საჭირო ინგრედიენტები: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 250 გრამი ისპანახი, 2 სადილის კოვზი კარაქი, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 300 მილილიტრი რძე, 100 მილილიტრი ათქვეფილი ნაღები, 4 კვერცხი, მარილი, პილ
საჭირო ინგრედიენტები: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 250 გრამი ისპანახი, 2 სადილის კოვზი კარაქი, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 300 მილილიტრი რძე, 100 მილილიტრი ათქვეფილი ნაღები, 4 კვერცხი, მარილი, პილპილი, ჯავზი და ლიმონის წვენი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი და ნიორი წვრილად, ისპანახი კი მსხვილად დაჭერით. ხახვი და ნიორი კარაქში 2 წუთის განმავლობაში შუშეთ, დაუმატეთ ფქვილი და კიდევ 1-2 წუთი შუშეთ. დაასხით რძე და ნაღები და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუმატეთ ისპანახი და კიდევ 7 წუთი შუშეთ. ოთახის ტემპერატურის კვერცხი 6 წუთი ხარშეთ მდუღარე წყალში (უნდა იყოს ნახევრად თოხლო). მოშუშული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. შეურიეთ სანელებლები და ლიმონის წვენი. სოუსში ჩააწყვეთ ორად გაჭრილი მოხარშული კვერცხები.