კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლინიკა „რეპროარტი“ – უშვილობის მკურნალობის ამერიკული ხარისხი

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ ძირითადი მიმართულებაა ყველა ტიპის უშვილობის კვლევა და მკურნალობა, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით. „რეპროარტის“ დამფუძნებელი და დირექტორია ემბრიოლოგი ლიკა ჭყონია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს და არც ახლა გაუწყვეტია საქმიანი კონტაქტი თავის ამერიკელ კოლეგებთან: კლინიკა „რეპროარტის“ თანამშრომელია ამერიკელი ემბრიოლოგი დევიდ მაკალა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო კლინიკების ხარისხის კონტროლის ექსპერტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკის კონსულტანტია. შესაბამისად, ქართულ-ამერიკული კლინიკა „რეპროარტი“ პაციენტებს უშვილობის მკურნალობის ამერიკულ ხარისხსა და შედეგს სთავაზობს. კლინიკის დაფუძნებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა, უფრო დაწვრილებით ამ თემაზე კლინიკის დირექტორი ქალბატონი ლიკა ჭყონია გვესაუბრება. 

– კმაყოფილი ხართ იმ  შედეგით, რასაც ამ ერთი წლის განმავლობაში მიაღწიეთ?

– ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ: როგორც პაციენტების მკურნალობისა და დაბადებული ბავშვების რაოდენობის მხრივ, ისე, ჩვენი პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხითაც. როგორც სპეციალისტები მუდმივად უნდა ვიზრდებოდეთ, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ და რაც შეიძლება, უკეთ მოვემსახუროთ ჩვენს პაციენტებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, როდესაც საკუთარი კლინიკის დაფუძნება გადავწყვიტე. მოგეხსენებათ, როგორ სწრაფად ვრცელდება ხმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც პაციენტები გვყავს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. უნდა გითხრათ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილზე მეტი შევძელით, უფრო მეტი პოტენციალი აღმოგვაჩნდა. ის ლამაზი შენობა, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, აღარ გვყოფნის და ვაპირებთ გაფართოებას, ბუნებრივია, შევინარჩუნებთ იმ კომფორტს, რაც პაციენტებისთვის აქ გვაქვს შექმნილი.

– კლინიკის უცხოელი პაციენტების გეოგრაფია როგორია?

– ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ასევე, შორეული ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან პაციენტები. ჩვენთვის უმთავრესია ხარისხის კონტროლი, ოღონდ არ იფიქროთ, რომ ამაში მხოლოდ თანამედროვე აპარატურას ვგულისხმობ –  კლინიკა აღჭურვილია ამ სფეროში არსებული საუკეთესო აპარატურით –  არამედ, ცოდნის მუდმივ განახლებას, ახალი მეთოდიკების დანერგვას. მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. რეპროდუქციულ მედიცინაში ორი მნიშვნელოვანი კონგრესია: აშშ-ს რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის კონგრესი (ASRM) და ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის კონგრესი (ESHRE). მაგალითად, ოქტომბერში მივდივართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენი ნაშრომი მიღებულია პრეზენტაციისათვის.

– კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს, გარდა ინ ვინტრო განაყოფიერებით მკურნალობისა, რა მომსახურებებს სთავაზობთ პაციენტებს?

– ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებია: მამაკაცის უშვილობა, ჩვეული  ანუ მრავალჯერადი თვითნებითი აბორტის მკურნალობა. ვმკურნალობთ ყველანაირ გინეკოლოგიურ დაავადებას, ასევე, ვაგვარებთ ანდროლოგიურ, ანუ მამაკაცის პრობლემებს, ნებისმიერი სახის ენდოკრინოლოგიურ დარღვევას, გვყავს მამოლოგი, ტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სრული სპექტრი – როგორც სისხლის საერთო და ბიოქიმიური, ასევე ჰორმონალური ანალიზები. რაც მთავარია, ჩვენს კლინიკაში ტარდება  ყველანაირი აცრები. ჩვენი მეთოდიკები თანამედროვე, ძალიან დახვეწილი და წარმატებულია. რაც მთავარია, პაციენტებისადმი გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც გვეხმარება წარმატებული შედეგის მიღებაში. ბუნებრივია, პაციენტთა ანონიმურობა დაცულია.

ვმუშაობთ კვირაში 7 დღეს, თუ პაციენტს დასჭირდა, 24 საათის განმავლობაშიც, მაგრამ სასურველია, წინასწარი ჩაწერა. ასევე, პაციენტებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“: საძიებელ ველში ქართულად ჩაწერეთ „რეპროარტი“.

კლინიკა „რეპროარტის“ მისამართია: თბილისი, თარხნიშვილის ¹17

ტელ: 2 515-909, 2 946-069.

скачать dle 11.3