კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკრაინაში ავტოკატასტროფაში დაღუპული 25 წლის ბიჭის ერთადერთ შვილს ქუთაისში მცხოვრები მამიდა მოლდოვეთში ეძებს

30 წლის ანა ჯინჭარაძე ეძებს 2 წლის ვალოდია გუცს და დაახლოებით 32-35 წლის ნატალია გუცს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმისშვილს – ვალოდიას (დაბადებულს 2011 წლის 21 აგვისტოს) და მის დედას – ნატალია გუცს. ჩემი ძმისშვილი ამჟამად 2 წლის უნდა იყოს. დედამისი კი – დაახლოებით 32-35 წლის. ჩემი ძმა, ლაშა ჭინჭარაძე (დაბადებული 1988 წლის 31 იანვარს), ავტოკატასტროფაში დაიღუპა უკრაინაში (2013 წელს). ძმისშვილის შესახებ მისგანვე გავიგე სრულიად შემთხვევით, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ბავშვი მე არასდროს მინახავს, მაქვს მხოლოდ მისი ფოტოსურათი. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის მოძებნაში. ჩვენ მათ მოლდოვეთში ვეძებთ.

– ანა, მოგვიყევი შენი ისტორია, როგორ გაიგე ძმისშვილის არსებობის შესახებ და რატომ არ გინახავს ბავშვი აქამდე?

– ჩემი ძმა, ლაშა, შვიდი წლის წინ წავიდა რუსეთში სამუშაოდ. ის პოდმოსკოვიეში, პოდოლსკში ცხოვრობდა, სადაც გაიცნო კიდეც  ნატალია გუცი. ჩემს ძმასა და ნატალიას პოდოლსკში ყოფნის დროს ჰქონდათ ურთიერთობა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ის ქალი დაორსულდა, მაგრამ, ბავშვის გაჩენა თავის სამშობლოში, მოლდოვეთში გადაწყვიტა, რადგან, იქ გარკვეული შეღავათები ექნებოდა მშობიარობასთან დაკავშირებით. ჩემს ძმას ეყოლა ვაჟი და მას ვალოდია დაარქვეს. 2013 წელს ჩემი ძმა კვლავ საქართველოში დაბრუნდა საბუთების მოუწესრიგებლობის და დეპორტის გამო. 2013 წლის 19 მაისს ლაშა უკრაინაში წავიდა, რადგან, გაიგო, რომ უკრაინიდან მოლდოვეთში სავიზო რეჟიმი არ იყო. სამწუხაროდ, იქ ლაშა ავტოკატასტროფაში მოყვა და ისე დაიღუპა, რომ შვილის ნახვა არ დასცალდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში ყოფნის დროს, მან მითხრა, რომ შვილი ჰყავს, მიამბო თავისი ისტორია და ბავშვის ფოტოც ასე მოხვდა ჩემს ხელთ. მას შემდეგ, რაც ლაშა გარდაიცვალა, მე და ჩემი ოჯახი ყველანაირად ვცდილობდით ნატალიას მოძებნას, მაგრამ, სამწუხაროდ, მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. ჩვენს ხელთ არსებულ ტელეფონის ნომერზე რომ დავრეკეთ (ანუ, ნატალიას სახლში), ყურმილი დედამისმა აიღო. ჩვენ ავუხსენით სიტუაცია და ლაშას გარდაცვალების შესახებაც ვუთხარით. ის ქალი შეგვპირდა, რომ ყველაფერს გადასცემდა თავის ქალიშვილს, ანუ, ბავშვის დედას, მაგრამ, მას შემდეგ რამდენჯერაც დავრეკეთ, ყურმილს არავინ აიღო.

– ანუ, ბავშვის დედამ შენი ძმის სიკვდილის ამბავი არ იცის?

– თუ დედამისმა არ გააგებინა, მაშინ, არ ეცოდინება, ხოლო, თუ უთხრა ჩვენი უბედურების შესახებ, მაშინ, რატომ აღარ დაგვიკავშირდა ნატალია, არ ვიცი. დედამისმა მაშინ ჩვენი ნომერი არ ჩაიწერა, რადგან, თქვა, ტელეფონზე დაფიქსირდა თქვენი ნომერი და ჩავიწერო. არ ვიცი, რა ვიფიქრო. შეიძლება, უბრალოდ, მან ნომერი დაკარგა, ან, იქნებ, სხვა რამეშია საქმე.

– სოციალურ ქსელებში თუ გიცდია მოძებნა?

– როგორც ვიცი, მას ჰქონდა გვერდი „ფეისბუქზე“, მაგრამ, ცოტა ხნის წინ, გაურკვეველი მიზეზის გამო, წაშალა. ჩვენ, უბრალოდ, ბავშვის ნახვა და ჩვენი ძმის ერთადერთ შვილთან კავშირი გვინდა.

– როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ ბავშვის დედა თქვენი სურვილის წინააღმდეგი იყოს?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით... ყოველ შემთხვევაში, იმაში, რომ ჩემი ძმისშვილის ნახვა მინდა, პირადად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. მინდა, როგორმე დავუკავშირდე იმ ქალს და ყველაფერი ავუხსნა. როგორც ვიცი, მას ჩემს ძმასთან უსიამოვნება არ ჰქონია და ბავშვიც მათი სიყვარულის ნაყოფი იყო. ამჟამად ბავშვი დედის გვარზეა, რადგან, ჩემი ძმისგან ვიცი, რომ არ ჰქონდათ ხელი მოწერილი.

– მოლდოვეთში რომელ ქალაქში ეძებთ ძმისშვილსა და ბავშვის დედას?

– როგორც მე ვიცი, ისინი მოლდოვეთის ქალაქ ედინციში უნდა ცხოვრობდნენ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მათ მოძებნაში. ის ბავშვი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მე ის არასდროს მინახავს, ძალიან მიყვარს – ის ხომ ჩემი ძმისშვილია... ბავშვის ნახვა და მასზე ზრუნვა გაგვიადვილებს ლაშას დაკარგვის ტკივილს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3