კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თემებზე არ უყვარს საუბარი „რეალის” ვარსკვლავ გარეთ ბეილს და რა უცნაური სახელი დაარქვა მან თავის შვილს

2013 წლის მსოფლიო ფეხბურთის ნომერ პირველ „ნიუსად”, სავარაუდოდ, გარეთ ბეილის მადრიდის „რეალში” გადასვლა დასახელდება, რადგან ეს არის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში. მადრიდული სუპერკლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 100 მილიონი ევრო გადაუხადა ლონდონის „ტოტენჰემს” და ამით თავის მიერვე 2009 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა. მაშინ პერესმა „მანჩესტერ იუნაიტედს” კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გადაუხადა. 

* გარეთ ბეილს შესაძლოა, ინგლისის ნაკრებში ეთამაშა. ერთ-ერთ ინტერვიუში გარეთმა განაცხადა, რომ ბებია ინგლისელი ჰყავს. თუმცა, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციიდან მას არავინ დაკავშირებია და არავის შეუთავაზებია, რომ მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონების ნაკრების კეპი მოერგო. საბოლოოდ, გარეთ ბეილმა უელსის ნაკრებში ასპარეზობა არჩია.

* 14 წლის ასაკში გარეთ ბეილი კარდიფის ერთ-ერთი სკოლის გუნდში თამაშობდა და 100 მეტრს 11,4 წამში გარბოდა, რითაც ადგილობრივი მწვრთნელების აღფრთოვანებას იწვევდა. მისი პირველი მწვრთნელი იხსენებდა, რომ გარეთი სწავლაშიც საუკეთესო იყო, რადგან პირველობა მისი ცხოვრების მთავარი მიზანია.

 * 2012 წლის 21 ოქტომბერს გარეთ ბეილი მამა გახდა. მისმა მეგობარმა გოგონამ და ამჟამინდელმა საცოლემ, ემა-რუს ჯონსმა გარეთს ქალიშვილი გაუჩინა. მას მშობლებმა უჩვეულო სახელი – ალბა-ვიოლეტი დაარქვეს. საინტერესოა, რომ ამ დღეს „ტოტენჰემს” შეხვედრა ჰქონდა „ჩელსისთან” და გარეთ ბეილს ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა. მატჩის დაწყებამდე მას შეატყობინეს, რომ ემას მშობიარობა დაეწყო და გარეთიც მაშინვე სამშობიაროში გაქანდა. ის თამაში „ტოტენჰემმა” 2:4 წააგო.

* გარეთ ბეილს არ უყვარს ინტერვიუების მიცემა. ერთხელ რეპორტიორმა მას ოჯახზე დაუსვა კითხვა და გარეთმა განუცხადა, რომ ამ თემაზე პრესასთან არასდროს ისაუბრებს.

* გარეთი არ მოიხმარს ალკოჰოლს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ერთი შემთხვევის შემდეგ აღარ ეკარება ალკოჰოლურ სასმელებს. „ტოტენჰემში” გადასვლის შემდეგ გარეთმა მეგობრებთან ერთად ამ მოვლენის აღნიშვნა გადაწყვიტა და იმ დღეს ძალიან ბევრი დალია. შედეგად, ცუდად გახდა და მას შემდგომ პირობა დადო, რომ ალკოჰოლს აღარ გაეკარება.

* „ტოტენჰემში” გადასვლიდან ერთ წელში გარეთ ბეილის სხვა გუნდში გადასვლის შანსი გაჩნდა. „დეზების” ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო უელსელი ვინგერის თამაშით და მისი გაყიდვა სულ რაღაც 3 მილიონ გირვანქა სტერლინგად იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ მყიდველი არ გამოიძებნა და ბეილის გაყიდვის ეპოპეა ხუთ წელს გაიწელა... თუ როგორც დასრულდა, ყველას მოეხსენება.

* ბავშვობიდან გარეთ ბეილი ლონდონის „არსენალის” ქომაგი იყო და ლონდონურ გუნდში თამაშზე ოცნებობდა. თუმცა, მაშინ არსენ ვენგერმა „საუთჰემპტონის” მეორე ტალანტზე თეო უოლკოტზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო გარეთი მეორე ლონდონურ კლუბში, „ტოტენჰემში” გადაბარგდა. ცნობისთვის, თეო და გარეთი საუკეთესო მეგობრები არიან.

* „ტოტენჰემში” თამაშისას გარეთ ბეილმა ოთხჯერ გაიხანგრძლივა კონტრაქტი, მათ შორის, უკანასკნელად გასულ წელს.

* გარეთ ბეილს არაერთ ინტერვიუში განუცხადებია, რომ მადრიდის „რეალის” ქომაგია და ოცნებობდა, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ერთ გუნდში ეთამაშა. როგორც ხედავთ, გარეთის ეს ოცნება ასრულდა.

* გარეთ ბეილის ტრანსფერი „ტოტენჰემიდან” „რეალში” 2013 წლის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება, როგორც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

* სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ლონდონურ და მადრიდულ კლუბებს შორის გარეთ ბეილის ტრანსფერის თაობაზე. ზუსტად ამდენ ხანს მოუნდნენ მადრიდელები თავის დროზე კაკას „მილანიდან”, რუუდ ვან ნისტელროის „მანჩესტერიდან” და მაიკლ ოუენის „ლივერპულიდან” გადმოყვანას.

* გარეთ ბეილის ხელფასი სიდიდით მესამეა მადრიდის „რეალში”. ბეილზე მეტს აიღებენ მხოლოდ იკერ კასილასი და სერხიო რამოსი – წელიწადში 6 მილიონ ევროს და კრიშტიანუ რონალდუ – 9,5 მილიონ ევროს. ბეილის ანალოგიური ხელფასი აქვს ქარიმ ბენზემას.

* გარეთ ბეილი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული უელსელი ფეხბურთელია. რაიან გიგზი, კრეიგ ბელამი, აარონ რემზი, გარი სპიდი – ამ ცნობილი უელსელი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება იმდენად სასაცილოა ბეილის ტრანსფერთან შედარებით, რომ უადგილოა ციფრების დასახელება. 

* გარეთ ბეილი ერთადერთი უტიტულო ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელშიც 50 მილიონზე მეტი ევრო გადაიხადეს. საკლუბო დონეზე ბეილს არც ერთი ტიტული არ აქვს მოგებული.

* გარეთ ბეილის კარიერაში პირველი პროფესიული კლუბი „საუთჰემპტონი” იყო. 2006-2007 წლების სეზონში ბეილმა 40 მატჩი ითამაშა კლუბში და 5 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად „ტოტენჰემში” გადავიდა.

* „საუთჰემპტონში” გარეთ ბეილი კარიერას, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი მარცხენა მცველის პოზიციაზე იწყებდა. მცველად შეიძინა ის „ტოტენჰემმა”, სადაც საბოლოოდ, შემტევ ვინგერად ჩამოყალიბდა და მსოფლიომაც ასე გაიცნო.

* გარეთ ბეილის ნიჭის აღმომჩენად ჰარი რედნაპი სახელდება, რომელმაც შეამჩნია „ტოტენჰემის” სათადარიგო სკამზე მჯდომი ახალგაზრდა ფეხბურთელი და შანსი მისცა. ბეილმა კი გამოიყენა.

* პირველი მატჩი უელსის ნაკრების რიგებში გარეთ ბეილმა 2006 წლის მაისში ჩაატარა, როცა 16 წლის და 315 დღის იყო. პირველად ის ჯონ ტოშაკმა მიიწვია და ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრებთან ათამაშა. ბეილი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია უელსის ნაკრების ისტორიაში. მის აქტივში ამჟამად 41 მატჩია ნაკრებში და ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ყველა შანსი აქვს, ლეგენდარული უელსელი მეკარის, ნევილ საუთჰოლის რეკორდი მოხსნას – 92 მატჩი ნაკრებში. ამჟამად ყველაზე მეტი კეპი უელსის ნაკრებში კრეიგ ბელამის აქვს მოხვეჭილი – 65 მატჩი.

* გარეთ ბეილმა თავისი საფირმო ნიშანის გამოყენების უფლება მიიღო – ხელებით გაკეთებული გულის ფორმა: ჟესტი, რომლითაც ბეილი გატანილ გოლებს აღნიშნავს. გულის ფორმაში ჩაწერილი ციფრი 11 ბეილის ოფიციალური სავაჭრო ნიშანი გახდა, რომელსაც „ილევენ ოფ ჰართს” ეწოდა. 

скачать dle 11.3