კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლომიძის სასწაული“ – მოგზაურობა მცენარეთა ჯადოსნურ სამყაროში

ამბობენ: დრო ყველაფრის მკურნალიაო... და მართლაც, „ლომიძის წამლები“ 40-წლიანი მეცნიერული და კლინიკური გამოცდილებით, ჭეშმარიტად მკურნალი და უმძიმეს ავადმყოფთა უკანასკნელი იმედია. წამალი, რომელიც დრომ გამოსცადა და მსოფლიო ფიტოთერაპიაში ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა.

უკვე ლეგენდად ქცეული ქალბატონი რუსუდანის საქმეს მისი ღირსეული მემკვიდრე, ქალბატონი მარინა წულუკიძე აგრძელებს, მან პირველმა საქართველოში, 1995 წელს შექმნა სახელმძღვანელო ფიტოთერაპიაში, ჩინური მედიცინის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის. ვაჟა-ფშაველას ¹30 ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ავადმყოფს შეუძლია, იპოვოს სულისა და ხორცის სიმშვიდე.

– ქალბატონო მარინა, გვიამბეთ ცოტა რამ ქალბატონ რუსუდანსა და მის „ჯადოქრობაზე“.

– ქალბატონი რუსუდანი ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელმაც ექიმბაშობა ჯერ სახალხო მკურნალობად, შემდეგ კი თანამედროვეობის უდიდეს მეცნიერებად – ფიტოთერაპიად აქცია. ეს ყველაფერი იმ მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომელიც საქართველოს, რუსეთსა და ინგლისში ჩატარდა. ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი უდიდეს მადლობას ბატონ ასლან აბაშიძეს, რომლის დახმარებითაც შევძელით ასეთი სერიოზული და მაღალი დონის კვლევების ჩატარება. უკვე 5 წელია, სააფთიაქო ქსელში არსებობს და უცხოეთშიც გადის ჩვენი 3 წამალი: 

ნახარში – ლომიძე I (შედგება 15 მცენარისგან);

ნაყენი – ლომიძე I (შედგება 7 კომპონენტისგან) და

მალამო – „პროქტოლოგი“ (შედგება 16 მცენარის ნახარში+თაფლის სანთელი).

– ქალბატონო მარინა, რა დაავადებებს მკურნალობთ თქვენს კლინიკაში? 

– ქალბატონი რუსუდანის ინტერესის სფერო ონკოლოგიურ დაავადებებს მოიცავდა. ჩვენი ავადმყოფები ძირითადად მესამე და მეოთხე სტადიის ონკოლოგიური პაციენტები არიან და აქაც შედეგი თითქმის წარმოუდგენელია. კვლევებმა დაადასტურა, რომ ფიტოპრეპარატები ორგანიზმს სიმსივნური ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნაში ეხმარება, რაც ლაბორატორიულად დასტურდება სისხლის ფორმულაში ლიმფოციტების მატებით. ასევე, არის იმუნომასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და დეტოქსიკაციური საშუალება (იკლებს როე, მატულობს ჰემოგლობინი). ყოველივე ეს იცავს ორგანიზმს და ეხმარება, თავად დაიწყოს ბრძოლა ამ საშინელი სენის წინააღმდეგ. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს იმ საოცარ შედეგებს, რასაც ვიღებთ მკურნალობის დროს. სხვა ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოს შეძრავდა, თუნდაც ამ ერთი კონკრეტული შედეგისთვის.

თამარ ალავერდაშვილი (60 წლის). მოგვმართა 1996 წელს ლიმფოსარკომით, უმძიმეს მდგომარეობაში. 16 წელია, რეგულარულად, იღებს ჩვენს დანიშნულებას და პრაქტიკულად, ჯანმრთელია. მხოლოდ 2013 წლის მაისში მდგომარეობის გაუარესების გამო, გაუკეთდა ქიმიოთერაპიის 1 კურსი (რაშიც ონკოლოგები დამეთანხმებიან). ამჟამად აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. ასეთი კი ათასობით ისტორიაა ჩვენს არქივში და ელოდება იმ დროს, როცა ფიტოთერაპია სახელმწიფოს ინეტერსთა სფეროში მოხვდება.

– ქალბატონო მარინა, შედეგი ყოველთვის ასეთი დაუჯერებელია?

– რა თქმა უნდა, არა. მედიცინა მათემატიკა არ არის, რომ 2X2 ყოველთვის 4 იყოს. ჩვენი სტატისტიკით, შემთხვევების 80 პროცენტში შედეგი მკვეთრად დადებითია, 15 პროცენტში – საშუალო და მხოლოდ 5 პროცენტია უშედეგო. ისიც მაშინ, თუ ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესები ვერ ასწრებს წამალთან შეგუებას.

– თქვენი პაციენტები მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულები არიან?

– რა თქმა უნდა, არა. ჩვენ 110 სახის მცენარეს ვაგროვებთ უდაბნოში, ალპურ და სუბტროპიკულ სარტყელში, ჭაობებში და ყველა დაავადების სამკურნალოდ (სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ენდოკრინული და ძვალ-სახსროვანი დაავადებები) ქალბატონი რუსუდანის მიერ (ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით) შექმნილი რეცეპტებით სხვადასხვა მცენარის კომბინაციით ვამზადებთ. თითოეული რეცეპტი ირჩევა კონკრეტული ავადმყოფისთვის ჩივილებისა და დიაგნოზის გათვალისწინებით.

– ქალბატონო მარინა, პრესა, ტელევიზია, ბილბორდები სავსეა უამრავი უცხოური ფიტოპრეპარატების რეკლამებით. „ლომიძეები“ – რატომ არ ეწევით ასეთ რეკლამას.

– ამპარტავნებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩვენი რეკლამა ჩვენი განკურნებული ავადმყოფებია, რომლებიც უკვე ათეული წლებია, შვილებითა და შვილიშვილებით მკურნალობენ ჩვენთან.

– როგორია მოსახლეობის ინტერესი და სამედიცინო საზოგადოების ნდობა თქვენ მიმართ და ზოგადად, ფიტოთერაპიის მიმართ?

– ყველასთვის ცნობილია, სტატისტიკურად, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპასა და ამერიკაში, ფიტოპრეპარატებით მკურნალობას არჩევს მოსახლეობის 70-75 პროცენტი. რაც შეეხება „ლომიძის წამლებს,“ 40 წლის წინაც კი, მოსახლეობა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერესით. იყო დრო, როცა რიგში ღამეებსაც კი ათენებდნენ. სამედიცინო პერსონალის ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვნად გაზრდილია და ჩემს კოლეგებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

P. S. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მრავალსაუკუნოვანი სამედიცინო ისტორიული გამოცდილება და ტრადიცია აქვს და ჰყავს ამ ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე „ლომიძის წამლების“ სახით.

 

скачать dle 11.3