კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა კომპიუტერის, ტელევიზორის, რადიოსა და სხვა მისთანების კურთხევა?

პასუხი: უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ საგანში კი არ არის ჩაბუდებული ცოდვა, არამედ იმაში, თუ როგორ და რა მიზნით გამოიყენება ის. კომპიუტერი შეიძლება, სათამაშოთაც ვაქციოთ და შეიძლება, საღვთო წიგნებიც ვბეჭდოთ მისი დახმარებით. ან, თუნდაც, ავიღოთ ფოტოაპარატი, მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საერო სიამოვნებისთვისაც და სიწმიდეებისა და ეკლესია-მონასტრების აღსაბეჭდავად. ამრიგად, თუ მოცემული საგანი გამოიყენება არა ცოდვის ჩასადენად, შეიძლება, მისი კურთხევა.

კითხვა: რომელი ფსალმუნები უნდა ვიკითხოთ, როდესაც საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით?

პასუხი: იკითხეთ მე-3, 53-ე, მე-80, 142-ე ფსალმუნები. გამოარჩიეთ ამ ფსალმუნებიდან თქვენთვის მისანდობელი სიტყვები და ხშირ-ხშირად იკითხეთ უფლისადმი რწმენითა და მოწიწებით აღვსილებმა.

კითხვა: შეიძლება თუ არა მარხვის დროს ისეთი საკვების მიღება, რაც ეკლესიურად დაშვებულია, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას გვგვრის?

პასუხი: მარხვის დროს ასეთი საკვებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ. გემოთმოყვარეობა ცოდვაა. გაძღომა კი ცოდვაა თვით სამარხვო კერძითაც.

კითხვა: რატომ ატარებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესისა და უნეტარესის წოდებას ერთდროულად?

პასუხი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული – „უწმინდესი და უნეტარესი“ შემოღებულია 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის დროიდან. მანამდე უწმინდესის ტიტულს ატარებდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, უნეტარესისას – დასავლეთ საქართველოსი. ხოლო ავტოკეფალიის შემდეგ ახალარჩეული მწყემსმთავარი კირიონ მეორე იწოდა უწმინდესად და უნეტარესად. 

скачать dle 11.3