კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: როგორ და რა სიხშირით გავიკეთო სახის კანის პილინგი და კომპრესი სახლის პირობებში?

პასუხი: კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიკეთეთ სახის კანის ღრმად გაწმენდა: პირის დაბანის შემდეგ მთელ სახეზე დაიფინეთ ცხელ წყალში დასველებული და ოდნავ გაწურული (წყალი რომ არ ჩამოგეწვეთოთ) სქელი პირსახოცი და ცოტა ხანს გაიჩერეთ, რომ კანი კარგად დარბილდეს (სახე არ დაიწვათ), ამის მერე წაისვით პილინგი, რომელსაც იყენებთ ხოლმე; ჩამოიცვით სახეზე ცელოფნის ქუდი (ან პარკი), ოღონდ, რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ, რომ ისუნთქოთ) და წამოწექით 10-15 წუთით. შემდეგ დოლბანდის ტამპონით მთელი სახე მსუბუქად დაიმასაჟეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. 

განსაკუთრებული შედეგი აქვს კონტრასტულ კომპრესებს: მოიმზადეთ ორი სქელი პირსახოცი. ერთი დაასველეთ საშუალოდ ცხელ წყალში, მეორე – ცივში. მთელ სახეზე (კომპრესის გაკეთება ძალიან კარგია ყელზე და დეკოლტეზეც) მჭიდროდ დაიფინეთ ჯერ ცხელი პირსახოცი და აცადეთ, გაცივდეს, შემდეგ კი ის ცივ წყალში დასველებული პირსახოცით შეცვალეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ, შემდეგ კი წაისვით მკვებავი.

კითხვა: როგორ გავიკეთოთ ლოსიონის დამატენიანებელი ნიღაბი?

პასუხი: წინასწარ მოიმარაგეთ მიტკლის რამდენიმე ხელსახოცი (დაახლოებით ხელისგულის ზომის); ჯერ დაასველეთ წყლით და მაგრად გაწურეთ, შემდეგ კი გაჟღინთეთ თქვენი კანის შესაფერისი ლოსიონით და კომპრესივით (მჭიდროდ) დაიფინეს სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში. მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრობას: ჯერ უნდა დაიფინოთ ცხვირზე და ტუჩების გარშემო; შემდეგ – შუბლზე, ლოყებზე (თვალების ჩათვლით) და ბოლოს – ნიკაპზე (ღაბაბის ჩათვლით).

კითხვა: როგორ გავიკეთო ლოსიონის დამატენიანებელი ნიღაბი?

პასუხი: წინასწარ მოიმარაგეთ მიტკლის რამდენიმე ხელსახოცი (დაახლოებით ხელისგულის ზომის); ჯერ დაასველეთ წყლით და მაგრად გაწურეთ, შემდეგ კი გაჟღინთეთ თქვენი კანის შესაფერისი ლოსიონით და კომპრესივით (მჭიდროდ) დაიფინეთ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში. მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრობას: ჯერ უნდა დაიფინოთ ცხვირზე და ტუჩების გარშემო, შემდეგ – შუბლზე, ლოყებზე (თვალების ჩათვლით) და ბოლოს – ნიკაპზე (ღაბაბის ჩათვლით).

 

 

скачать dle 11.3