კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა მამაკაცმა ცოლი და მისი გარე ბიძაშვილი და სად ჩაუსაფრდა ის მეორე მსხვერპლს მთელი ღამის განმავლობაში

43 წლის რევაზ მ-იანი სასამართლომ  დამნაშავედ  ცნო განზრახ მკვლელობის ბრალდებით. მას  ორი ადამიანის მკვლელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  დაცვის მხარის მცდელობის მიუხედავად, შეცვლილიყო დანაშაულის  კვალიფიკაცია, სასამართლომ ეს არ გაიზიარა და  რევაზ მ-იანი დამნაშავედ მიიჩნია წინასწარ გამოძიებაში წაყენებული ბრალდებით. შემამსუბუქებელ გარემოებად არ იქნა გათვალისწინებული, არც ერთი ის გარემოება, რასაც  დაცვის მხარე  მოითხოვდა.   

დამნაშავემ სასამართლო პროცესზე, წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში მონანიებით აღიარა მეუღლის მკვლელობის ფაქტი.  თვითმხილველებმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, რომ დამნაშავე ცდილობდა, გადაერჩინა მეუღლე – 40 წლის ნანა ბ-ია მას შემდეგ, რაც მას  დანით ორი ჭრილობა მიაყენა. თუმცა, ამის შემდეგ აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა  კიდევ ერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.   

 43 წლის რევაზ მ-იანსა და მის მეუღლეს თანაცხოვრების ათი წელი აკავშირებდათ და ორი შვილიც ჰყავდათ. ოჯახის განცხადებით, წყვილს ურთიერთობაში არასდროს ჰქონია პრობლემები – უფრო მეტიც, როდესაც რევაზ მ-იანი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით ორწლიან პატიმრობას იხდიდა, ქალი თავად უძღვებოდა  მამაკაცის გარეშე დარჩენილ ოჯახს, ზრდიდა ორ შვილს. როდის და როგორ დაიწყო პრობლემები ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ამის შესახებ ოჯახის ახლობლების განცხადებით  არავინ არაფერი  იცოდა. ეს წყვილი საუკეთესოდ მიიჩნეოდა და მკვლელობა, რომელმაც მათი ახლობელ-ნაცნობთა წრე შეძრა, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. 

მკვლელობის დღეს რევაზ მ-იანი მეუღლესთან ერთად რამდენჯერმე ნახეს. დღისით ცოლი და ქმარი ერთად იყვნენ  მეზობლის ოჯახში, სადაც  გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის „ორმოცის” სუფრა იყო გაშლილი. თვითმხილოველთა განცხადებით, ნანა  ბ-ია სუფრიდან მალე წავიდა, მას მეზობლისთვის უთქვავს: შეუძლოდ ვარ, სახლში წავალ და დავისვენებო. ცოლ-ქმარს ერთმანეთის სიახლოვეს ორი სახლი ჰქონდათ. ერთში ისინი შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ, მეორე ბინა კი ნანა ბ-იას მშობლების დანატოვარი იყო, რომელსაც ცოლ-ქმარი სათავსოდ  იყენებდა.  მკვლელობა სწორედ ამ სახლში მოხდა.  მკვლელობის თვითმხილველმა მანანა ღ-ძემ, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა გარდაცვლილი ქალი, მოგვიანებით სამართალდამცველებთან განაცხადა: „ახალი შებინდებული  იყო, მეზობლისგან გამოვედი და სახლში ვბრუნდებოდი. ციოდა და ყველა საკუთარ სახლში იყო გამოკეტილი.  როდესაც რევაზ მ-იანის სახლის  ჭიშკარს მივუახლოვდი, უცებ სიბნელეში რეზო დავლანდე. თვითონ მომიახლოვდა და დამიძახა, მანანა, ჩქარა მიშველეო. ამის თქმა იყო  და ეზოში შევარდა. მეც უკან მივყევი. ეზოში ორი სახლი დგას – ერთი ძველი, მეორე ახალი. რეზო  ძველი ბინისკენ გაიქცა, რომლითაც  ცოლ-ქმარი არ სარგებლობდა. ძალიან გამიკვირდა, რეზო რომ იქით გაიქცა. მეც შევყევი და დავინახე, შესასვლელში, ხის ტახტზე შიშველი ნანა იწვა. ვიფიქრე, ცუდად გახდა და რეზო მის საშველად მიხმობს-მეთქი. როცა ახლოს მივედი, საშინელი სურათი  დავინახე.  ქალს სისხლით ჰქონდა მთელი ტანი მოსვრილი. სისხლიანი იყო რეზოც, თუმცა ეს ეზოში ვერ შევამჩნიე.  რეზო რა ხდება, ამიხსენი-მეთქი, – ვუთხარი. მან კი თავში ხელი წაიშინა და ამოილუღლუღა, მიშველე მანანა, მგონი, ნანა მოვკალიო. ის დახეული ზეწრით თავად ცდილობდა  ნანასთვის სისხლდენის შეჩერებას. არსად ჩანდნენ ბავშვები, რაც ძალიან გამიკვირდა. მერე გავიგე, რომ ბებიასთან იყვნენ სტუმრად სხვა სოფელში. მე ქუჩაში გამოვვარდი და მეზობლებს დავუძახე, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ როცა მოვიდა, ნანა უკვე  გარდაცვლილი იყო. მალე პოლიციაც მოვიდა შემთხვევის ადგილზე, რომელთაც ბინის დატოვება მოგვთხოვეს. რეზოს კვალს ვეღარ მივაგენით.  ვერც იმას მივხვდით, როდის დატოვა მან ბინა. იქვე იყო დანაშაულის იარაღი – დანა, რომელიც რეზოს საკუთრება იყო. ნანას ბევრჯერ დაუჩივლია – ეს კაცი დანის ტარებას ვერ გადაეჩვია და ამის გამო შეიძლება, შარშიც  კი გაეხვესო.”

სამართალდამცველებმა მეზობლების დაკითხვის შემდეგ, რეზო მ-იანის ძებნა დაიწყეს. მას სოფლის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, რომ საკუთარი თვალით დაინახა, სოფლის მდინარისკენ მიმავალი მთვრალი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, რეზო მ-იანი უნდა ყოფილიყო. გამოძიებას არ ჰქონდა პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა მოეკლა მამაკაცს ცოლი, ან რატომ იყო  შიშველი გარდაცვლილი ქალი, რომელსაც სოფელში კარგი რეპუტაცია ჰქონდა. 

მკვლელობიდან  თითქმის ათი საათი  იყო გასული, როცა შემთხვევის ადგილიდან 5-6 კილომეტრის დაშორებით, კიდევ ერთი მძიმე დანაშაული მოხდა. 34 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან  მოკლეს. მალხაზ ძ-ძეს დანით ყელის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მამაკაცს ყელი   ჰქონდა გამოჭრილი. მკვლელობას არ ჰყავდა თვითმხილველი. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, მკვლელი მას ჩუმად დაესხა თავს და მისი ვინაობა გაურკვეველი იყო. 

გამოძიებამ ამ ორ  მკვლელობას შორის კავშირი ძალიან მალე დაადგინა. როგორც წინასწარი მოკვლევით გაირკვა, გარდაცვლილი  ქალი და მამაკაცი ერთმანეთის  შორეული ბიძაშვილები იყვნენ, თუმცა ახლო ურთიერთობები არ ჰქონიათ. შუალედი ორ მკვლელობას შორის ათი საათი იყო – სწორედ ის პერიოდი, როცა სამართალდამცველები ნანა ბ-იას ქმარს ეძებდნენ. მოგვიანებით, ის თავად გამოცხადდა პოლიციაში  ორი მკვლელობის აღიარებით და თავი დამნაშავედ ცნო. 

რა მოხდა მკვლელობის დღეს? რატომ იყო გარდაცვლილი შიშველ მდგომარეობაში? რატომ მოკლა მამაკაცმა ცოლი და რამდენიმე საათის შემდეგ მისი ბიძაშვილი? ამ კითხვებზე  დაკავებულმა თავად გასცა პასუხი. გამოძიებამ საკუთარი წყაროებითაც  დაადგინა,  რომ გარდაცვლილ ქალსა და მამაკაცს  წლების წინ  ნამდვილად ჰქონდათ რომანი, რომელზედაც მთელი სოფელი ლაპარაკობდა. გარე ბიძაშვილები თანასოფლელებს ბევრჯერ უნახავთ პიკანტურ სიტუაციაში, რის გამოც  სულ არსებობდა ეჭვი, რომ მათ ინტიმური ურთიერთობა ნანა ბ-იას დაოჯახების შემდეგაც ჰქონდათ. როგორც გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რევაზ მ-იანმა  ცოლსა და მის გარე ბიძაშვილს სწორედ ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო.  მოგვიანებით, მკვლელობის დეტალებზე თავად მკვლელიც ალაპარაკდა: „იმ დღეს ჩემი მეზობლის ორმოცი იყო, მეც და ნანაც დაპატიჟებულები ვიყავით.  სუფრასთან თამადა მე ვიყავი და ცოტა ზედმეტი მომივიდა დალევა. ნანამ იცოდა ჩემი ხასიათი – ნასვამს აქეთ-იქით სიარული მიყვარს და მითხრა: მე თავი მტკივა და სახლში მალე გადავალო. არ მახსოვს, რამდენი დრო იყო გასული, ალბათ, ერთი  საათი.  ნანა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სახლში  ასე მალე დავბრუნდებოდი. როცა ეზოში შევედი, პირდაპირ სახლისკენ წავედი. ვიცოდი, რომ ბავშვები  ბებიასთან იყვნენ სტუმრად. ნანა სახლში  არ დამხვდა, ვიფიქრე, მეზობელთან წავიდა-მეთქი. ეზოში გამოვედი და ძველი სახლისკენ წავედი,  რომელიც დაახლოებით 50 მეტრშია ჩვენი სახლიდამ. ეს სახლი დაკეტილი გვაქვს და სათავსოდ ვიყენებთ. ერთ-ერთ ოთახში წიწილები გვყავს დაბინავებული. არ ვიცი, მთვრალს რატომ  გამიჩნდა  წიწილებისკენ წასვლის სურვილი. პირველ სართულზე ორი პატარა ოთახია – ერთი შესასვლელი, სადაც მხოლოდ  ხის ტაზტი დგას და მეორე პატარა, ცარიელი, სადაც წიწილებია. ამ ორ ოთახს ერთი საერთო ფანჯარა ყოფს, თუმცა შესასვლელი ორივეს ცალ-ცალკე აქვს.  როცა ოთახს მივუახლოვდი, უცნაური ხმები შემომესმა.   პირდაპირ თავზე დავადექი მეუღლეს ინტიმური ურთიერთობისას მამაკაცთან. რომელიც ზურგიდან ვერ ვიცანი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა ვიგრძენი იმ წუთებში, ლამის თვალთ დამიბნელდა. ჯიბით დანას ყოველთვის ვატარებდი და მაშინვე ამოვიღე. მამაკაცი უცებ გადმოხტა და გაიქცა. მოვასწარი მისი დანახვა – ჩემი ცოლის გარე ბიძაშვილი იყო, სიდედრ-სიმამრის სახლში რამდენჯერმე მყავდა ნანახი.  ნანა ტაზტზე იწვა, პირდაპირ გულში ჩავარტყი დანა ორჯერ. გონს სისხლის დანახვისას მოვედი, იქვე, რაღაც ზეწარივით ეგდო, ავიღე, დავხიე და იმ ადგილზე დავადე, საიდანაც სისხლი მოსდიოდა.   მერე ქუჩაში გამოვვარდი, რომ დამხმარე მეპოვა ვინმე. ჩემი მეზობელი შემომყვა სახლში. მერე სხვებიც მოგროვდნენ. გაქცევა და დამალვა არც მიფიქრია, მაგრამ შურისძიებით აღვსილმა   მალხაზის მოკვლაც გადავწყვიტე. სახლიდან სხვა დანა გამოვიტანე, ქურთუკი ჩავიცვი, ტაქსით მის სოფელში წავედი. სახლში შესვლა ვერ გავბედე. ვიცოდი, შვილები ჰყავდა და არ მინდოდა, მათ თვალწინ მომეკლა  მამა.  რამდენიმე საათი ეზოს ბოლოს ჩასაფრებული ველოდი მამაკაცს, რომელიც  ვიცოდი, რომ ტუალეტში მაინც გამოვიდოდა.  უკვე სრულიად გამოფხიზლებული ვიყავი, როცა გამთენიისას უკვე გამოვიდა გარეთ. ბოლომდე არც იყო გათენებული, ჯერ კიდევ ბნელოდა. იქვე დავხვდი და ყელი გამოვჭერი. ასე ვიძიე მასზე შური” 

 სოფლის მოსახლეობამ რამდენჯერმე გამოთქვა  შუამდგომლობა და სურვილი, რომ დაკავებულ მამაკაცს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა  და  ორი  არასრულწლოვანი  შვილის მარჩენალი იყო, სასჯელი შემსუბუქებოდა. მაგრამ, კანონი კანონია და მას ორი ადამიანის მკვლელობისთვის 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

 

скачать dle 11.3