კუბური წვნიანი
საჭირო ინგრედიენტები: 3 ლიტრი წყალი, 300 გრამი საქონლის ან ღორის ხორცი, 1 ჩაის ჭიქა მოხარშული წითელი ლობიო, 0,5 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 1 თავი ხახვი, 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 2 კბილი ნიორი, 2-3 სადილის კოვზი ზეთი, 1 კონა სხვადასხვა მწვანილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ცხიმის გარეშე ყველა მხრიდან შეწვით. ქვაბში ჩაასხით წყალი, შიგ მოათავსეთ ხორცი, ლობიო, ბრინჯი და დადგით ცეცხლზე, სანამ კარგად მოიხარშება. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ ტომატ-პასტა, ნიორი, მარილი და ჩაუმატეთ წვნიანს. როცა წამოდუღდება, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.