სად გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ავსტრალიელმა ვარსკვლავმა რასელ ქროუმ და რომელი ტერორისტული ორგანიზაცია აპირებდა მის გატაცებას
2014 წელს მსოფლიოს კინოეკრანებზე ბიბლიური ეპიკური ფილმის, დარენ არონოფსკის „ნოეს” პრემიერა შედგება. ფილმის მთავარი გმირის, ნოეს როლს ასრულებს ავსტრალიელი სუპერვარსკვლავი რასელ ქროუ – მსახიობი, რომელმაც უკვე არაერთი ისტორიული პერსონაჟი განასახიერა დიდ ეკრანზე, მათ შორის, რომაელი გლადიატორის – მაქსიმუსისა და ბრიტანული ლეგენდების გმირის – რობინ ჰუდის როლები. აღსანიშნავია, რომ „ნოეს” საპრმეიერო წელს ქროუ 50 წლის გახდება.
* მისი სრული სახელი და გვარია რასელ აირა ქროუ. დაიბადა 1964 წლის 7 აპრილს, ველინგტონში, ახალ ზელანდიაში, ალექს და ჯოსელინ ქროუების ოჯახში. რასელი თავისი მშობლების მეორე შვილი იყო – მას ჰყავს უფროსი ძმა – ტერი ქროუ. როდესაც რასელი 4 წლის გახდა, ოჯახი სიდნეიში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 5 წლის ასაკში რასელის დებიუტი შედგა ავსტრალიური ტელესერიალის – „სპაიფორსის” ერთ-ერთ ეპიზოდში. სერიალის პროდიუსერი რასელის დედის ნათლია იყო. 14 წლის ასაკში რასელი ოჯახთან ერთად კვლავ ახალ ზელანდიაში დაბრუნდა, ამჯერად ოკლენდში. ოჯახის შემოსავლის წყარო იყო პატარა რესტორანი, სახელწოდებით – „მფრინავი დოქი.” რესტორანში დასაქმების გამო, რასელს ადრეულ ასაკშივე მოუწია სწავლის, კერძოდ სკოლის მიტოვება. ის რეტსორანში ოფიციანტად და ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.
* 1980-იან წლებში რასელ ქროუ მუსიკალური ჯგუფის – „რას ლე როქის” წევრი იყო, რომლის სახელწოდება მის სასცენო ფსევდონიმს იმეორებდა. მოგვიანებით რასელმა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა და „რომან ანტიქსი” უწოდა. შემდგომში ეს ჯგუფი მთლიანი შემადგნელობით რასელ ქროუს ახალ ჯგუფში – „30 ოდ ფუტ ოფ გრანტსში” გაწევრიანდა. რასელი ჯგუფის ვოკალისტი და ლიდერი იყო 1991-2005 წლებში. ჯგუფის დაშლის შემდეგ რასელმა სოლო კარიერა წამოიწყო, რომელიც, მის სამსახიობო კარიერასთან შედარებით, მეტ-ნაკლებად წარმატებულია.
* 21 წლის ასაკში რასელ ქროუს სიდნეის დრამატული ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტში სწავლის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, ამ იდეაზე მან უარი თქვა და მოგვიანებით აღიარა, რომ მას ურჩიეს, ტყუილად დრო არ დაეკარგა სწავლაში.
* რასელ ქროუ რაგბის დიდი მოყვარულია და ის ფლობს სარაგბო კლუბს – „საიტ სიდნეი რებიტოუზს”, ერთ-ერთ უძველეს კლუბს ავსტრალიაში. გარდა ამისა, ქროუ გატაცებულია კრიკეტით, კრივითა და ფეხბურთით. ცნობისთვის, მისი კლუბის აქტიური ქომაგები არიან ტომ კრუზი და ბერტ რეინოლდსი.
* რასელ ქროუ ყველაზე ასაკოვანი მსახიობია, რომელსაც მოუწია რობინ ჰუდის განსახიერება ეკრანზე – გადაღებების მომენტისთვის ის 45 წლის იყო.
* ახალ ზელანდიაში ცხოვრების დროს რასელ ქროუმ გახსნა საკუთარი ღამის კლუბი „ზი ვენიუ”, რომელმაც მხოლოდ ცხრა თვე იარსება. დახურვის მიზეზი კი ბანალური იყო: რასელ ქროუს არ ჰქონდა აღებული აუცილებელი ლიცენზია.
* კალიფორნიაში გუბერნატორის არჩევნების პერიოდში, რასელ ქროუ აქტიურად უჭერდა მხარს არნოლდ შვარცენეგერის კანდიდატურას, არა იმიტომ, რომ რესპუბლიკურ პარტიას უჭერდა მხარს, არამედ, უბრალოდ, პირადი სიმპათიების გამო.
* როცა რასელ ქროუ ჰოლივუდში არ არის დაკავებული, ის თავისუფალ დროს მშობლიურ ავსტრალიაში ატარებს. მას აქვს ორი სახლი – სიდნეისა და ტაუნსვილში, ასევე, 320 ჰექტარი ფართობის რანჩო ახალ სამხრეთ უელსში.
* რასელ ქროუს კარიერის ათვლის წერტილად ითვლება ავსტრალიური დრამა „თავგადაპარსულები”, სადაც მან სკინჰედების ბანდის ლიდერის როლი განასახიერა. ფილმი ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა და, არაოფიციალური ვერსიის თანახმად, მისი მთავარი პერსონაჟით შერონ სტოუნი დაინტერესდა, რომელმაც მოგვაინებით ქროუ მიიწვია თავის ფილმში, ვეტსრენში – „სწრაფი და მკვდარი”.
* რასელ ქროუ სპირტიანი სასმელების მოყვარულია და, როდესაც მას ფილმში „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი,” აკრძალული ჰქონდა ალკოჰოლის მიღება თავისი ცხოვრების ამ პერიოდს ცუდად იხსენებს – მისი თქმით, საშინელება იყო ექვსი თვე ალკოჰოლის გარეშე.
* 2010 წლის 12 აპრილს რასელ ქროუს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაუხსნეს ვარსკვლავი, რომელიც ენტონი ჰოპკინსის ვარსკვლავის მეზობლად განთავსდა.
* ცნობილია, რომ რასელ ქროუ ისინჯებოდა მთავარ როლებზე ორ ბლოკბასტერში: როსომახას როლზე „ადამიან იქსებში” და არაგორნის როლზე „ბეჭდების მბრძანებელში”.
* რასელ ქროუსა და ჯეკი ჩანს ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე, უბრალოდ, ჯეკი ჩანი ზუსტად ათი წლით უფროსია რასელზე.
* რასელ ქროუს ორჯერ აქვს მიღებული ჰონორარის სახით 20 მილიონი დოლარი, ფილმებისთვის: „ზღვის მბრძანებელი” და „რობინ ჰუდი”.
* ჰოლივუდში რასელ ქროუს საუკეთესო მეგობრები არიან ნიკოლ კიდმანი და ჯოდი ფოსტერი.
* როდესაც რასელი 10 წლის იყო, რაგბის თამაშის დროს წინა კბილი მოიტეხა და კბილის ჩასმა მხოლოდ 25 წლის ასაკში, რეჟისორის დაჟინებული თხოვნით მოახერხა ფილმ „გზაჯვარედინის” დაწყებამდე. რეჟისორის თქმით, რასელი უარს აცხადებდა სტომატოლოგის მომსახურების გადახდაზე და ამიტომ მას მოუწია კბილის იმპლანტის საფასურის გადახდა.
* ფილმ „გზაჯვარედინის” გადასაღებ მოედანზე რასელმა გაიცნო მომღერალი და მსახიობი დანიელ სპენსერი, რომელზეც 2003 წელს დაქორწინდა. რასელს ორი შვილი ჰყავს, 2003 წელს დაბადებული ჩარლი და 2006 წელს დაბადებული ტენსიონი. ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2012 წელს, წყვილი განქორწინდა.
* რასელ ქროუს გახმაურებული რომანი ჰქონდა მსახიობ მეგ რაიანთან, რომელიც „სიცოცხლის დადასტურების” გადაღებების დროს გაიცნო. რასელის გამო მეგ რაიანი ქმარს გაეყარა და ყველა ელოდა ვარსკვლავების დაქორწინებას, თუმცა, საბოლოოდ, ქროუ და რაიანი ერთმანეთს დაშორდნენ.
* „რობინ ჰუდის” გადაღებების დროს .
* რასელ ქროუს ფეთქებადი ხასიათი აქვს, რის გამოც არაერთხელ მოხვედრილა სკანდალურ ქრონიკებში. 2002 წელს რასელმა სასტუმროს პორტიეს ტელეფონი ესროლა და, შედეგად, მას ექვსნიშნა ციფრის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია.
* 2013 წელს კინოეკრანებზე გამოსულ მიუზიკლში „საბრალონი”, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით გადაიღეს, რასელ ქროუმ ინსპექტორ ჟავერის როლი შეასრულა და ყველა სცენაში თავად ასრულებდა სიმღერას.
* 2005 წელს რასელ ქროუმ ჟურნალ GQ-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2001 წლის მარტში გაფრთხილებული იყო ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ, რომ „ალ-ქაედას” ტერორისტული ორგანიზაცია მის გატაცებას გეგმავდა.
* რასელ ქროუმ 2010 წელს თავი დაანება სიგარეტის მოწევას (აღსანიშნავია, რომ ის 10 წლის ასაკიდან იყო აქტიური მწეველი). დევიდ ლეტერმანის შოუში მიწვეულმა მსახიობმა აღიარა, რომ 36 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა.