ორიგინალური სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 1 თავი კომბოსტო (უმჯობესია პეკინური, უფრო ნაზი ფოთლები აქვს), 300 გრამი შებოლილი ძეხვი ან შებოლილი თევზის ფილე, 250 გრამი მაგარი ყველი, 300 გრამი კიტრი, მაიონეზი.
მომზადების წესი: ძეხვი დაჭერით წვრილ ჩხირებად, ყველი დაფხვენით. კიტრი და კომბოსტოც ძალიან წვრილ ჩხირებად დაჭერით. დიდ თასზე ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ და ამოურიეთ. მარილი მხოლოდ მას შემდეგ დაუმატეთ, რაც გემოს გაუსინჯავთ. ზოგჯერ მაიონეზის მარილი ყოფნის ხოლმე. ასევე, დამოკიდებულია ყველზეც – თუ ცოტა მარილიანია, მარილი საჭირო აღარ გახდება.
შეგიძლიათ, სალათა ოხრახუშის ფოთლებით მორთოთ.