სათანადოდ გამოვიყენოთ შემოდგომის ნობათი
საქართველო წელიწადის ნებისმიერ დროს არ უჩივის ხილის მრავალფეროვნებას, მაგრამ შემოდგომა ამ მხრივ განსაკუთრებულია, მით უფრო, რომ „ჩვენს“ ხილს ეგზოტიკური ქვეყნებიდან შემოტანილი ათასგვარი სასარგებლო ხილი ემატება. ამიტომ, უგუნურება იქნება, არ გამოვიყენოთ ისინი ორგანიზმის გასაკაჟებლად და გარეგნობის მოსაწესრიგებლად.
ბროწეული „ზარმაცი“ კუჭის ერთ-ერთი საუკეთესო მასტიმულირებელი საშუალებაა. მისგან მზადდება უნიკალური ზეთი, რომელიც იცავს ორგანიზმს კიბოსგან, აახალგაზრდავებს და მდიდარია ცხიმების დამშლელი F და E ვიტამინებით.
ანანასი წმენდს სისხლს და ააქტიურებს იმუნურ სისტემას; სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ. მასში შემავალი ალფაჰიდროქსილური მჟავები აღადგენს კანის მკვდარ უჯრედებს, ავსებს ტენით და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ანანასის ნიღაბი ასწორებს და ხავერდოვანს ხდის კანის ზედა ფენას.
პაპაია აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, წვავს ცხიმებს, აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს.
მანგო შეიცავს მსუბუქ დამამშვიდებელ ნივთიერებას. ერთი ცალი ნაყოფი შეიცავს კალიუმის სადღეღამისო ნორმას, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. ნივთიერება მანგოფერინი, რომელსაც შეიცავს მანგოს ხე, ანელებს კიბოს განვითარების პროცესს. გარდა ამისა, მანგოს ზეთი შესანიშნავად ატენიანებს კანს.