კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი მცენარეა იზოლეპისი და თუ მირჩევთ მის გახარებას ბინაში?

პასუხი: იზოლეპისს არც კაშკაშა ყვავილები აქვს და არც ფერადი ფოთლები, მაგრამ, ის მაინც ძალიან ეფექტურია. ბუნებაში წყლის პირას იზრდება, თუმცა, ოთახის პირობებშიც კარგად ხარობს. ამიტომ, თუ თქვენ ვიზუალურად მოგწონთ ეს მცენარე, აუცილებლად გაახარეთ თქვენს ბინაში. მას აქვს წვეტიანი, ბალახის მსგავსი ფოთლები, რომლებზეც პატარ-პატარა ყვავილებია მიკრული. ეს მცენარე ნესტის მოყვარულია, ამიტომ, ბინაშიც მუდამ ტენიანი მიწა სჭირდება. თუ გსურთ, მაღალი ტენიანობა შეინარჩუნოთ, მისი ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგით. კარგად გახარებისთვის კაშკაშა სინათლე სჭირდება. გამძლე იზოლეპისი სიგრილეში უკეთ გრძნობს თავს (დაახლოებით 15 გრადუსზე ქვემოთ), სიცხეში კი, შეიძლება, მოიწყინოს. სასურველია, თუ მას რბილი წყლით მორწყავთ. იზოლეპისი დადგით ჰაერიან ადგილას და მოარიდეთ სიცხეს. ეს მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, ამიტომ მისი მოთავსება ოთახის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, სადაც სინათლე მოხვდება. 

კითხვა:  როგორ გავამრავლო გინურა და როგორ შევუნრაჩუნო მას კომპაქტური ფორმა?

პასუხი: ეს იოლად მოსავლელი მცენარე მოტეხილი, წყალში ჩადებული ღეროთი ფესვიანდება. თუ გსურთ, რომ ძალიან არ გაიზარდოს, ყლორტები წააჭერით და ამგვარად შეუნარჩუნებთ მას კომპაქტურობა, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ უნდა გასხლათ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია გინურამ საერთოდ დაკარგოს ფორმა და ძალიან დაუშნოვდეს. 

კითხვა: როგორი ტენიანობა სჭირდება ციპერუსს და იოლია თუ არა მისი გაზრდა?

პასუხი: ამ მცენარეს მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება, ამიტომ, ეცადეთ, ყოველთვის შეუნარჩუნოთ მაღალი ტენიანობა. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ხშირად დასჭირდება მორწყვა, ამიტომ ქოთანი ღრმა ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ციპერუსის გაზრდა რთული არ იქნება. დადგით აუცილებლად ნათელ ადგილას, მაგრამ, მწველი მზე არ მოახვედროთ. ზაფხულში, როდესაც მცენარე აქტიურად იზრდება, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. გახსოვდეთ, რომ მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი 7 გრადუსია. კარგია, თუ ნათელ სასტუმრო ოთახში მიუჩენთ ადგილს. თუ ციპერუსის გამრავლება გსურთ, არც ესაა რთული: წყლიან ჯამში ჩადებული ყლორტი ფესვს მალე გამოიღებს და იოლად გამრავლდება.  

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ნოლინას ბინაში გაზრდა და როგორ გავახარო?

პასუხი: ნოლინა იოლად მოსავლელი მცენარეა. თუ ბინაში დიდი და ნათელი ოთახი გაქვთ, ის ძალიან კარგად გაიზრდება. მისთვის მთავარია, სინათლე არ მოაკლოთ და ზედმეტად არ მორწყათ. მას მაქსიმალური სინათლე სჭირდება. მთელი წლის განმავლობაში მცენარისთვის საკმარისია 16-20 გრადუსი ტემპერატურა. ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთარში კი – შედარებით იშვიათად. მას წელიწადის არც ერთ სეზონზე არ სჭირდება ზედმეტი მორწყვა. არც მისი წყალში ჩადგმაა კარგი, რადგან, ის ნახევრად უდაბნოს პირობებსაა მიჩვეული. იმისათვის, რომ ნოლინას ფესვები არ დაულპეს, ჩარგული უნდა გქონდეთ კარგი დრენაჟის მქონე მიწაში. თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, ის აქაც კარგად იგრძნობს თავს.

 

 

скачать dle 11.3