კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ოლდიმპიადა„ – ქართველი ტიტულოვანი ვეტერანი სპორტსმენების იდეა მსოფლიოს

“ოლდიმპიადა„ – ქართველი ტიტულოვანი ვეტერანი სპორტსმენების იდეა მსოფლიოს 

 

წლების წინ, მადრიდში, გაერომ ჩაატარა მსოფლიოს ქვეყნების კონფერენცია დაბერებასთან დაკავშირებით, სადაც მიიღეს დადგენილება, რომ ხანში შესული ადამიანები – ეს არის ფასდაუდებელი და მეტად საჭირო ეკონომიკური პოტენციალი, რომელთა აზრი, გამოცდილება და შესაძლებლობები აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ისინი აუცილებლად უნდა ჩართოს ყველა ქვეყანამ აქტიურ  საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მეტი ყურადღება დაუთმოს ასაკოვან ხალხს. ამიტომ, მან ყველა ქვეყანას გაუგზავნა მიმართვა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახელმწიფოს განვითარებაში, რათა მათი გამოცდილება, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გაიზიარონ ახალგაზრდებმა და იმუშაონ ერთობლივად. ამის გათვალისწინებით, რამდენიმე ქვეყანამ საპენსიო ასაკიც კი გაზარდა. 

გაეროს ამ იდეას აქტიურად გამოეხმაურნენ საქართველოში მცხოვრები ვეტერანი სპორტსმენები და, ბატონმა ვლადიმერ მალოვიჩკომ, გურამ სიმონიშვილმა, ჯუმბერ ლეჟავამ, ალექსანდრე გიორგაძემ და ნიკოლოზ ანდრიაძემ „გაეროს ქვეყნების ხანში შესულ სპორტის მოყვარულთა ორგანიზაცია“ დააფუძნეს. მათი იდეა საკმაოდ ყურადსაღებია და, იმედი აქვთ, რომ მათ ამ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას  ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს. ცნობისთვის, ზემოთ ჩამოთვლილი ასაკოვანი სპორტსმენები ამჟამადაც აქტიურად არიან დაკავებული სპორტით, ეწევიან ჯანმრთელი ცხოვრების წესს და მონაწილეობენ ვეტერანთა ტურნირებში, სადაც საპრიზო ადგილებს იკავებენ და ამ გამარჯვებებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ, მიუხედავად ამისა, პირველობის ამბიცია ჯერ კიდევ აქვთ.

მათი თქმით, არსებობს ტურნირები, სადაც ტარდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ვეტერან სპორტსმენებს შორის, რაც მათთვის ერთგვარი სტიმულია და იმ წლების გამოცდილებისა და ძალების კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რაც დღემდე მოჰყვებათ. აქედან გამომდინარე, მათი სურვილია, ჩატარდეს ოლიმპიადა ხანში შესულ სპორტსმენთა შორის, სადაც, უცხოელ სპორტსმენებთან ერთად, ქართველი ტიტულოვანი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

იდეის ავტორებმა უკვე აიღეს პატენტი, გაატარეს რეესტრში, შექმნეს ორგანიზაცია „იუნესლო“ და ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და გაეროს შორის შუამავლის როლს ასრულებს. ეს იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც გააცნეს და მისი რეკომენდაციით ოლიმპიურ კომიტეტშიც გადაიგზავნა წერილი. როგორც თავად იდეის ავტორები ხუმრობენ, ისინი „ოლდიმპიადის” („ოლდ“ – ძველი, მოხუცი) მონაწილეებად ჩაითვლებიან და ბევრ ახალგაზრდას აჯობებენ პირველობისთვის ბრძოლაში.

ასე რომ, ქართველი ვეტერანი სპორტსმენების იდეა მთელი რიგი ქვეყნების მიერ მოსაწონი და მისაღებია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მათ წარმატებები ვუსურვოთ და ვიხილოთ მომავალ, 2014 და 2016 წლების, სხვადასხვა სახეობის ოლიმპიურ თამაშებში – ვეტერანთა შორის.

скачать dle 11.3