ორაგული ზეთისხილითა და წიწაკით
საჭირო ინგრედიენტები: 1,5 კილოგრამი ორაგული, 2-3 ლიმონი, 2-3 ცალი ტკბილი წიწაკა, 0,5 ჭიქა ზეთისხილი, 2 თავი ხახვი, 1 კონა დაჭრილი ნიახური, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ცოტა ზეთი.
მომზადების წესი: დაჭერით ორაგული, დააწყვეთ ზეთდასხმულ თუნუქის ფურცელზე, დაასხით ცოტა ზეთი, მოაწურეთ ლიმონი, ზედ დააწყვეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დაჭრილი წიწაკა, ზეთისხილი და ნიახური, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შედგით კარგად გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.