კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა კახა ჯოხაძე მრავალცოლიანი და მეგობრობენ თუ არა მისი ცოლები ერთმანეთთან

მსახიობმა კახა ჯოხაძემ უკვე კარგა ხანია, მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა – მიუხედავად იმისა, რომ „შუა ქალაქში” ჩვენი რესპონდენტი წლების წინ გამოჩნდა, მაყურებლისთვის ის დღემდე ვახუნხულად რჩება. ახალი სეზონი, ახალი შემართებით დაიწყო და მის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. ამ ყველაფერს კი ინტერვიუდან შეიტყობთ.   

– კახა, რით ხარ ამ ეტაპზე დაკავებული? მაყურებელს თავი მოანატრე.

– ტელევიზიაში არც ერთ პროექტში აღარ ვარ. მართალია, ჩემი ინიციატივით არ მომხდარა ეს, მაგრამ მაინც მოხარული ვარ. დაახლოებით, ერთწლიანი პაუზა მინდა, ავიღო ტელესივრცეში. ვარსკვლავი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე შესვენება საჭიროა მსახიობისთვის, რომ მაყურებელსაც მონატრების გრძნობა გაუჩინო. ამ ეტაპზე ჩემს უსაყვარლეს ახმეტელის თეატრში ვარ და ასევე, საბავშვო სტუდია „თავდაყირაში,“ რომელიც „კომედის“ ბიჭებმა გააკეთეს. იქ შემომთავაზეს მემუშავა სამსახიობო ოსტატობის საფუძვლების „უფროს მეგობრად,” სიტყვა პედაგოგი არ მიყვარს.

– ანუ, თავდაყირა დააყენე ყველაფერი?

– სახელი რომ გავამართლოთ, ბავშვებთან შეხვედრებს ერთიანი, ხმამაღალი შეყვირებით ვიწყებთ, რა დროსაც მთელი გაგარინი ფეხზე დგას. ასე რომ, დილას ვიწყებ თავდაყირა. ეს ყველაფერი ახალი ხილია ჩემთვის და ძალიან საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა. საკუთარ შვილებს ვერ ვხედავ ისე ხშირად, როგორც მათ.

– თეატრში რა ხდება? 

– შოტლანდიაში ვიყავით გასტროლზე გოგა თავაძის სპექტაკლით, რასაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ჩამოვედით. ბევრი მიწვევა მივიღეთ, რაც სასიამოვნოა, დამეთანხმებით. არჩევნები გვქონდა თეატრში და ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გვყავს – თამაზ გოლაძე, რომელსაც კიდევ ერთხელ მივულოცავ თქვენი საშუალებით. ეს ადამიანი მართლა ძალიან ბევრს აკეთებს თეატრისთვის. ახმეტელის თეატრი ჩემთვის სახლივით გახდა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგი სიტუაციაა იქ. 

– ბაჩო ქაჯაიაც ახმეტელის თეატრის მსახიობია, როგორც ვიცი.

– კი, ბაჩოც ახმეტელის მსახიობია, თუმცა ის კიდევ რამდენიმე თეატრში მუშაობს. 

– მაყურებელს, ალბათ, კარგად ახსოვს სპექტაკლი „ტაქსისტი გივის სიყვარულის ამბავი,” სადაც შენ და ბაჩო ერთად მონაწილეობთ.

– ეს ვეტერანი სპექტაკლია, რომელიც თუ არ ვცდები, 2009 წელს დაიდგა და მაყურებელი დღემდე არ აკლია.

– მართალია, არც ერთ სერიალში აღარ ხარ,  მაგრამ იმაში კი ვარ დარწმუნებული, რომ კახა ჯოხაძე არავის დავიწყებია. ალბათ, ქუჩაში კვლავ აქტიურად გცნობენ.

– ქუჩაში მანქანით დავდივარ, მე კი ისეთი ვარსკვლავი არ ვარ, რომ ხალხი მანქანაში შემომივარდეს. თუმცა, ძალიან სასიამოვნოა, თუ ჩემს გულშემატკივარს ისევ ვახსოვარ.

– მიუხედავად იმისა, რომ „შუა ქალაქის” შემდეგ რამდენიმე პროექტში მიიღე მონაწილეობა, მაყურებელი დღემდე ვახოს ან ვახუნხულას გეძახის.

– ვახოთი ხშირად მომმართავენ, ასევე კოტესაც მეძახიან. მაგრამ, მათ შორის სერიალში რომ ვმონაწილეობდი – „ალუბლების ქუჩა,” კაციშვილმა არ იცის, იქ რა მერქვა. ისე, ჩემს მიერ განსახიერებული პერსონაჟების გამო, ყველა სახელზე მაქვს რეაქცია, საკუთარ სახელზე აღარაფერს ვამბობ. სახელების სიმრავლესთან ერთად, უამრავი ცოლი მყავს, რომლებთანაც ოჯახებით ვმეგობრობ.

– მკითხველს მართლა მრავალცოლიანი ეგონები კახა, დააკონკრეტე შენი სიტყვები.

– მადლობა, ერთი ცოლი მყავს და ესეც საკმარიაია. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი რეალური და ტელეცოლები ერთმანეთთან მეგობრობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ. ვერ მოგატყუებ და ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთთან სახლებში დავდივართ, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს ვეხმიანებით. მოკლედ, ყველანი ბედნიერები ვართ.

– მართალია, თავად მოხარული ხარ, რომ ტელევიზიაში პაუზა აიღე, მაინც მჯერა, რეჟისორები ყურადღების მიღმა არ დაგტოვებენ და რომელიმე ქართულ სერიალში აუცილებლად დაგაკავებენ.

– შეიძლება, გამორიცხული არაფერია. მე, პირადად, დიდი სურვილი მაქვს, დეტექტიური ჟანრის სერიალში მოვსინჯო თავი, ან დრამაში, არ არის პრობლემა. ძალიან მაინტერესებს, ამ ჟანრში საკუთარი თავის გამოცდა. არ მინდა, კომედიური ჟანრი ჩვევაში გადამივიდეს. უკვე სერიოზულად არავინ აღარ მისმენს. რასაც გეტყვით, ამაში ბევრი მსახიობი დამეთანხმება. მართალია, დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ, როცა სუფრასთან ვსხედვართ, ხშირად უთქვამთ: მსახიობი კაცი ხარ, მიდი რა, ერთი ლექსი წაგვიკითხე ან პატარა გვითამაშეო. ასე არ ხდება – ხშირად მსახიობის დანიშნულება ეშლება ხალხს.

– გეთანხმები, მსახიობი ჯამბაზი ნამდვილად არ არის.

– ჯამბაზები, მაღლა, გორაკზე, წვეტიანი შენობა რომ დგას, იქ არიან, დაუსრულებელ კიბეს რომ აუყვები და არ სრულდება.

– შენს გულშემატკივარს რას ეტყვი?

– დიდი მადლობა ყველას, სიყვარულისა და იმ სითბოსთვის, რომელსაც მათგან დღემდე ვგრძნობ. 

 

скачать dle 11.3