კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის „მთავრობის ჯამბაზი“ „ენამწარე, მძიმე ქართლელი“ და რა ჭორი აუგორეს ვანო ჯავახიშვილს ტაქსისტებმა

ვანო ჯავახიშვილმა „ზი ვანოს შოუს“ ახალი სეზონი დაიწყო, – თან, ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გადასარევად გაერთობა და ეს ძალიან ახარებს... ჭორები არ ადარდებს, ზევიდან ზარების არ ეშინია და სიამოვნებით მივიდოდა პრემიერ-მინისტრთან ბიზნესცენტრში.

 

– ვანო, რა ხდება ახალ სეზონზე, რა ცვლილებები იგეგმება, რა სიახლეებს სთავაზობთ მაყურებელს?

– ფორმატში ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, რისკებზე ნაკლებად მივდივართ – შეიძლება, ამით გადაცემას რეიტინგი მოაკლდეს ან მოემატოს, არ ვიცი. გადაცემას საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს. ამიტომ, რა ვიცი, მივყვებით დინებას, მით უმეტეს, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია და გადაცემა ძალიან აქტუალურია – რამდენიმე ვარიანტი კი გვაქვს. ერთადერთი, სიახლე რაც არის, გვაქვს სულელური და სასაცილო ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტობის კანდიდატებზე, რომელიც ქართულ არხებზე გასული გამოძიებათა პაროდიაა. გარდა ამისა, გვაქვს დიდი წყვეტის შემდეგ განახლებული „ქლაბ შოუ“, ახალი თაობაა და ძალიან მაგარია.

– დუღილის ტემპერატურამ მოიმატა, ალბათ, წინასაარჩევნოდ...

– კი და, მაგარია ძალიან. ჩვენთვის მშვენიერი გასართობი პერიოდია, ბევრ კარგ ხუმრობას ვწერთ (იცინის). იმდენად სახალისო სიტუაციაში იმყოფება მთელი ქვეყანა, რომ იძულებულები ვართ, კარგი გადაცემები ვაკეთოთ. თუ დაწყნარდა და დალაგდა ქვეყანა, მერე შეიძლება, გადაცემას, ხარისხის მხრივ, პრობლემები შეექმნას. რატომ უნდა ვიხუმრო შოუ-ბიზნესზე, როცა ამხელა თემა გვიდევს ცხვირწინ.

– გელა-მიხეილ სალუაშვილზე გაქვთ ხუმრობები? კომიკური კანდიდატია...

– კომიკური არ არის, უბრალოდ, მისი საპრეზიდენტო პროგრამა ჩემთვის ბურუსითაა მოცული (იცინის). რაღაცეებს ლაპარაკობს, ვერ ვიგებ. ყველა კანდიდატს აქვს იმის პოტენციალი, რომ ქვეყანა დააყენოს ფეხზე და ჩემთვის ყველაფერი ეს ძალიან კომიკურია. იმიტომ, რომ ქვეყნის მართვა ზოგს ძალიან მარტივად ეჩვენება.

– ესე იგი, ზევიდან ზარები არ არის.

– მოკლედ, რა! არასოდეს ჩემთან ზევიდან ზარები არ ყოფილა. რა ვქნა ახლა, რით დაგიმტკიცო? სულ გვიწევს ამის გამეორება. ეტყობა, ხალხის გარკვეულ ნაწილს სჯერა და უნდა, რომ ასე იყოს. სისულელეა, იუმორისტულ გადაცემაში ვიღაც რეკავდეს და დირექტივებს აძლევდეს. რა აბსურდია... პოლიტიკური ზეწოლა არც ახლა არის. ჟურნალისტებივით თუ დაგვიბარებს ბიზნესცენტრში ბატონი ბიძინა იუმორისტებს, არ ვიცი (იცინის). ჩვენ გავაკეთეთ გადაცემაში მაგის პაროდია – იმიტომ, რომ ჩვენ, იუმორისტები ზოგადად, არანაკლებად კრიტიკულები ვართ, ვიდრე ჟურნალისტები. ალბათ, დაუგროვდა კითხვები ჩვენ მიმართ. ამიტომ ველოდები, როდის დაგვიბარებს მართლა, დაგვხვდება ამონაწერით და მოგვცემს შენიშვნებს (იცინის).

– მიხვალ, რომ დაგიბაროს?

– რა თქმა უნდა, აუცილებლად! ბევრი რამ მაქვს სათქმელი. თან, მაინტერესებს ის თეთრი ოთახი, რომელიც კაშკაშებს (იცინის).

– ბატონი პრემიერის გადაცემაში მოწვევის მცდელობა არ გქონია?

– ცოტა არ იყოს, რთულია ეგ ამბავი – ადამიანი, ზოგადად, იშვიათად ჩნდება რომელიმე ტელეგადაცემაში, ალბათ, არ მოვა, თორემ, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ვეცადეთ, მის პრესსამსახურთან, გვქონდა მცდელობები, მაგრამ, უშედეგოდ. შეიძლება, გაბრაზებულიც იყოს ჩემზე...

– ვანო, პოლიტიკაში წასვლაზე თუ იფიქრებ?

– არა, არასოდეს! ნამდვილად არ მინდა. მე რომ პოლიტიკაში წავიდე, ხალხს მოვატყუებ. ჩემთვის, ზოგადად, გაუგებარი სფეროა, ვერ შევდგები ადამიანად – ქვეყნის მართვა და კანონების მიღება არ არის ჩემი საქმე. არ მინდა, სადაც ვარ, იქაც გადასარევად ვგრძნობ თავს.

– თქვენი გუნდიდან წავიდა ხალხი, შენთანაც ხომ არ ყოფილა გადაბირების მცდელობა?

– ალბათ, იმიტომ, რომ განვითარების საშუალებას ვერ ხედავდნენ აქ. ამაზე არც ვბრაზობ, ჩვეულებრივი მომენტია, რომ ადამიანი ოდესმე მიდის. უბრალოდ, საწყენია, როცა ადამიანი მიდის და ზურგსუკან შენზე ცუდს ლაპარაკობს. ჩემზე იყვნენ ნაწყენები, აბსოლუტურად არალოგიკური ბრალდებებით მომადგნენ. არადა, ყველა მათგანს მეგობრად მივიჩნევდი და ნათესაობაც გვაკავშირებს გუნდის წევრებს ერთმანეთთან. ყოფილა, ადამიანი წასულა, ჩვენ თავიდან დაგვიძახია და შეგვითავაზებია ახალი პირობები. ამაზრზენი იყო ჩემთვის აფციაურის ბრალდება – არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, შემიძლია, ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო. აფციაური თვითონ იყო გულჩათხრობილი, რაღაცეებს იხვევდა გულში – პროექტს მართმევენო, ატეხა ერთი ამბავი. მერე თვითონ დაიწყო კეთება – რეიტინგი დაუვარდა და არხის დირექციამ დაუხურა. ჩვენი ბრალი მართლა არ იყო. ვინც წავიდა, მათგან, მარტო ნიკა გრიგოლიასა და სიკო ჭუმბურიძესთან ვმეგობრობ.

– შენზე ამბობენ, რთული ხასიათი აქვს, თავში აუვარდა, გამარჯობას აღარ ამბობსო...

– ვინ თქვა, გამარჯობას აღარ ამბობსო? რა სისულელეა! რთული ხასიათი ნამდვილად მაქვს, ძალიან მკაცრი ვარ, მომთხოვნი თანამშრომლებთან. მათრახი არ მჭირდება, მაგრამ დისციპლინის მომხრე ვარ. ბოროტი და ზედმეტად ამბიციური ნამდვილად არ ვარ (იცინის), რომ დიქტატორივით ვმართო. პრობლემის გამო მთელი თვით გამიშვია ადამიანი სამსახურიდან. ნამდვილად არ მაქვს ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე. თუ გინდა, გადი და თანამშრომლებში გაიკითხე, როგორი ადამიანი ვარ (იცინის).

– ქართლელი ჯავახიშვილი ხარ... ქართლელებს რომ იუმორი არ მოგდევთ დიდად?

– ჰო, არ აქვთ მაინცდამაინც. მე და ვახო ბიჭიკაშვილი ვართ მარტო ქართლელები, ერთი გურული გვყავს – მიშა, დანარჩენები სულ იმერლები არიან. თუმცა, ვიცი ერთი ქართლელი, ჩემზე ბევრად მაგარი იუმორი აქვს – ჩემი მეგობარი. არ ჩანს, სხვა სფეროშია დაკავებული. ხასიათი გვაქვს ძალიან მძიმე ქართლელებს, აბსოლუტურად ყველას. მე ძალიან ძნელად გამოვდივარ მდგომარეობიდან – იმიტომ, რომ არ მაქვს ხმამაღალი აფეთქებები, ჩემთვის ვბურტყუნებ ხოლმე რაღაცეებს (იცინის). იშვიათად გამოვდივარ წყობიდან – ცილისწამების შემთხვევაშიც კი, კომენტარების კეთება და პაექრობა ჩემი საქმე არ არის.

– შენი მეუღლე და შვილიკო თუ უყურებენ შენს გადაცემას?

– კი. რაც ბაღში დაიწყო ჩემმა შვილმა სიარული, ადრე წვება, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ბავშვია და ინტერნეტში თვითონ იქექება, პოულობს, არ ვიცი, როგორ და რანაირად ახერხებს (იცინის). ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ბავშვია. ტექნიკაში არის უნიკალური – იცის მიმატება-გამოკლება, ტექნიკური რაღაცეები, ეტყობა, ჩემი ტალანტი გამოჰყვა (იცინის).

– მეუღლე რა აზრისაა შენს გადაცემაზე?

– მეუღლე ძალიან კრიტიკულია. ჟურნალისტია და ყველაფერზე აკეთებს კომენტარს. ძალიან ობიექტური ჟურნალისტი მიზის სახლში. მწარე ენა მაქვს და ზოგჯერ, შეიძლება, სატირალი ფრაზა ვთქვა, ვინმე დავაზიანო. ამიტომ, ფრთხილობს და შენიშვნებს მაძლევს, მასაც მწარე ენა აქვს. რაღაცეების თქმა შეიძლება იუმორით და ეს კარგია. საერთოდ, ჩემი ცოლი კარგი მსმენელია.

– პრეზიდენტობის კანდიდატებს არ იწვევ გადაცემაში?

– როგორ არა და ძალიან მწყდება გული, რომ მარგველაშვილი არ მოდის. მოვიწვიეთ, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი მდუმარებით გვიპასუხა (იცინის). თუ დუმილი თანხმობის ნიშანია, მობრძანდეს, ჩვენი კარი მისთვის ყოველ პარასკევს ღიაა.

– ბევრი ზედმეტსახელი გაქვს – „მთავრობის ჯამბაზი“, „თემქელი თავა“, „დემოკრატიის დიდთავიანი შუქურა“...

– ყველა ეგ სახელი თვითონ დავირქვი – საკუთარ თავზე თუ არ იღადავე, ისე არ გამოვა, თან, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ახლა გავსუქდი და ახალ პერანგს ძლივს ვიცვამ. შესუნთქული ვწერ მონოლოგს, ცოტა შეღავათი რეკლამაზე მაქვს ხოლმე, თორემ ძლივს ვსუნთქავ (იცინის).

– ჭორები, ბევრი არაფერი მსმენია...

– ჭორებზე, იდიოტურ საიტებზე დიდად არ ვრეაგირებ. ერთხელ ამიგორეს ჭორი, რომ მერაბიშვილმა მანქანა მაჩუქა – გადაცემაში გასაღები გადმომცა, იმ აზრით, რომ ჩემს მძღოლად იმუშავეო. ტაქსისტებმა ამიგორეს ჭორი – არიქა, მერაბიშვილმა მანქანა აჩუქაო... იცოდე, სათაურად არ გამოიტანო ახლა (იცინის)!

 

скачать dle 11.3