გემო არა გვაქვს გაგებული.
ბელინსკი: ქალი უმეტესად გულით აზროვნებს, მამაკაცი კი – გონებით.
ლაკლო: არ არსებობს ამქვეყნად ქალი, ბოროტად რომ არ გამოიყენოს მიღწეული ძალაუფლება.