კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ტიპის ადამიანს რა დაავადება ემუქრება

როდის ხდება ალკოჰოლი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება

დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად მიღებისას, ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს და ბევრი უკურნებელი დაავადების მიზეზი ხდება. მცირე რაოდენობით კი ის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.

არყის საშუალებით, შეგიძლიათ, ბევრ დაავადებას უმკურნალოთ სახლის პირობებში. მაგალითად:

* ფაღარათის დროს დალიეთ ერთი პატარა ჭიქა მარილიანი არაყი. ასევე, ამ დროს კარგი ეფექტი აქვს კაკლის სპირტხსნარს: ბოთლში  ჩაყარეთ რამდენიმე დანაყილი კაკალი (თავისი მწვანე კანით), დაასხით არაყი და გააჩერეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ფაღარათის დროს დალიეთ დღეში 2 სადილის კოვზი.

* ბუასილის დროს 800 გრამ ჭვავის გამხმარ პურს დაასხით არაყი და დადგით თბილ ადგილას. გააჩერეთ ოთხი დღის განმავლობაში. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, ჭამის წინ. ეს კარგი მატონიზებელი საშუალებაცაა.

* ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგია არყისა და მჟავე კომბოსტოს წვენის ნარევის დალევა.

* პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს, დაგეხმარებათ ყურძნის თბილი ღვინის და არყის ნარევის საფენები.

* ანგინის დროს, ერთ სადილის კოვზ კრაზანას დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორთქლზე ათი წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ და დაამატეთ დინდგელის 10-პროცენტიანი სპირტხსნარი – ერთ ჭიქა ნაყენზე 50 წვეთი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში.

* თრომბოფლებიტის დროს, 1 ჭიქა არაყში ჩაყარეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ცხენის წაბლი (კანის გარეშე). გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას. დროდადრო შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 30 წვეთი, წყალთან ერთად. კარგია ვარიკოზის დროსაც.

 

გაიმაგრეთ სისხლძარღვები და მოიხსენით ნერვული სტრესი 

ცხოვრების არანორმალური რიტმის გამო, ბევრი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. არსებობს სპეციალური წესები, რომ შრომამ ძალიან არ გადაგღალოთ და თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ:

* ყოველდღე დაიზილეთ ტანი ცივი წყლით და მიიღეთ B ვიტამინი; ძილის წინ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა;

* დიდი რაოდენობით მიირთვით ის საკვები, რომელიც კალცით არის მდიდარი: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული;

* თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;

* თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმ ადამიანებს აწუხებთ,  რომელთაც დიდხანს უწევთ სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით დაჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ;

* ყოველ დილით დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია, ასევე, პიტნის ჩაი;

* დალიეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა ყურძნის ნატურალური წვენი (წყალში გაზავებული);

* ინტელექტუალური შრომით გამოწვეული თავის ტკივილისას კარგია, თუ სადილად ქაშაყს მიირთმევთ.

სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კურსი და ჭამოთ დღეში ერთი კბილი ნიორი (უზმოზე). სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ.

ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის დროს, თბილ რძეში გახსენით კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.

 

ნუ გააზარმაცებთ კუჭს

ბუნებამ საჭმლის მომნელებელი სისტემა შერეული საკვებისთვის დააპროგრამა. კუჭსა და ნაწლავებში გამომუშავებული ფერმენტების ჯგუფი იწყებს საკვების დაშლას. როცა ადამიანი იღებს ერთფეროვან საკვებს, თანაც, მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით, ორგანიზმი იწყებს გაზარმაცებას და მხოლოდ ის ფერმენტი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ ერთი სახეობის საკვების დასაშლელად. დროთა განმავლობაში ეს სიზარმაცე ისე ძლიერდება, რომ ერთფეროვანი საკვებიდან ნებისმიერი გადახვევა აღიქმება როგორც კატასტროფა და ზარმაცი კუჭი შერეულ საკვებზე უარს აცხადებს.

სწორედ ასეთივე მექანიზმი მოქმედებს ხანგრძლივი შიმშილობის დროსაც. ერთფეროვანი და არაკალორიული საკვების შემდეგ მრავალფეროვანი და მსუყე საკვების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან, ფერმენტთა უკმარისობის გამო, ორგანიზმის მიერ მრავალფეროვანი პროდუქტის გადამუშავება ვერ ხერხდება.

 

კოლიტის, ბუასილისა და ღვიძლის დაავადების დროს ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ

ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ამა თუ იმ დაავადების დროს იყენებდნენ. მაგალითად: 

კოლიტის დროს, მრავალძარღვას ახლად გამოწურულ 1 სადილის კოვზ წვენსა და 1 სადილის კოვზ მშრალ, დაფხვნილ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით თავდახურული, დაახლოებით 10-15 წუთით. ნაყენი სვით დღეში ერთხელ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

წყლულოვანი კოლიტის დროს ზემოთ მოყვანილი ნაყენი უნდა მიიღოთ 3 თვის განმავლობაში და თან, დაიცვათ დიეტა, რომელიც ამ დაავადებისთვისაა მისაღები. ყოველი ჭამის წინ, წყლის ნაცვლად უნდა დალიოთ სელის თესლის ნაყენი. შედეგი შესამჩნევი გახდება ერთი თვის შემდეგ.

ნაწლავების პოლიპოზის დროს ნაძვის ნედლი ტოტები დაგეხმარებათ: ნახევარ ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ ტოტებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ. უკეთესია, თუ ამ კურსს სექტემბერში ჩაიტარებთ.

თუ ბუასილი გაწუხებთ, დანაყეთ მინდვრის შვიტა. 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით. სვით ეს ნაყენი მთელი დღის განმავლობაში, ყლუპ-ყლუპით. 

კვანძოვანი ბუასილის დროს კი კარგია, თუ გაიკეთებთ გამწმენდ ოყნას, რომელშიც შერეული იქნება გვირილა და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ღვიძლის დაავადების დროს, აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა კომბოსტოს მწნილის წვენი და შეურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა პომიდვრის ახალგამოწურული წვენი. ეს ნაზავი მიიღეთ დღეში ორჯერ, ორი თვის განმავლობაში. ამ დროს კარგია, თუ წყლის ნაცვლად ასკილის წვენს დალევთ.

 

როგორი ტიპის ადამიანს რა დაავადება ემუქრება

ისინი, ვინც საკუთარ თავს ყველაზე ჭკვიანად და წარმატებულად მიიჩნევენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, ფსიქიკური დაავადებების ან კუჭის წყლულის განვითარების მიზეზი გახდეს. ასეთი ადამიანები მუდმივად აღგზნებულნი და დაძაბულები არიან. სხვებთან შედარებით, ისინი უფრო ხშირად ავადმყოფობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, წყლულებით, ფსიქიკური დარღვევებით.

მომჭირნე ადამიანებს ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ძუნწის ორგანიზმში კი, ეგრეთ წოდებული, განგაშის ჰორმონის დონე მუდმივად მაღალია, რაც თავის მხრივ, სისხლძარღვთა ქრონიკულ სპაზმს იწვევს. ამაზე პირველად რეაგირებს ტვინის ყველაზე მგრძნობიარე სისხლძარღვები და შედეგიც არ აყოვნებს. ამ დროს ხშირია თავის ტკივილები და იზრდება ინსულტის ალბათობა.

ისინი, ვინც ძალიან ადვილად ბრაზდებიან, კარგავენ წონასწორობას, სიამოვნებას იღებენ ჩხუბისა და დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი. ნერვული სისტემის პერიოდული გაღიზიანება იმუნიტეტს აიძულებს, მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში იყოს. ვისაც სპეციფიკური ფერმენტების სიჭარბე აქვს გაბრაზების, გაღიზიანების მომენტში, გარკვეულ დრომდე, შეიძლება, არც კი იცოდეს, რომ ალერგიისადმია მიდრეკილი.

ხარბებს ყველაფერი უნდათ, თანაც ძალიან ბევრი. ასეთებს ხშირად აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევები, აწუხებთ კუჭის შეკრულობა, ნაწლავთა გაუვალობა, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ამის გამო დარღვეულია ორგანიზმის თვითრეგულაცია, რაც ონკოლოგიურ დაავადებათა გამომწვევია. მოსალოდნელი საშიშროების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და ხშირი გაციება, რაც ასევე, უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

მუდმივი დარდი, წუხილი, მელანქოლია ცხოვრებით უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც, ზიანდება სასუნთქი ორგანოები, მაგალითად, ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა. რადგან ადამიანის ემოციურ სფეროსთან სწორედ ეს ორგანოებია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული. დარდისა და წუხილისადმი მიდრეკილება ადამიანებში სხვადასხვანაირად აისახება. ნეგატიური ემოციების ზეგავლენით, ზოგში ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, ზოგში კი ძლიერდება.

 

როგორ ავადდება ადამიანი პაპილომა ვირუსით და გადადის თუ არა ის სექსუალური კონტაქტით

პაპილომა ინფექციური პათოლოგიაა, რომელსაც პაპილომას ვირუსი იწვევს. ის მეტად გავრცელებული დაავადებაა, უფრო სწორად კი, მაღალკონტაგიოზური ქრონიკული დაავადება, რომელსაც კანსა და ლორწოვანზე პაპილომური წარმონაქმნების, მეჭეჭისმაგვარი წანაზარდების – კონდილომების გაჩენა ახასიათებს. სხვათა შორის, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ამ ვირუსული ინფექციების გადაცემის ალბათობა, საკმაოდ მაღალია.

ადამიანის ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა და აქტივობა პირდაპირ უკავშირდება ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას. ინფექცია რომ გამოვლინდეს და დაავადება განვითარდეს, ვირუსის გარკვეული რაოდენობაა საჭირო.

პაპილომის ვირუსი, ძირითადად, სასქესო და საშარდე ორგანოების ლორწოვან გარსსა და მიმდებარე კანის საფარველზე ჩნდება და აზიანებს. არ არის გამორიცხული, ასევე, სხეულის სხვა უბნის ლორწოვან გარსსა და კანზეც განვითარდეს. ინტენსიური გამრავლებისა და გააქტიურების ფონზე, ვირუსი ეპითელურ უჯრედებს აზიანებს და სახეს უცვლის მათ. შედეგად კი კანის შესაბამისი უბნები კონდილომებით იფარება. ასევე, ჩნდება ერთდროულად რამდენიმე კონდილომაც. მამაკაცებს კონდილომები შედარებით მეტად უვითარდებათ, ვიდრე ქალებს.

განსაკუთრებული მძიმე კლინიკური სურათით გამოირჩევა შარდსადენ მილში განვითარებული პაპილომა, რაც ორივე სქესის წარმომადგენლებს ემუქრებათ. ქალებს კონდილომები ზოგჯერ პირის ღრუში, ყელის ლორწოვან გარსზე, ქუთუთოებსა და კისრის მიდამოშიც უჩნდებათ.

არსებობს პაპილომა ვირუსის 2 ტიპი, კერძოდ, ონკოგენური და არაონკოგენური. ზოგიერთი ტიპის ვირუსით გამოწვეული წარმონაქმნი, შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს. ეს კი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ორგანიზმის ინდივიდუალურ იმუნურ სტატუსსა და პროცესის მიმდინარეობის აქტივობაზე, გარემოს ტიპსა და პაპილომური წარმონაქმნის თავისებურებაზე, ზრდის ფორმაზე და ასე შემდეგ. პაპილომას მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი და ზოგადი კომპონენტებით. ადგილობრივი მკურნალობა კონდილომებისა და ატიპურად შეცვლილი ეპითელიუმის მოსაცილებლად არის გამიზნული. ყველაზე პოპულარულია დღეს თხევადი აზოტით კონდილომების მოწვა, თერმოკოაგულაცია, ქიმიური კოაგულაცია, ლაზერული დესტრუქცია.

ზოგად მკურნალობაში კი შედის იმუნური სისტემის გაძლიერება და ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაციის შემცირება.

скачать dle 11.3