კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე კარგი დიეტა – „ლაითის“ რეჟიმია

ყველასთვის ცნობილია, რომ დიეტის დროს უნდა დავხარჯოთ მინიმუმ ორჯერ მეტი ენერგია, ვიდრე პროდუქტებიდან ვიღებთ; მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ 1 გრამი ცხიმი 9 კილოკალორიას შეიცავს. შემდეგ კი უბრალო არითმეტიკაა: თუ ორგანიზმს დღე-ღამეში 600 კილოკალორიამდე ენერგიას მივაწვდით, ცხიმოვანი მარაგი 70 პროცენტით შემცირდება; ხოლო, თუ ზედმეტ კალორიებს მივიღებთ, სწორედ იმ „ზედმეტს“ ორგანიზმი „მარაგში“ გადაიტანს. მაგრამ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი სუპერდაბალკალორიული დიეტის დაცვა საკმაოდ საშიშია, რადგან, შესაძლოა, მოხდეს ორგანიზმის გამოფიტვა და დასუსტება; გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ თავი იჩინოს რაიმე დაავადებამ. ამიტომ, ნებისმიერი დიეტა სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დაიცვათ. შედარებით უსაფრთხო ვარიანტია ჰიპოკალორიული დიეტა კალორიების თანდათანობით შემცირება – ეს საშუალებას მოგცემთ, უმტკივნეულოდ შეცვალოთ კვების სტერეოტიპი და შესაბამისად, გართულებების გარეშე მიაღწიოთ შედეგს.

მენიუს შედგენის დროს უნდა იცოდეთ თითოეულ პროდუქტში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა. იდეალურია მათი შემდეგი პროპორცია: 1:1:4. თუ ამ ფორმულას დაიცავთ, თქვენი გახდომის პროცესის იდეალურად წარიმართება, ანუ, სხეულის მასა შემცირდება არა კუნთების, არამედ ცხიმების ხარჯზე (კუნთების მასის შენარჩუნება აუცილებელია).

ცნობილია, რომ ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება ცილები (რძე და რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, კვერცხი, თხილი, ნიგოზი, პარკოსნები, თევზი, ქათამი, ინდაური, კურდღელი); თავისუფალი ცხიმები უნდა მივიღოთ მცენარეული პროდუქტებიდან; ხოლო, ნახშირწყლები – დიეტის აუცილებელი კომპონენტი – შეადგენს რაციონის 55-60 პროცენტს, ძირითადად, რთული ნახშირწყლების ხარჯზე („ხლებცი“, ფაფები, მაკარონის ნაწარმი). ეს პროდუქტები, გარდა იმისა, რომ ენერგიით უზრუნველყოფს ორგანიზმს, დიდი ხნით უნარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას.

სამწუხაროდ, ხშირად გვეშლება: მაშინ, როცა ძალიან გვწყურდება, გვგონია, რომ შიმშილმა შეგვაწუხა და წყლის დალევის ნაცვლად, ზედმეტ საკვებს ვიღებთ, არადა, ჯობია, პირიქით მოვიქცეთ: იმის გამო, რომ წყურვილისა და შიმშილის ცენტრები გვერდიგვერდ მდებარეობს, შიმშილის „შემოტევა“„ სითხის დალევით ჩავიცხროთ, ანუ, კუჭი „მოვატყუოთ“. ამ დროს, უმჯობესია, უპირატესობა ჩვეულებრივ სასმელ წყალს მივანიჭოთ, მაგრამ, ხანდახან დასაშვებია დაბალკალორიული ან არაკალორიული სასმელები, რომლებშიც გამოყენებულია შაქრის შემცველი პრეპარატები, მაგრამ, აუცილებლად უნდა დავიცვათ ზომიერება. აბსოლუტურად გამორიცხულია ალკოჰოლისა და ლუდის მიღება.

კატეგორიული მოთხოვნაა მარილის მაქსიმალურად შემცირება, რადგან ის ხელს უშლის ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.

„ლაითი“ რეჟიმი ნიშნავს არა შიმშილს, არამედ, „ლაითი“ პროდუქტებით „ლაით“ კვებას: მიირთვით დაბალკალორიული კერძები დღეში 5-6-ჯერ, მაგრამ, ძალიან ცოტ-ცოტა რაოდენობით. ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში კი თან წაიღეთ ის პროდუქტები, რომლებსაც დიეტის პერიოდში მიირთმევთ – ნებისმიერი მიზეზის გამო დიეტის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ. ხოლო, თუ მოხდა ისე, რომ ხელი წაგიცდათ უფრო კალორიულ საკვებზე (მაგალითად, ნაყინზე ან ერთ ნაჭერ ხაჭაპურზე), ხელი არ ჩაიქნიოთ, ამ პროდუქტებით მიღებული კალორიები, შეგიძლიათ 15-წუთიანი ვარჯიშით (ან – ძუნძულით) დაწვათ.

скачать dle 11.3