“ლოკა ლაუნჯი„ სეზონს ხსნის
“ლოკა ლაუნჯი„ სეზონს ხსნის
ყაზბეგის გამზირის ¹14-ში მდებარეობს არაჩვეულებრივი გასართობი ადგილი – „ლოკა ლაუნჯი“, რომელმაც 20 სექტემბრიდან კვირაში ორჯერ კლუბის ფუნქციებიც შეითავსა და არაჩვეულებრივ დიჯეებს გაუხსნა კარი. ეგრეთ წოდებული „ოფენინგ ფართიზე“ დაუკრეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან როტკრაფტი, სტიმჰალტი და ფორესტი, 21 სექტემბერს კი კლუბმა ეკალასა და გრინბიმ ენდ ლეონს უმასპინძლა. ასე რომ, გართობის მიზნით, პარასკევი და შაბათი შეგიძლიათ, სწორედ ისე დაგეგმოთ, როგორც ამ დღეებს შეეფერება – ეწვიოთ „ლოკა ლაუნჯს,“ დაისვენოთ, გაერთოთ, დალიოთ, მოუსმინოთ და იცეკვოთ გემოვნებიან მუსიკაზე, კარგ და კომფორტულ გარემოში.