კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგზავრობა „ქუთაისი – წინწკილას“ მარშრუტით და გიჟის ოინი

სიმართლე გითხრათ, დღეს არსებობს თუ არა, ვერ დავდებ თავს, მაგრამ, მეოცე საუკუნეში, კომუნისტების დროს, იმერეთის ერთ მთიან რაიონში ფსიქიატრიული საავადმყოფო ფუნქციონირებდა.

იმერლებმა იციან, დანარჩენებს კი უნდა მოვახსენო, რომ ამ საავადმყოფოს „წინწკილას“ ეძახდნენ.

დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონიდან მიჰყავდათ იქ ცხოვრებისგან გონებაარეული ინდივიდები.

„ქუთაისი – წინწკილა“ – ეწერა „პაზიკ“ ავტობუსებზე. ერთ დღესაც, „პაზიკის“ მძღოლს, ანზორა გვიმრაძეს, ერთი კლიენტი ჩაუჯდა.

– ბიძია, ამიყვანე „წინწკილაზე“, ფული არ მაქ მე...

ანზორა ეკლესიური კაცი იყო და, – კიო, – უთხრა.

კლიენტი გაუშინაურდა და მძღოლის გვერდით მოკალათდა, „საპატიოდ“ გაკეთებულ სკამზე.

მანქანა მძიმედ შეუყვა აღმართს.

ცოტა ხანში კლიენტმა სიჩუმე დაარღვია:

– რატომ არ მეკითხები, ანზორა ბიძია, არაფერს?

– რა უნდა გკითხო, მაგალითად? – სიჩქარე გამოცვალა მძღოლმა.

– რატომ მივდივარ „წინწკილაზე“ მე – კაი ბიჭი და კაი ვაჟკაცი?

– ალბათ, ნათესავი გყავს იქ...

– აჰ, არა...

– აპა?

– გიჟი ვარ მე... ოღონდ, წესიერი გიჟი ვარ...

ანზორას გააჟრჟოლა. ასეთი არაფერი უნახავს, არც გაუგონია.

– გიჟი ვარ მე და, ნაცნობი თუ გყავს, მომაწყოს იქ...

– კაი, ბიძია, კაი... ვნახავ ვინმეს...

– ოტკა მაქ და დავლიოთ... – ბოთლის თავი გამოაჩინა უცნაურმა კლიენტმა კოსტიუმის ჯიბიდან.

– აჰ, ეგ როგორ შეიძლება, ბიჭიკო, – დაუყვავა (გიჟს უნდა აჰყვე) ანზორამ, – ამხელა ხრამებია... რო დავლიო, ხო გადევიჩეხებით, ბოშო და, დავღუპო ერთი ავტობუსი ხალხი?!

– ავტობუსი ჯართია... მაგის დედა არ ვატირე? დალევაა ცხოვრება, აპა!

ანზორა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კლიენტი სწორი მიმართულებით მიჰყავდა.

– შეყვარებული მყავს მე ქუთაისში და იმან გადამრია... აბა, რა მჭირდა ახლა მე გასაგიჟებელი და საწინწკილებელი?! შემხედე ერთი, კარგად შემხედე – ცუდი ბიჭი ვარ 25 წლის პირობაზე?!

– მშვენიერი ბიჭი ხარ. შენისთანა ბიჭი არც ქე უნდა დაბადებულიყო...

– აპა, რა უნდოდა? არა, რა უნდოდა? მითხრა, არაყი არ დალიოო და დავლიე... მითხრა – არ იჩხუბოო და ვიჩხუბე... მითხრა, დედაჩემს ნუ აგინებო და შევაგინე... რა ვქნა მეტი, თუ ჩემი ბიძია ხარ?! ოცდახუთი წლის კაცმა მეტი რა ვქნა?! გაფიცებ, ვინც გულით გიყვარს – შემიძლია მეტი მეე?!

– მართალი ყოფილხარ... მეტი რა უნდა ქნა! – კვლავ დაეთანხმა შეშინებული მძღოლი.

როგორც იქნა, ამ ლაპარაკ-ლაპარაკში დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.

– ე, ახლა შენ მიდი, რობიზონა იკითხე, – არიგებს ანზორა, – ჩემი სახელი უთხარი და გაგსკვანჩავს ხოშიანად.

– შენ უკან ბრუნდები, ხო, ანზორა დეიდა?

– ბიძია...

– უჰ... ბიძია... დავლიოთ? თუმცა, არა, შენზა არ შეიძლება... როგორი პატივი მეცი... მარა, ერთი თხოვნა მაქ... უკან ხო ბრუნდები?

– კი, ბიძია, 15 წუთში გასვლა მაქ.

– აგერ, წერილს გაგატნევ ჩემ შეყვარებულთან და მიუტანე...

– მისამართი?

– რათ უნდა მისამართი, რო ჩახვალ, თვითონ მოვა და გამოგართმევს, ოღონდ, ძააან, ძაან გთხოვ... კონვერტი არ გახსნა...

– არ გავხსნი, ბიძია...

– შენი დედა მო...ნ, თუ გახსნა! – უცებ აღელდა ბიჭი.

– არ გრცხვენია? არ გავხსნი, – დაუყვავა (და გინება აპატია) მძღოლმა.

გამოართვა კონვერტი და... 3 საათში ქუთაისში იყო.

რეისი დამთავრდა. წერილის ადრესატი არ ჩანს. უხერხულში ჩავარდა კაცი. პირობას ვერ უღალატა და უცდის ადრესატს. გავიდა ერთი საათი და ადრესატი არ ჩანს.

– რას უყურებ, ანზორია, ბუჯო, არ მიდიხარ სახში? – შეეხმიანა „ქუთაისი-ონის“ მძღოლი ბეჟანა ქლიბაძე.

– ვუცთი, კაცო... გოგო უნდა მევიდეს, წერილი გამამატანეს და რა ვქნა? – გაეპასუხა მუდამ წესიერი ანზორა. მისამართი მაინც ვიცოდე, ტაქსით მივუტანდი ბინაზე.

– შეიძლება, შით წერია, – გონებამახვილობა გამოიჩინა ბეჟანამ.

– ხო... ხო... ეგ კი არ გამხსენებია... იქნება, ქეც შერიგდენ ბოვშები, – ინსტინქტურად გახსნა კონვერტი ლოდინით თავმობეზრებულმა ანზორამ.

გახსნა და ხელში უჯრედიანი რვეულის ფურცელი შერჩა:

„ხო გითხარი, არ გახსნა-მეთქი, მე შენი დედა...“ – ამოიკითხა დიდი ასოებით ნაწერი... ცოტა დაფიქრდა და გადააფურთხა:

– ოოხ, მე მართლა შენი დედაც...! ვინაა ახლა გიჟი?!

 

скачать dle 11.3