კალათბურთის ხორვატი სექს-სიმბოლო
„მის იტალია“ „იუვენტუსში“
მოეწყო სამუშაოდ
„მის იტალია 2004“ – კრისტინა კიაბოტო ტურინის „იუვენტუსის” ტელეარხზე მოეწყო სამუშაოდ. იტალიელი მოდელი დიდი ხანია, თანამშრომლობს ტურინულ სუპერკლუბთან, კერძოდ, რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სასმელი წყლის სარეკლამო რგოლში ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად. კრისტინა ტურინში დაიბადა და ბავშვობიდან „იუვენტუსს” ქომაგობს. სულ ახლახან კი, ქალაქ ჩერვერაში გაიხსნა ტურინული კლუბის ფანკლუბი, რომლის საზეიმო გახსნას გუნდის ფეხბურთელებთან – სიმონე პეპესთან, მარკო სტორარისთან ერთად, კრისტინა კიაბოტოც დაესწრო. საზეიმო ცერემონიალზე სიმონე პეპემ ლამაზმანს ჰკითხა: თუ გაშიშვლდებოდა „იუვენტუსის” გაჩემპიონების შემთხვევაში, რაზეც კიაბოტომ უპასუხა – „რატომაც არა”.
ჭორები ირინა შეიკის ღალატზე
შემოდგომის დასაწყისში ევროპულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ 27 წლის რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი დაშორდა თავის ბოიფრენდს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს. დაშორების მიზეზად კი სახელდება ირინას რომანი კუბელ მოდელთან, ხუან ბეტანკოსთან. ირინამ ის ფეხსაცმლის კომპანია „XTI” სარეკლამო ფოტოსესიაზე გაიცნო. ამბობენ, რომ ირინა მოიხიბლა კუბელმა სექს-სიმბოლომ და მათ ურთიერთობა ტელეფონით და სოციალურ ქსელში განაგრძეს. ჭორს დაშორებაზე ის ფაქტიც ამყარებს, რომ შეიკს გადაწყვეტილი ჰქონდა, პაუზა აეღო გადაღებებისას. თუმცა, კუბელის გამო გამონაკლისი დაუშვა, რამაც „ყვითელ პრესას” ჭორის გავრცელების საბაბი მისცა.
დევიდ ბექჰემი და უსაინ
ბოლტი დიდ კინემატოგრაფში
ჰოლივუდის მსახიობი, სამუელ ელ ჯექსონი იმედოვნებს, რომ ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, სპრინტერი უსაინ ბოლტი მონაწილეობას მიიღებს მეთიუ ვონის მხატვრული ფილმის, „საიდუმლო სამსახურის” გადაღებებში. ფილმის პრემიერა 2014 წელს არის განსაზღვრული და ბრიტანული კომიქსების მიხედვითაა გადაღებული. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ კოლინ ფერტი და მაიკლ კეინი. ცნობილია, რომ ფილმში მონაწილეობის თანხმობა უკვე მიიღებს დევიდ ბექჰემისგან. პროდიუსერები იმედოვნებენ, რომ ცნობილი სპორტსმენების მიწვევა დამატებით მოგებას მოუტანს ფილმს კინოგაქირავების დროს.
რობინიო გაძარცვეს
მძარცველები „მილანის” ბრაზილიელი ლეგიონერის, რობინიოს სახლში შეიპარნენ მილანში და ფეხბურთელის ძვირფასეულობა გაიტაცეს. საუბარია პრესტიჟული მარკის მაჯის საათზე, რომლის ფასი 30 ათასი ევროა და სხვა ძვირფასეულობაზე. რობინიომ სულ რამდენიმე წუთით დატოვა სახლი, მეუღლისა და შვილების დასახვედრად წავიდა აეროპორტში, რომელიც მის სახლთან ახლოსაა. სახლში დაბრუნებულს კი საძინებლის კარები გატეხილი დახვდა. პოლიციის ვერსიით, ფეხბურთელს დაავიწყდა სიგნალიზაციის ჩართვა, რამაც ყაჩაღებს მუშაობა გაუადვილა.
ჟერარ პიკეს გატაცება პოკერით
„ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების მცველი – ჟერარ პიკე პოკერის დიდი მოყვარული აღმოჩნდა. ფეხბურთელი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირში და მოთამაშეებს შორის აზარტულობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ამჟამად პიკე 10-ათასევროიან ტურნირში მონაწილეობს და ლიდერის პოზიციებს იკავებს.
კალათბურთის ხორვატი სექს-სიმბოლო
ანტონია მისურა 25 წლის ხორვატი კალათბურთელია, რომელმაც მსოფლიოს მარტო დამაჯერებლი თამაშით კი არა, შესანიშნავი გარეგნობითაც დაამახსოვრა თავი გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ანტონია ხორვატიის სამხრეთში, პატარა ქალაქში დაიბადა და კარიერა კლუბ „ვიდიჩიდან” დაიწყო, საიდანაც ქვეყნის ყველაზე წარმატებულ საკალათბურთო კლუბ „ჯოლი სიბენიკში” გადავიდა. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ანტონია ყველაზე ლამაზ ქალ სპორტსმენად დასახელდა. თუმცა, ხორვატიაში ის დიდი ხანია, ქვეყნის ნომერ პირველ სექს-სიმბოლოდ ითვლება. ამჟამად ანტონია საფრანგეთში, ტულუზის გუნდში თამაშობს და ამბობენ, რომ არაერთი ტულუზელი მამაკაცია უგონოდ შეყვარებული მასზე.