კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყენა სტალინმა ადოლფ ჰიტლერი ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ძირეულად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა, დასაბამი მიეცა ახალ საერთაშორისო ურთიერთობებს. გამოჩენილ პოლიტიკოსთა ძველმა თაობამ: ლოიდ ჯორჯმა, ჟორჟ კლემანსომ, ვუდრო ვილსონმა და სხვებმა, ადგილი დაუთმეს ახალ ლიდერებს – ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინის, უინსტონ ჩერჩილს, ფრანკლინ რუზველტს, იოსებ სტალინს. ახალი მსოფლიოს, კაცობრიობის ბედი ამ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. დიდი პოლიტიკის ახალი ეტაპის პირველი სცენები პარიზის კონფერენციაზე (1919 წელი) გათამაშდა. ამ კონფერენციამ პირველი მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა. ამავე ეტაპის უკანასკნელი სცენები პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წელი) გათამაშდა. ამ კონფერენციამ მეორე მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა. ამ დიდი ეპოქის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც იოსებ სტალინი იყო, დანარჩენებმა ამ მისიის შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა, ისინი უაღრესად განათლებული, განსაკუთრებული გონიერებით დაჯილდოებული დიდი პოლიტიკოსები იყვნენ. სტალინი რომ ჩინებულთა შორის რჩეული იყო, ამას ყოველგვარი შეფარვის გარეშე აღიარებდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აშკარა აღიარებისაგან თავს იკავებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, რაც შეეხება ადოლფ ჰიტლერს, ის იძულებული გახდა, ნაცისტური გერმანიის კრახამდე ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის აპრილში, ეღიარებინა: მე რომ ისეთივე პოლიტიკა გამეტარებინა, როგორსაც სტალინი ატარებდა ომის წინ, გერმანია ამ ომში არ დამარცხდებოდაო. როგორც დიდი რეჟისორისთვის სპექტაკლის დასაწყისშივე ცნობილია მისი ფინალური სცენა, ასევე ცნობილი იყო სტალინისთვის საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის ფინალი. 1945 წლის 8-9 მაისს, ღამით, სტალინს გერმანიიდან დაურეკეს და მოახსენეს, რომ გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. დიდმა რეჟისორმა ყურმილი აუღელვებლად დადო და ორად-ორი სიტყვა წარმოთქვა: „დაიგრალსია სვოლოჩ”.

მოვლენები კი ამ დღემდე ასე ვითარდებოდა: პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა – ინგლისმა და საფრანგეთმა მაქსიმალურად მკაცრად დასაჯეს დამარცხებული გერმანია: წაართვეს მას სტრატეგიული ტერიტორიები, გერმანიას ჩამოერთვა სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სამხედრო ფლოტი, აეკრძალა დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა, სამხედრო ქარხნების მშენებლობა და სხვა. გერმანიას არა თუ მეორე, არამედ მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევა ელოდა. ამ დროისთვის, საბჭოთა რუსეთი (შემდეგომ საბჭოთა კავშირი) პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს სასიკვდილო საფრთხე იყო, რადგან ტრადიციულად, რუსეთისთვის ევროპა წარმოადგენდა წიაღისეული სიმდიდრისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სარეალიზაციო ბაზარს. ევროპას შეეძლო, რუსეთი დაეტოვებინა ვალუტის გარეშე, ანუ დაენგრია მისი ეკონომიკა. რუსეთი ვერ შექმნიდა სამრეწველო სიმძლავრეებს, ვერ გაწვრთნიდა და შეაიარაღებდა არმიას, ასე ფიქრობდნენ დასავლეთის პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ დიდ რეჟისორს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა.  ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ბოიკოტირებულმა საბჭოთა კავშირმა აქცენტი გერმანიაზე აიღო და მალე მასთან დაამყარა მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც ხშირად ხდებოდა, სტალინი ამ შემთხვევაშიც ორ კურდღელს იჭერდა: ერთი მხრივ, გერმანიაში წიაღისეული სიმდიდრის (განსაკუთრებით ნავთობის) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (განსაკუთრებით ხორბლის) ექსპორტით დიდი რაოდენობით ვალუტა შემოჰქონდა ქვეყანაში. ვალუტის ნაწილს გერმანია საბჭოთა კავშირს მანქანა-იარაღებითა და სხვა ტექნიკით უნაზღაურებდა. მეორე მხრივ, სტალინმა არასასურველი ფაქტის წინაშე დააყენა ინგლისი და საფრანგეთი. უნდოდათ თუ არა, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა ეფიქრათ. სხვა შემთხვევაში, ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკა დაზარალდებოდა, ხოლო გერმანიისა წელში  გაიმართებოდა. უკვე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებისთვის სტალინმა დასახულ მიზანს სრულად მიაღწია – საბჭოთა კავშირიდან ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა ნავთობი, მანგანუმი, ხე-ტყე, ხორბალი და სხვა. ქვეყანაში შემოსული ვალუტით და ევროპაში ძალზე იაფად შეძენილი ტექნიკით სტალინი გამალებით წვრთნიდა და აიარაღებდა უზარმაზარ არმიას, რათა შემდეგ კრემლიდან თავისი ნება ეკარნახა ევროპის ქვეყნებისთვის. ცხადია, გამოცდილი და გონიერი ევროპელი დიპლომატები ყოველივე ამას კარგად ხედავდნენ, მაგრამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდიოდნენ: თუ ინგლისი და საფრანგეთი სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს შეწყვეტდა საბჭოთა კავშირთან, ამით ამ ქვეყნების ეკონომიკა ძალზე დაზარალდებოდა, საბჭოთა კავშირი კი ნედლეულს შეუფერხებლად გაასაღებდა გერმანიაში.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში გერმანიაში ნაცისტები (1933 წელი) მოვიდნენ, სტალინის ხელში აღმოჩნდა კიდევ ძლიერი კოზირი. ადოლფ ჰიტლერის პარტიას ოფიციალურად ასე ეწოდებოდა: გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია. სოციალისტი ადოლფ ჰიტლერისა და კომუნისტი იოსებ სტალინის ალიანსმა დიდი შიში დათესა ევროპაში. სტალინმა კარგად უწყოდა, რომ შეშინებულის კიდევ უფრო შეშინება ადვილი საქმეა. საბჭოთა ბელადმა ძალზე ახლო და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა ჰიტლერთან. ეს ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ აღშფოთება ვერ დამალა გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ცნობილმა მოღვაწემ (ლიდერმა) ერნსტ ტელმანმა. გერმანელი კომუნისტების საპროტესტო გამოსვლამ შვება მოჰგვარა ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკურ ლიდერებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან სტალინი ურთიერთობას არ გაამწვავებდა. ეს შეარყევდა გერმანია-საბჭოთა კავშირის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები ამჯერადაც მწარედ მოტყუვდნენ. თვითკმაყოფილებით შეპყრობილ ევროპელ პოლიტიკოსებს სტალინმა ახალი სიურპრიზი შესთავაზა. მისთვის პოლიტიკა ჭადრაკის დაფა იყო. ევროპული პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე ერნსტ ტელმანი პაიკს წარმოადგენდა, ხოლო ადოლფ ჰიტლერი – მეფეს. სტალინი კი მეფეს პაიკში არ გაცვლიდა. ამიტომ იყო, რომ დაუფიქრებლად გაწირა ტელმანი და გერმანიის მთელი კომუნისტური პარტია. ამის შემდეგ ჰიტლერისა და სტალინის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. სოციალისტი და კომუნისტი ბელადები ყველაფერში კარგად უგებდნენ ერთმანეთს. აშკარა გახდა მათი საერთო მიზანი: ერთხელ და სამუდამოდ დაენგრიათ „ბებრი ევროპა”. სტალინი ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ დიდი რეჟისორი ჯერჯერობით გამარჯვებას არ ზეიმობდა. ის ინგლის-საფრანგეთის მხრიდან დაშვებულ მორიგ უხეშ შეცდომას ელოდა. მოლოდინმა არ დააყოვნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში მოვიდნენ იმ მშფოთვარე დროისთვის სრულიად შეუფერებელი პოლიტიკური მოღვაწეები: ინგლისის პრემიერ-მინისტრი – ნევილი ჩემბრელენი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – ედუარდ დალადიე. ამის შემდეგ, შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც ევროპაში რეალურად ორი მოთამაშე დარჩა: იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი. ორივე მოთამაშეს თავისი სცენარი ჰქონდა, რომლის დეტალებიც ჯერ არავინ იცოდა, მით უმეტეს, არაფერი უწყოდა ამის შესახებ ჩემბერლენმა და დალადიემ, რომლებიც უკვე განწირულნი ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, სტალინმა და ჰიტლერმა ისინი აიძულეს, წაგებული პარტია ბოლომდე ეთამაშათ. 

ევროპული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ფიგურები ჯერ კიდევ მრავლად იყო... იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი მორიგ სვლებზე ფიქრობდნენ...

ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3