ფარში სოკოთი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი შერეული ფარში (ღორის და ძროხის ხორცის), 500 გრამი ქამა სოკო (ნედლი), 1-2 თავი ხახვი, 1 კვერცხი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: სოკო გაარჩიეთ და დაჭერით, მოხრაკეთ ცხელ ტაფაზე, დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. ფარშს უყავით მარილი, პილპილი, 1 კვერცხი. კარგად აურიეთ და აზილეთ. წყლით დაასველეთ ცელოფანი (საკვები პროდუქტებისთვის) და გაშალეთ მასზე ფარში 0,5 სანტიმეტრის სისქეზე. ზემოდან მოათავსეთ სოკო და ცელოფანის დახმარებით აკურატულად გადაახვიეთ, როგორც რულეტი. მოაშორეთ ცელოფანი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ტაფაზე. თუ ხელებს წინასწარ დაისველებთ, არ გაგიჭირდებათ. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. გასაოცრად არომატული და ნოყიერია!