მხოლოდ ფაქტები
* 1997 წლის სექტემბერში ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული კარიბის აუზის კუნძულ მონტსერატის ხელისუფლებამ წამოაყენა წინადადება, რომ კუნძულის დედაქალაქ პლიმუტისთვის გადაერქმიათ სახელი და მისთვის დიანა ეწოდებინათ.
* ბრაზილიაში აქვთ თავისებური რეკორდების წიგნი. სტატიას, რომელშიც წერია, რომ „რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დროს 28 ადამიანი დაიღუპა“, სათაურად აქვს „ყველაზე წყნარი კარნავალი“.
* ელვა-შესაკრავი 1893 წელს მექანიკოსმა ჰენრი არონსმა შექმნა.
* გიენებს თავის ტოლ ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე ძლიერი ყბები აქვთ. მათ აქვთ, აგრეთვე, ფსევდოპენისი, რითაც ხდება როგორც განაყოფიერება, ასევე, შობა.
* 1968 წელს პოლონეთში დაარსდა „ღიმილის ორდენი,“ რომელიც ენიჭებათ ხელოვნების მუშაკებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს იუმორისტული მიმართულებით.
* ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს თავს მაიკ ტაისონად, როდესაც კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენის ერთ-ერთი კონდიტერის დამზადებულ შოკოლადს შეჭამს – მას ყურის ფორმა აქვს, რაც ევანდერ ჰოლიფილდთან ტაისონის ცნობილი ინციდენტის მინიშნებაა.
* 1900 წელს დედამიწაზე სულ 6 200 ავტომობილი იყო, 1980 წელს კი, უკვე 250 მილიონი.
* 2000 წელს სამხრეთ კორეაში ააგეს კომპლექსი, რომელიც შედგებოდა კოსმოდრომისა და საკონფერენციო დარბაზისგან. ეს ყველაფერი განკუთვნილი იყო... უცხოპლანეტელებისთვის.
* იმრე კალმანს მანიაკური ჩვევა ჰქონდა – არაფერს აგდებდა. ერთხელ მისმა მდივანმა სთხოვა ნებართვა, გადაეყარა ათი წლის წინანდელი ქაღალდები, რათა ოთახში ადგილი გათავისუფლებულიყო. კალმანი დათანხმდა, მაგრამ, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც წინასწარ მათ ასლებს გადაიღებდნენ... დასატოვებლად.
* მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, მაიკლ ჯორდანი, უნივერსიტეტში სწავლის დროს, იატაკზე მჯდომი ვარჯიშობდა ბურთის კალათაში ჩაგდებაში.
* ბრიტანელი მწერალი დიკ ფრენსისი პროფესიონალი ჟოკეი იყო და მის აქტივში 21 მოტეხილობაა, მათ შორის – ხერხემლისაც.
* როგორც ამბობენ, ისლანდიის ეკონომიკა ძირითადად თევზზე, კერძოდ კი ქაშაყზეა დამოკიდებული.