კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმართლე შოკოლადზე

სიმართლე შოკოლადზე

ჩვენ ყველას გვიყვარს ის – გემრიელი და ვნებიანი... ექსპერტები გვირჩევენ, დღეში პატარა ნატეხი მაინც მივირთვათ და ამით ვარგოთ ორგანიზმს... ანუ, ყოველდღე შოკოლადის მცირე ულუფა აუცილებელია.

* შოკოლადი არ ასუქებს. 100-150 გრამი შოკოლადი გასუქების არანაირ საფრთხეს არ ქმნის. მით უმეტეს, მწარე შოკოლადი, რძის გარეშე.

* შოკოლადი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. შოკოლადი შეიცავს ამინომჟავებს, რაც გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონს.

* შოკოლადი არანაირ კავშირში არ არის ალერგიასთან. სუფთა შოკოლადი არ არის ალერგიის გამომწვევი. საფრთხის შემცველია დამატებითი ინგრედიენტები: თხილი, არომატიზატორები.

* შოკოლადი ააქტიურებს ტვინს. აჩქარებს აზროვნების პროცესს.

* შოკოლადი არა თუ არ იწვევს კარიესს, არამედ ხელს უშლის მის წარმოქმნას.

თეთრი შოკოლადიც ნატურალურია და არა ხელოვნური პროდუქტი, როგორც ეს ზოგჯერ ჰგონიათ ხოლმე. მას ამზადებენ კაკაოს ცხიმის, შაქრისა და მშრალი რძისგან.

„მშვიდი“ საშინელება

ცხოველი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, პირს მარტო იმიტომ აღებს, რომ ჭამოს, თანაც, თავისი მსხვერპლისგან ერთ ნამცეცსაც კი არ ტოვებს. ბუნება ყველაზე კარგი დიზაინერი და სტილისტია. მისი შექმნილი „გარეგნობა“ არასდროს მოგატყუებთ. შეხედავთ თუ არა, მაშინვე მიხვდებით, როგორი საშიში და მომაკვდინებელია გარშემო მყოფებისთვის „თევზი – ჯადოქარი.“ ეს თევზი გამოირჩევა არა მარტო საშინელი გარეგნობით, არამედ, იმითაც, რომ მსხვერპლთან უხმაუროდ და უჩუმრად მიახლოება შეუძლია, ეცემა მას და, ჯერ შიგნეულს გამოაჭამს, შემდეგ კი მთლიანად ჭამს შიგნიდან და მხოლოდ ჩონჩხს ტოვებს.

„თევზი-ჯადოქრის“, იგივე მიკრინის მსხვერპლი, შესაძლოა, ზვიგენიც აღმოჩნდეს, თუკი ზვიგენი ოდნავ მოადუნებს ყურადღებას და დროზე არ მოახდენს რეაგირებას თავდასხმაზე.

ადამიანს „თევზი-ჯადოქრის“ დანახვა საშინელ ძრწოლას ჰგვრის და პანიკაში აგდებს. მისი განადგურება ძალზე რთულია: მას ძალიან დიდხანს შეუძლია, გაძლოს საკვებისა და წყლის გარეშე და მიყენებულ ჭრილობებსაც სწრაფად იშუშებს; რეგენერაციის უნარი კი თითქმის უკვდავს ხდის მას.

კიდევ ერთი უცნაურობა: „თევზი-ჯადოქარი“ არ იბადება მდედრად ან მამრად. მათი სქესის დაკონკრეტება გამრავლებისთვის საჭირო ასაკში ხდება, იმის მიხედვით, მდედრი მეტია საჭირო თუ – მამრი. მიკრინი ერთადერთი თევზია დედამიწაზე, რომელსაც... დაცემინება შეუძლია.

 

скачать dle 11.3