კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ბრავო რექორდსი„ ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომზე მუშაობას ამთავრებს

“ბრავო რექორდსი„ ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომზე მუშაობას ამთავრებს

 

 ოთო ნემსაძე 2010 წლის ნამდვილი აღმოჩენაა ქართული მუსიკალური სცენისთვის. „ჯეოსტარში“ გამარჯვებისთვის, პროექტის გენერალურმა სპონსორმა „ჯეოსელმა“ ოთოს სადებიუტო ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. მისი ალბომის ჩაწერასა და გამოცემას მუსიკალური ბიზნესკომპანია „ბრავო რექორდსი“ ახორციელებს. 

 ალბომის მუსიკალური კონცეფციის იდეა „ჯეოსტარის“ ერთ-ერთი ტურის შემდეგ დაიბადა: როდესაც ოთომ სიმღერა „თოვლი“ შეასრულა, გადაწყდა, ოთოს ოთარ რამიშვილის ლეგენდად ქცეული სიმღერები ახლებურად ჩაეწერა. ოთარ რამიშვილის ცნობილ ნაწარმოებებს თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებები უნიჭიერესმა მუსიკოსმა ზვიად ბოლქვაძემ გაუკეთა. 

 ალბომში, სახელწოდებით – „ფიქრების ზღვა“ – შედის ოთარ რამიშვილის ათი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები; ასევე, ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი სიმღერაზე „თოვლი,“ თავად ოთარ რამიშვილთან, რომელიც ალბომში, რა თქმა უნდა, შევიდა. ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ, ასევე, თანამედროვე არანჟირებამ, ისედაც პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ახალგაზრდობისთვის. 

 ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, რომელიც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში ტარდება, 5 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, მეიდანზე გაიმართება. კონცერტზე, გარდა ალბომში შესული 11 მუსიკალური ნაწარმოებისა, ოთო შეასრულებს დუეტებს ცნობილ მომღერლებთან ერთად. 

скачать dle 11.3