კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცოდინარი ბელადი

ანუ, „კოკობო, ვარდო…“

 

თავდაპირველად, პრ. პუტინის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე რუსეთის სახელოვნებო წრეებმა წამოაყენეს. მოგვიანებით, მათ სულიერი ერთობისა და მსოფლიო ხალხთა თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიაც შეუერთდა, რამეთუ, ორივენიცა მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის სირიის კონფლიქტის მოგვარებაში. 

თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ჩვენებური სეპარატისტი ბესლან კობახიაა, მისი მოტივაცია მარტივად გასაგებია (ჩვენ ჩვენ-ჩვენი მამა-მარჩენლები გვყავს). თუმცა, მის გარდა, ჩვენი სეპარატისტული აფხაზეთიდან პრ. პუტინისთვის ნობელის პრემიის დაკიდების თხოვნას ტარას შამბაც აწერს ხელს, ზედაც, თანავარსკვლავედს იოსიფ კობზონიც ამშვენებს.

სახელდობრ, ბ-ნი კობახია ბრძანებს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭება განა პრ. პუტინისთვის, თავად პრემიისთვისაა ჰაერივით აუცილებელი. მომყავს ციტატა: „პუტინისთვის ამ პრემიის მინიჭება ამ ნომინაციას დაუბრუნებდა ძველ ავტორიტეტს, რომელიც შეერყა იმის გამო, რომ ის ბევრმა უღირსმა ადამიანმა მიიღო.“ იქვე კი დასძენს, რომ ეს წარდგინება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის უჩუმრად ჩაიდინეს.

ჩვენ არ ვიცით, ვის გულისხმობს „უღირსებში“ ბ-ნი კობახია (მაგრამ, ვიცით, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი ბარაკ  ობამაა) და არც ის, რას გადაწყვეტს ნობელის პრემიის კომიტეტი (ანუ, გაუგორებს თუ არა წითელ კოჭებს რფ-ის პრ.-ს), თუმცა, აი, ის კი ზუსტად ვიცით, რომ ბელადს არ სცოდნია. 

скачать dle 11.3