ანეკდოტები
ქალი მკითხავთანაა მიღებაზე და ეხვეწება:
– ძალიან გთხოვ‚ დამიბრუნო ქმარი‚ ახალგაზრდა ქალთან გაიქცა... სამი შვილი მყავს‚ ძალიან მიჭირს‚ მარტო როგორ ვუპატრონო...
– კარგი. 100 ლარი მომეცი და დაგიბრუნებ ქმარს...
რამდენიმე დღის შემდეგ ქალი ისევ მივიდა მკითხავთან. სახე წაშლილი აქვს‚ გაფითრებულია‚ დაბნეულია და მთლიანად კანკალებს...
– ქმარი არ დაგიბრუნდა?
– დაბრუნდა, ოღონდ, პირველი‚ რომელიც ათი წლის წინ დავმარხე...
***
ქალი სამსახურში ჩალურჯებული თვალით მივიდა.
– რა მოგივიდა? – ეკითხება ყველა გაოცებით.
– ქმარმა ბოლომდე არ მომისმინა...
***
დირექტორი ერთ-ერთ განყოფილებაში შედის. ოთახი გაბოლილია და შენიშვნას აძლევს თანამშრომლებს:
– რამდენჯერ უნდა გითხრათ‚ მუშაობის დროს არ მოწიოთ-მეთქი?!
– ვინ მუშაობს‚ რო?!
***
საერთო საცხოვრებელში სტუდენტი წყვილები საწოლებზე განაწილებულან და ერთ ამბავში არიან... როგორც იქნა‚ შეწყდა კვნესა-კრუსუნი და ერთმა ბიჭმა წამოიძახა:
– გინდათ‚ ერთ ანეგდოტს მოგიყვებით?
– ოღონდ‚ უხამსი არა! – პასუხობს ერთ-ერთი გოგონა.
***
პენსიონერი ცოლ-ქმარი სამოთხეში მოხვდა. ირგვლივ სიმწვანეა‚ სიმშვიდე‚ სილამაზე, გული ხალისობს და... უცებ, ქმარმა ცოლს გვერდში მაგრად გასცხო.
– გაგიჟდი‚ რას აკეთებ? – უსაყვედურა ცოლმა.
– რომ არა შენი აჩემებული დიეტა‚ აქ ერთი წლით ადრე მოვხვდებოდით...
***
– ჩემი შეყვარებული მობილურივითაა...
– ისეთივე პატარა‚ თანამედროვე და შენთვის აუცილებელი?
– არა‚ როცა ფული მიმთავრდება‚ აღარ მელაპარაკება...
***
გამბედაობა‚ სიმამაცე‚ ვაჟკაცობა‚ მოვალეობა‚ მამულიშვილობა‚ სინდისი‚ მეგობრობა‚ სიყვარული... – სიმთვრალის ნიშნებია.
***
საავადმყოფოს პალატაში ავადმყოფს ტელეფონი აღვიძებს:
– დილა მშვიდობისა‚ მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ... ანალიზების პასუხები მოვიდა და მინდა გითხრათ‚ რომ თქვენ აღმოგაჩნდათ გონორეა‚ ქუნთრუშა‚ წითელა‚ ღორის გრიპი‚ ყვავილი‚ შავი ჭირი‚ ვირუსული ჰეპატიტი...
– მიმკურნალეთ‚ გააკეთეთ რამე! – წამოიძახა შეშინებულმა პაციენტმა.
– ნუ ნერვიულობთ‚ ვიმოქმედებთ გეგმის მიხედვით. პირველ ყოვლისა‚ გინიშნავთ ბლინების დიეტას: საუზმეზე – ბლინები‚ სადილზე – ბლინები‚ ვახშმად – ბლინები.
– მერე, მიშველის?
– არ ვიცი‚ მაგრამ, კარის ქვედა ღრიჭოდან რისი შემოწოდებაც შეგვიძლია – ბლინებია.
***
82 წლის მოხუცი ექიმთან მიდის:
– მომავალ კვირას ვქორწინდებდი.
– ცუდი არ არის... რამდენი წლისაა საპატარძლო?
– 18-ის
– მინდა გაგაფრთხილოთ‚ რომ ლოგინში ზედმეტ აქტიურობას, შეიძლება‚ ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
– ოჰ‚ არა უშავს‚ დიდად შეყვარებული არ ვარ‚ თუ მოკვდება, ახალს შევირთავ...
***
თუ გინდათ‚ უცხო კოლექტივში გამოიცნოთ ლიდერი‚ დააკვირდით‚ ვის მაგიდაზე დევს კონდიციონერის პულტი.
***
ქუჩაში მამაკაცი მიდის ქალთან და ეკითხება:
– ჩემთან 5 000 დოლარად დაწვებით?
– კი...
– 100 ლარად?
– თქვენ მე ვინ გგონივართ?
– ვინც მგონიხარ‚ ეს უკვე გავარკვიე‚ ახლა ფასშია საქმე...
***
მამა-შვილი პურზე წავიდა და მხოლოდ ორი საათის შემდეგ დაბრუნდა.
– სად იყავით აქამდე? – ეკითხება შვილს დედა.
– სადაც ქალები მამას უფულოდ არ აძლევდნენ.
– გეფიცები‚ მაღაზიებში დავდიოდით‚ დამიჯერე... – წამოიძახა შეშფოთებულმა კაცმა.
***
მიხო აფრიკაში ტურისტულ ჯგუფს ჩამორჩა და გზა აერია... თუთიყუშებმა უშველეს – დაკარგული მათი გინების მიხედვით იპოვეს...
***
იდეალური ცოლი ისაა‚ რომელიც რჩება ერთგული‚ მაგრამ, ცდილობს, ისეთივე მომხიბვლელი იყოს‚ თითქოს გღალატობთ.
***
– ბავშვებო‚ აბა‚ ვის გმირობას გაიმეორებდით?
– კაზანოვას ყველა გმირობას...
***
– აუ‚ სადაცაა, თავი გამისკდეს: ქორწილი‚ დაბადების დღე‚ წლისთავი – ყველაფერი ერთ დღეს... სად წავიდე‚ არ ვიცი...
– წლისთავზე.
– რატომ?
– იგივეა‚ თანაც, საჩუქრის გარეშე.
***
მიხოს ოჯახი სადილობს. პატარა ვანუა თეფშს ჩაშტერებია და არ ჭამს.
– ჭამე‚ მამა გენაცვალოს‚ თორემა, კუტუ აღარ გაგეზრდება...
– შეეშვი‚ კაცო! მაგ ბალღ რო ასწავლი‚ შენ თვითონ გეჭამა... – გააჩუმა მარომ.
***
– იცით‚ თქვენი შვილი... კარგი ბიჭია‚ მაგრამ ყველა უზრდელური სიმღერა იცის...
– როგორ‚ მღერის ხოლმე?
– არა‚ უსტვენს...
***
სანდრო ბებიასთან დატოვეს.
– დედიკო და მამიკო კიდევ ჩხუბობენ? – ჰკითხა ბებიამ.
– კი. დედამ ზღვიდან რაღაც სიფილისი ჩამოიტანა. მამას‚ ზურა ძიას და ჩვენს მეზობელ გელასაც მისცა და ახლა ყველა ჩხუბობს... ვერ გავიგე‚ რატომ – ცოტა ჩამოიტანა და არ ეყოთ თუ არათანაბრად გაანაწილა...